Warning: Undefined array key "HTTP_ACCEPT_LANGUAGE" in /var/www/sportuni.ge/index.php on line 21

Deprecated: strtolower(): Passing null to parameter #1 ($string) of type string is deprecated in /var/www/sportuni.ge/index.php on line 21

Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /var/www/sportuni.ge/index.php:21) in /var/www/sportuni.ge/wp-includes/feed-rss2.php on line 8
ღონისძიებები Archives - საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://sportuni.ge/category/ghonisdziebebi/ Mon, 23 Mar 2026 12:51:00 +0000 ka-GE hourly 1 https://wordpress.org/?v=6.9.4 https://sportuni.ge/wp-content/uploads/2025/06/cropped-sportunilogo-32x32.png ღონისძიებები Archives - საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://sportuni.ge/category/ghonisdziebebi/ 32 32 საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კორეის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლებს უმასპინძლა https://sportuni.ge/saqartvelos-sportis-saxelmwifo-universitetma-koreis-respublikis/ https://sportuni.ge/saqartvelos-sportis-saxelmwifo-universitetma-koreis-respublikis/#respond Mon, 23 Mar 2026 12:41:03 +0000 http://sportuni.ge/?p=11931 🌍 საერთაშორისო შეხვედრა 17 მარტს საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ უმასპინძლა შეხვედრას, სადაც საქართველო და კორეის რესპუბლიკას შორის აკადემიური და კულტურული კავშირების გაფართოება განიხილეს. უნივერსიტეტის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი. კორეის რესპუბლიკის საელჩოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ელჩი ჰიონ დო კიმი, მეორე მდივანი თეჩან კიმი და ელჩის თანაშემწე. შეხვედრის მთავარი […]

The post საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კორეის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლებს უმასპინძლა appeared first on საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

]]>

17 მარტს საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ უმასპინძლა შეხვედრას, სადაც საქართველო და კორეის რესპუბლიკას შორის აკადემიური და კულტურული კავშირების გაფართოება განიხილეს. უნივერსიტეტის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი. კორეის რესპუბლიკის საელჩოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ელჩი ჰიონ დო კიმი, მეორე მდივანი თეჩან კიმი და ელჩის თანაშემწე.

შეხვედრის მთავარი თემა მომავალი თანამშრომლობის მყარი ჩარჩოს ჩამოყალიბება იყო. მხარეებმა განიხილეს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამების შემუშავება, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელება და საგანმანათლებლო საქმიანობის გზით ორმხრივი კავშირების გაძლიერება.

გარდა ამისა, საუბარი შეეხო ერთობლივი სპორტული აქტივობების ორგანიზებას, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის კომუნიკაციის გაღრმავებას. აღნიშნული შეხვედრა მნიშვნელოვანი ნაბიჯია უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციისა და სტუდენტებისთვის გლობალური შესაძლებლობების შექმნისკენ.

The post საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კორეის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლებს უმასპინძლა appeared first on საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

]]>
https://sportuni.ge/saqartvelos-sportis-saxelmwifo-universitetma-koreis-respublikis/feed/ 0
გამოსაშვები 2025 https://sportuni.ge/gamosashvebi-2025/ https://sportuni.ge/gamosashvebi-2025/#respond Fri, 13 Feb 2026 13:45:01 +0000 https://sportuni.ge/?p=11497 ✨ ღონისძიება მზად ხართ ყველაზე ემოციური და დასამახსოვრებელი საღამოსთვის? ეს დღე მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ეტაპის ღირსეული დასასრულია და ახალი პროფესიული გზის საწყისი. ერთად აღვნიშნოთ ეს განსაკუთრებული მომენტი — მიღწევები, ახალი მიზნები და მომავალი გამარჯვებები. 📅 25 თებერვალი | 17:00 📍 სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“ მის.: 26 მაისის მოედანი N1

The post გამოსაშვები 2025 appeared first on საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

]]>
✨ ღონისძიება

მზად ხართ ყველაზე ემოციური და დასამახსოვრებელი საღამოსთვის?

ეს დღე მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ეტაპის ღირსეული დასასრულია და ახალი პროფესიული გზის საწყისი.

