სპორტის უნივერსიტეტი მხარს უჭერს – სუფთა სპორტს!

22 ოქტომბერს, საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობდა იუნესკოს ანტი-დოპინგური კონვენციის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც გაიმართა საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ორგანიზებით. ღონისძიება ესწრებოდნენ განათლებისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები. ღონისძიების გახსნის შემდეგ მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შოთა ხაბარელი, […]
საქართველოს სპორტის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ერევანში საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობდნენ

16-17 ოქტომბერს, ერევანში, სომხეთის ფიზიკური კულტურისა და სპორტის სახელმწიფო ინსტიტუტის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი „სპორტი მშვიდობისა და ჯანმრთელობისთვის“, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმაც მიიღეს. ღონისძიებაზე უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ მწვრთნელთა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ირაკლი დოლაბერიძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი მარიამ მაისურაძე. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები სომხეთის, ბულგარეთისა და […]