მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – მერაბ მეტრეველი.

ბატონმა მერაბმა თავისი პროფესიული საქმიანობის მრავალი წელი ქართული სპორტის, განათლებისა და საუნივერსიტეტო სივრცის განვითარებას მიუძღვნა. პროფესიული საქმიანობა მისი პროფესიული გზა ხელბურთს უკავშირდება — სხვადასხვა წლებში მუშაობდა უფროს მწვრთნელად, იყო საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ტურიზმის კომისიის სპეციალისტი. იგი ხელმძღვანელობდა ოლიმპიური რეზერვების სასწავლებელს, მუშაობდა საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელ თანამდებობებზე და იყო […]