ერთად აღვნიშნოთ ეს განსაკუთრებული მომენტი — მიღწევები, ახალი მიზნები და მომავალი გამარჯვებები.

📅 25 თებერვალი | 17:00
📍 სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“
მის.: 26 მაისის მოედანი N1

The post გამოსაშვები 2025 appeared first on საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

]]>
https://sportuni.ge/gamosashvebi-2025/feed/ 0
საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამის ფარგლებში საჯარო ლექცია გაიმართა https://sportuni.ge/sakharthvelos-sportis-sakhe-2/ https://sportuni.ge/sakharthvelos-sportis-sakhe-2/#respond Sat, 07 Feb 2026 07:14:25 +0000 https://sportuni.ge/?p=11200 🌍 Erasmus+ სტამბოლის გედიკის უნივერსიტეტის პროფესორის ერთკვირიანი ვიზიტი სპორტის უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტამბოლის გედიკის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ფიზიოლოგიის დოქტორ სეიდ ჰოუტან შაჰიდის ერთკვირიანი ვიზიტი გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში, 4 თებერვალს, პროფესორმა შაჰიდმა უნივერსიტეტში ჩაატარა ლექცია თემაზე: „წვრთნის შეფასება, შესრულების ტესტირება და მტკიცებულებებზე დაფუძნებული წვრთნა“. მომხსენებელმა აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს გაუზიარა საკუთარი […]

The post საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამის ფარგლებში საჯარო ლექცია გაიმართა appeared first on საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

]]>

სტამბოლის გედიკის უნივერსიტეტის პროფესორის ერთკვირიანი ვიზიტი სპორტის უნივერსიტეტში

Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტამბოლის გედიკის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ფიზიოლოგიის დოქტორ სეიდ ჰოუტან შაჰიდის ერთკვირიანი ვიზიტი გრძელდება.

ვიზიტის ფარგლებში, 4 თებერვალს, პროფესორმა შაჰიდმა უნივერსიტეტში ჩაატარა ლექცია თემაზე: „წვრთნის შეფასება, შესრულების ტესტირება და მტკიცებულებებზე დაფუძნებული წვრთნა“. მომხსენებელმა აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს გაუზიარა საკუთარი კვლევის შედეგები და ისაუბრა სპორტული მეცნიერების თანამედროვე მიდგომებზე. სტუდენტებმა გამოხატეს დიდი ინტერესი მსგავსი აქტივობების მიმართ, და შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სუტენდებმა ასევე გამოიჩინეს ინიციატივა საერთაშორისო სტუმრებთან ამ ფორმატში შეხვედრის თაობაზე.

პროფესორმა უკვე გამართა ოფიციალური შეხვედრა უნივერსიტეტის წარმომადგენლობასთან, სადაც მხარეებმა აკადემიური და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. სეიდ ჰოუტან შაჰიდი სტამბოლის გედიკის უნივერსიტეტში ხელმძღვანელობს სპორტული შესრულების ლაბორატორიას და კოორდინაციას უწევს კვლევით განვითარებას.

The post საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამის ფარგლებში საჯარო ლექცია გაიმართა appeared first on საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

]]>
https://sportuni.ge/sakharthvelos-sportis-sakhe-2/feed/ 0
მწვრთნელთა ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი – ნინო ძაგანია https://sportuni.ge/mcvrthneltha-phakultetis-de-3/ https://sportuni.ge/mcvrthneltha-phakultetis-de-3/#respond Mon, 02 Feb 2026 06:41:50 +0000 https://sportuni.ge/?p=11173 მწვრთნელთა ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიული ხედვა ემყარება უმაღლესი განათლების თანამედროვე მოთხოვნებს, სპორტული მეცნიერებების განვითარების ტენდენციებსა და ეროვნული სპორტული სისტემის პრიორიტეტებს. მიზნის მისაღწევად აუცილებელია: სპორტული მეცნიერებების უახლესი მიღწევების ინტეგრირება სასწავლო პროცესში და ინტერდისციპლინური კურსების შექმნა; აკადემიური პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარება და ახალგაზრდა სპეციალისტების მოზიდვა და მხარდაჭერა; სტუდენტზე ორიენტირებული გარემოს შექმნა და „ორმაგი კარიერის“ სისტემური მხარდაჭერა; სასწავლო პროგრამების […]

The post მწვრთნელთა ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი – ნინო ძაგანია appeared first on საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

]]>

მწვრთნელთა ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიული ხედვა ემყარება უმაღლესი განათლების თანამედროვე მოთხოვნებს, სპორტული მეცნიერებების განვითარების ტენდენციებსა და ეროვნული სპორტული სისტემის პრიორიტეტებს.

