2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტიპ ...
ცხადდება კონკურსი ასოცირებული პროფესორის აკადემიურ ...
შიდა მობილობა!
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები
2025 წლის 24 თებერვალს, სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა აცხადებს თვითმმართველობის არჩევნებს ფაკულტეტების მიხედვით.
აღნიშნულ არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ:
მწვრთნელთა ფაკულტეტიდან - 10 სტუდენტს;
ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტიდან - 6 სტუდენტს.
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა მიმართონ საარჩევნო კომისიას მიმდინარე წლის 30 იანვრიდან 11 თებერვლის ჩათვლით.
რეგისტრაციისას მიმართეთ სპორტის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მისამართი მიხეილ თამარაშვილის 4ა)
წარსადგენი საბუთები:
· განცხადება
· მხარდამჭერი სტუდენტთა 5 კაციანი სია ხელმოწერებით (ფაკულტეტების მიხედვით, რომელი ფაკულტეტიდანაც იყრის კენჭს)
· ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (იმ ფაკულტეტიდან საიდანაც იყრის კენჭს)
· პირადობის მოწმობის ასლი
მონაწილეობის სურვილის მქონე ყველა სტუდენტს გთხოვთ, დროულად წარმოადგინონ საჭირო დოკუმენტები.
მონაწილეობა სტუდენტურ არჩევნებში არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რათა სტუდენტებმა გააძლიერონ მათი პოზიციები უნივერსიტეტში და თავიანთი წვლილი შეიტანონ უნივერსიტეტის განვითარების საქმეში.
წინასწარ მადლობას გიხდით თქვენს ინტერესსა და აქტიურობასთან დაკავშირებით.
არჩევნები ჩატარდება 24 თებერვალს, 14:00 საათზე, აუდიტორია N1-ში.
მისამართი: ვაჟა-ფშაველას 76ბ (ახალგაზრდობის სააგენტო).