2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტიპ ...
ცხადდება კონკურსი ასოცირებული პროფესორის აკადემიურ ...
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები
ERASMUS + კონკურსი აკადემიური პერსონალისთვის
ცხადდება კონკურსი სპორტის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ბულგარეთის „ვასილ ლევსკის“ ნაციონალურ სპორტის აკადემიაში ლექციების წასაკითხად სპორტული მეცნიერების (სპორტულ-პედაგოგიური და მედიკო-ბიოლოგიური დისციპლინები) და უცხო ენების მიმართულებით.
მივლინების ხანგრძლივობა 5 სამუშაო დღე
კონკურსის გამარჯვებულები ღებულობენ სტიპენდიას 5 დღეზე და საერთაშორისო მგზავრობის ორმხრივ დაფინანსებას.
მობილობის პერიოდი : 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი (მარტის თვეში)
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სპორტის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს.
კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელი პირობაა გაიაროთ შიდა საუნივერსიტეტო შერჩევა რომელიც
მოიცავს 3 საფეხურს:
- სააპლიკაციო საბუთების მიღება და შერჩევა
- გასაუბრება ინგლისურ ენაზე. (ინგლისური ენისB2/С1 სერტიფიკატის ქონის შემთხვევაში აპლიკანტი არ გადის გამოცდის ეტაპს)
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/T9NXBxeQagqpnyjNA
სააპლიკაციო ფორმაში უნდა ატვირთოთ შემდეგი დოკუმენტები:
ინგლისურ ენაზე:
- სამოტივაციო წერილი;
- CV
- სამუშაო გეგმის მოკლე მონახაზი (მინიმუმ 8 საათიანი სალექციო დატვირთვა).
ქართულ ენაზე: ცნობა დაკავებული თანამდებობის შესახებ
განცხადების შევსების ბოლო ვადაა 13 თებერვალი.
მასპინძელი უნივერსიტეტების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ბმულს
https://nsa-erasmus.com/en/
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: ir@sportuni.ge
გასაუბრებების თარიღი და დრო ინდივიდუალურად გაეგზავნება ყველა აპლიკანტს განაცხადში მითითებული ელ-ფოსტის საშუალებით.