მიზნის მისაღწევად აუცილებელია:

  • სპორტული მეცნიერებების უახლესი მიღწევების ინტეგრირება სასწავლო პროცესში და ინტერდისციპლინური კურსების შექმნა;
  • აკადემიური პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარება და ახალგაზრდა სპეციალისტების მოზიდვა და მხარდაჭერა;
  • სტუდენტზე ორიენტირებული გარემოს შექმნა და „ორმაგი კარიერის“ სისტემური მხარდაჭერა;
  • სასწავლო პროგრამების ფედერაციების სალიცენზიო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა;
  • ფედერაციების ჩართვა შიდა აკრედიტაციის პროცესში, რათა პროგრამა პასუხობდეს ბაზრის რეალურ საჭიროებებს;
  • ინსტიტუციური თანამშრომლობა და ფაკულტეტის სისტემური გაძლიერება;
  • თანამშრომლობა განათლებისა და სპორტის სამინისტროებთან ერთობლივი სტანდარტებისა და კვლევითი სტრატეგიების განსაზღვრის მიზნით;
  • საერთაშორისო პარტნიორობა – უცხოურ უნივერსიტეტებთან აკადემიური, გაცვლითი და ერთობლივი კვლევების წახალისება, საგრანტო პროექტებში ჩართულობა;

სლოგანი

მწვრთნელთა ფაკულტეტი – კონკურენტუნარიანი, მდგრადი საგანმანათლებლო ცენტრია, რომელიც ამზადებს მაღალკვალიფიციურ, პასუხისმგებლიან და ეროვნული სპორტული სისტემის განვითარებაზე ორიენტირებულ პროფესიონალ კადრებს.

The post მწვრთნელთა ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი – ნინო ძაგანია appeared first on საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

]]>
https://sportuni.ge/mcvrthneltha-phakultetis-de-3/feed/ 0
მწვრთნელთა ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი – ალექსანდრე გობირახაშვილი https://sportuni.ge/mcvrthneltha-phakultetis-de-2/ https://sportuni.ge/mcvrthneltha-phakultetis-de-2/#respond Mon, 02 Feb 2026 06:37:41 +0000 https://sportuni.ge/?p=11170 ძირითადი გზავნილები: სამართლიანობის პრინციპები, აკადემიური თავისუფლება. ზრუნვა და ხელშეწყობა აკადემიურ პესონალზე. თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების პროგრამების შეთავაზება სტუდენტებისთვის, მათზე ზრუნვა და ხელშეწყობა დოქტორანტურა ურთიერთობა სპორტის სამინისტროსა და სპორტის ყველა სახეობის ფედერაციასთან. სლოგანი: მწვრთნელთა ფაკულტეტი ქვეყნისა და ქართული სპორტის სამსახურში.

The post მწვრთნელთა ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი – ალექსანდრე გობირახაშვილი appeared first on საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

]]>

ძირითადი გზავნილები:

  • სამართლიანობის პრინციპები, აკადემიური თავისუფლება.
  • ზრუნვა და ხელშეწყობა აკადემიურ პესონალზე.
  • თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების პროგრამების შეთავაზება სტუდენტებისთვის, მათზე ზრუნვა და ხელშეწყობა
  • დოქტორანტურა
  • ურთიერთობა სპორტის სამინისტროსა და სპორტის ყველა სახეობის ფედერაციასთან.

სლოგანი:

მწვრთნელთა ფაკულტეტი ქვეყნისა და ქართული სპორტის სამსახურში.

