2024-11-07
საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფ ...
2024-11-06
საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფ ...
2024-11-04
აკადემიური საბჭოს წევრის ვაკანტურ ადგილზე არჩევნებ ...
ERASMUS + კონკურსი ადმინისტრაციული პერსონალისთვის
ცხადდება კონკურსი სპორტის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალისთვის ERASMUS+ პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად ალკალა დე ენარესის უნივერსიტეტში (ესპანეთი, მადრიდი) პერსონალის კვირეულის ფარგლებში.
კონკურსში გამარჯვებული, მიიღებს სრულ დაფინანსებას.
მობილობის პერიოდი : 6-10 ივნისი 2022წ.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სპორტის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა ატვირთონ შემდეგი დოკუმენტები:
- CV ინლისურ ენაზე (Europass ფორმატში)
- სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე (Europass ფორმატში)
- ცნობა დაკავებული თანამდებობის შესახებ
- ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი (B2/C1 დონე)
- სპორტის უნივერსიტეტის შესახებ პრეზენტაცია (რომელსაც წარადგენთ მასპინძელ უნივერსიტეტში)
დოკუმენტაციის ასატვირთად მიჰყევით ბმულს:
https://forms.gle/6uPkWBkfRL4wWxfH9
კონკურსი მოიცავს სამ საფეხურს
- სააპლიკაციო საბუთების მიღება და შერჩევა
- ინგლისური ენის გამოცდა (ინგლისური ენის B2/С1 სერტიფიკატის ქონის შემთხვევაში აპლიკანტი არ გადის გამოცდის ეტაპს)
- პრეზენტაციის შეფასება
ინფორმაცია მასპინძელი უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://www.uah.es/en/
განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 06.05.2022
დაგვიანებული განაცხადები არ მიიღება!