The post მწვრთნელთა ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი – ალექსანდრე გობირახაშვილი appeared first on საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

]]>
https://sportuni.ge/mcvrthneltha-phakultetis-de-2/feed/ 0
საქართველოს სპორტის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ერევანში საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობდნენ https://sportuni.ge/sakharthvelos-sportis-univ/ https://sportuni.ge/sakharthvelos-sportis-univ/#respond Thu, 23 Oct 2025 08:59:42 +0000 https://sportuni.ge/?p=10639 16-17 ოქტომბერს, ერევანში, სომხეთის ფიზიკური კულტურისა და სპორტის სახელმწიფო ინსტიტუტის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი „სპორტი მშვიდობისა და ჯანმრთელობისთვის“, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმაც მიიღეს. ღონისძიებაზე უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ მწვრთნელთა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ირაკლი დოლაბერიძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი მარიამ მაისურაძე. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები სომხეთის, ბულგარეთისა და […]

The post საქართველოს სპორტის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ერევანში საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობდნენ appeared first on საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

]]>
16-17 ოქტომბერს, ერევანში, სომხეთის ფიზიკური კულტურისა და სპორტის სახელმწიფო ინსტიტუტის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი „სპორტი მშვიდობისა და ჯანმრთელობისთვის“, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმაც მიიღეს.

ღონისძიებაზე უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ მწვრთნელთა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ირაკლი დოლაბერიძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი მარიამ მაისურაძე.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები სომხეთის, ბულგარეთისა და საბერძნეთის სპორტული უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებთან. შეხვედრებზე განხილულ იქნა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო “Erasmus+” პროგრამის ფარგლებში გაცვლითი პროექტების პერსპექტივებს.

სამეცნიერო ფორუმი სომხეთის განათლების, მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ჰასმიკ ავაგიანმა და ერევნის ფიზიკური კულტურისა და სპორტის ინსტიტუტის რექტორმა ტიგრან სიმონიანმა გახსნეს. ღონისძიების ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტებმა და მეცნიერებმა განიხილეს ისეთი თემები, როგორებიცაა ფიზიკური აღზრდისა და სპორტული მომზადების პედაგოგიური და სამეცნიერო-მეთოდური მიდგომები, ოლიმპიზმის საგანმანათლებლო ასპექტები, სპორტის სამართლის განვითარება, ფიზიკური აღზრდისა და სპორტული აქტივობების ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ასპექტები, სპორტული ტურიზმის პერსპექტივები და სპორტული მენეჯმენტის თანამედროვე გამოწვევები.

ღონისძიება დასრულდა საზეიმო გალაკონცერტით ერევნის ოპერის თეატრში, რომელსაც სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დაესწრო და ქვეყნის უმაღლეს სპორტულ სასწავლებელს იუბილე მიულოცა.

The post საქართველოს სპორტის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ერევანში საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობდნენ appeared first on საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

]]>
https://sportuni.ge/sakharthvelos-sportis-univ/feed/ 0
განათლების საერთაშორისო გამოფენა https://sportuni.ge/ganathlebis-saerthashoriso/ https://sportuni.ge/ganathlebis-saerthashoriso/#respond Thu, 16 Oct 2025 19:34:13 +0000 https://sportuni.ge/?p=10294 განათლების საერთაშორისო გამოფენა – 26 ოქტომბერი, Holiday Inn Tbilisi მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს ტარდება განათლების საერთაშორისო გამოფენა, თბილისში, სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ში (26 მაისის მოედანი #1). გამოფენა ტარდება მათთვის, ვინც დაინტერესებულია საზღვარგარეთ სწავლით, სტიპენდიებისა და გრანტების მიღებით, საზაფხულო სკოლებით, მოკლევადიანი კურსებით და სხვადასხვა სასწავლო პროგრამით. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სასწავლებლები, ასევე საქართველოში არსებული […]

The post განათლების საერთაშორისო გამოფენა appeared first on საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

]]>

განათლების საერთაშორისო გამოფენა – 26 ოქტომბერი, Holiday Inn Tbilisi

მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს ტარდება განათლების საერთაშორისო გამოფენა, თბილისში, სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ში (26 მაისის მოედანი #1).

გამოფენა ტარდება მათთვის, ვინც დაინტერესებულია საზღვარგარეთ სწავლით, სტიპენდიებისა და გრანტების მიღებით, საზაფხულო სკოლებით, მოკლევადიანი კურსებით და სხვადასხვა სასწავლო პროგრამით. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სასწავლებლები, ასევე საქართველოში არსებული საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც გამოფენაზე მისულ დაინტერესებულ პირებს შეთავაზებენ სტიპენდიებს და სასწავლო პროგრამებს — როგორც გრძელვადიანს, ასევე მოკლევადიანს.

გამოფენაზე გექნებათ უნიკალური შესაძლებლობა პირისპირ გაესაუბროთ საზღვარგარეთ არსებული უმაღლესი სასწავლებლების, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.

📌 გამოფენაზე დასწრება უფასოა!

გამოფენაზე დასასწრებად მნიშვნელოვანია რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე:
👉 რეგისტრაციის ფორმა

განათლების საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორია საგანმანათლებლო ორგანიზაცია Edu-Guide.Ge (www.edu-guide.ge).

📅 ჩატარების თარიღი და დრო:

2025 წლის 26 ოქტომბერი | 12:00-დან 17:00-მდე

Facebook ღონისძიება იხილეთ აქ: Facebook Event Link

The post განათლების საერთაშორისო გამოფენა appeared first on საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

]]>
https://sportuni.ge/ganathlebis-saerthashoriso/feed/ 0
ვიქტორ სანაევის თასი https://sportuni.ge/vikhtor-sanaevis-thasi/ https://sportuni.ge/vikhtor-sanaevis-thasi/#respond Mon, 29 Sep 2025 00:19:51 +0000 https://sportuni.ge/?p=7354 „ვიქტორ სანეევის თასი“ – გახდი მოხალისე – გაიარე რეგისტრაცია და ჩაერთე ტურნირის ორგანიზებაში! https://form.jotform.com/252671243778465 2025 წლის 3 ოქტომბერს ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი და ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული – ვიქტორ სანეევი 80 წლის გახდებოდა. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით გაიმართება „ვიქტორ სანეევის თასი“ სამხტომსა და სიგრძეზე ხტომაში. ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ სპორტსმენები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და სინგაპურიდან. ღონისძიებას დაესწრება ბატონი […]

The post ვიქტორ სანაევის თასი appeared first on საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

]]>
„ვიქტორ სანეევის თასი“ – გახდი მოხალისე – გაიარე რეგისტრაცია და ჩაერთე ტურნირის ორგანიზებაში!

https://form.jotform.com/252671243778465

2025 წლის 3 ოქტომბერს ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი და ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული – ვიქტორ სანეევი 80 წლის გახდებოდა.

ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით გაიმართება „ვიქტორ სანეევის თასი“ სამხტომსა და სიგრძეზე ხტომაში.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ სპორტსმენები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და სინგაპურიდან. ღონისძიებას დაესწრება ბატონი ვიქტორის მეუღლე.

ორგანიზატორები – საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“

მხარდამჭერები – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, მძლეოსნობის ეროვნული ფედერაცია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, საქართველოს სპეციალური ოლიმპიადის ეროვნული ფედერაცია.

გელოდებით ყველას!

  • 3 ოქტომბერი
  • 10:00 საათი
  • ვაკის საფეხბურთო სტადიონი

The post ვიქტორ სანაევის თასი appeared first on საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

]]>
https://sportuni.ge/vikhtor-sanaevis-thasi/feed/ 0
მობილობის შიდა (სპორტული) ტურის შედეგები https://sportuni.ge/mobilobis-shida-sportuli/ https://sportuni.ge/mobilobis-shida-sportuli/#respond Mon, 29 Sep 2025 00:10:33 +0000 https://sportuni.ge/?p=7348 2025-2026 სასწავლო წელს საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის (მწვრთნელი)“ და „ფიტნესი და ჯანმრთელობის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე, მობილობით გადმოსვლის მიზნით, ჩატარებული შიდა (სპორტული) ტურის შედეგები  იხილეთ ფაილი აბიტურიენტი უფლებამოსილია, შეიტანოს სააპელაციო განცხადება რექტორის ბრძანებით შექმნილ სააპელაციო კომისიის სახელზე, მისაღები (შიდა) სპორტული ტურის შედეგების გამოცხადებიდან 24 საათის განმავლობაში.  საპრეტენზიო განაცხადი სააპელაციო კომისიის სახელზე ბარდება უნივერსიტეტის […]

The post მობილობის შიდა (სპორტული) ტურის შედეგები appeared first on საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

]]>
2025-2026 სასწავლო წელს საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის (მწვრთნელი)“ და „ფიტნესი და ჯანმრთელობის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე, მობილობით გადმოსვლის მიზნით, ჩატარებული შიდა (სპორტული) ტურის შედეგები  იხილეთ ფაილი

აბიტურიენტი უფლებამოსილია, შეიტანოს სააპელაციო განცხადება რექტორის ბრძანებით შექმნილ სააპელაციო კომისიის სახელზე, მისაღები (შიდა) სპორტული ტურის შედეგების გამოცხადებიდან 24 საათის განმავლობაში. 

საპრეტენზიო განაცხადი სააპელაციო კომისიის სახელზე ბარდება უნივერსიტეტის კანცელარიაში: ქ. თბილისი, ეგ. ნინოშვილის ქ. 55. ტელ: 032 256-05-01

The post მობილობის შიდა (სპორტული) ტურის შედეგები appeared first on საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

]]>
https://sportuni.ge/mobilobis-shida-sportuli/feed/ 0
საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას! https://sportuni.ge/sakharthvelos-sportis-sakhe/ https://sportuni.ge/sakharthvelos-sportis-sakhe/#respond Sun, 28 Sep 2025 23:25:39 +0000 https://sportuni.ge/?p=7345 გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სპორტის უნივერსიტეტში ჩარიცხვას. იწყება ახალი საინტერესო და მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება – გზა განათლებისა და პიროვნული განვითარებისკენ.  სპორტის უნივერსიტეტის 2025-2026 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ პირველკურსელთა რეგისტრაცია: 8 სექტემბრიდან – 19 სექტემბრის ჩათვლით 10:00 საათიდან – 17:00 საათამდე რეგისტრაცია იწარმოებს ორ მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშველას გამზ. N76ბ. მე-2 […]

The post საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას! appeared first on საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

]]>
გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სპორტის უნივერსიტეტში ჩარიცხვას. იწყება ახალი საინტერესო და მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება – გზა განათლებისა და პიროვნული განვითარებისკენ. 

სპორტის უნივერსიტეტის 2025-2026 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ პირველკურსელთა რეგისტრაცია:


8 სექტემბრიდან – 19 სექტემბრის ჩათვლით


10:00 საათიდან – 17:00 საათამდე

რეგისტრაცია იწარმოებს ორ მისამართზე:

ქ. თბილისი, ვაჟა-ფშველას გამზ. N76ბ. მე-2 სართული, ოთახი 22


•    ფიზიკური აღზრდა და სპორტი (მწვრთნელი);


•    ბიზნესის ადმინისტრირება და სპორტის მენეჯმენტი.


ქ. თბილისი, ნინოშვილის ქ. N55, მე-2 სართული


•    ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია;


•    ფიტნესი და ჯანმრთელობა

•    ქართულ ენაში მომზადების პროგრამა

წარმოსადგენი დოკუმენტები:


ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;


ბ) ფოტოსურათი ¾ (2 ცალი და CD-დისკზე ჩაწერილი) (მხოლოდ „ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის“ და „ბიზნესის ადმინისტრირების და სპორტის მენეჯმენტის“ სტუდენტებისთვის);


გ) ატესტატი – დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;


დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისთვის);


ე) პირველი სემესტრის სწავლის საფასურის (1125 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (სახაზინო კოდი: 709027289 მიუთითეთ სტუდენტის სახელი და გვარი და პირადი ნომერი).

შენიშვნა: არასრულწლოვანი (18 წლამდე) აბიტურიენტის შემთხვევაში აბიტურიენტს უნდა ახლდეს კანონიერი წარმომადგენელი და თან იქონიოს წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მშობლის უფლების მქონე პირმა უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და აბიტურიენტის დაბადების მოწმობა, ხოლო მინდობილი პირის შემთხვევაში – მინდობილობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და მინდობილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი).

The post საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას! appeared first on საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

]]>
https://sportuni.ge/sakharthvelos-sportis-sakhe/feed/ 0