მწვრთნელთა ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიული ხედვა ემყარება უმაღლესი განათლების თანამედროვე მოთხოვნებს, სპორტული მეცნიერებების განვითარების ტენდენციებსა და ეროვნული სპორტული სისტემის პრიორიტეტებს.
მიზნის მისაღწევად აუცილებელია:
- სპორტული მეცნიერებების უახლესი მიღწევების ინტეგრირება სასწავლო პროცესში და ინტერდისციპლინური კურსების შექმნა;
- აკადემიური პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარება და ახალგაზრდა სპეციალისტების მოზიდვა და მხარდაჭერა;
- სტუდენტზე ორიენტირებული გარემოს შექმნა და „ორმაგი კარიერის“ სისტემური მხარდაჭერა;
- სასწავლო პროგრამების ფედერაციების სალიცენზიო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა;
- ფედერაციების ჩართვა შიდა აკრედიტაციის პროცესში, რათა პროგრამა პასუხობდეს ბაზრის რეალურ საჭიროებებს;
- ინსტიტუციური თანამშრომლობა და ფაკულტეტის სისტემური გაძლიერება;
- თანამშრომლობა განათლებისა და სპორტის სამინისტროებთან ერთობლივი სტანდარტებისა და კვლევითი სტრატეგიების განსაზღვრის მიზნით;
- საერთაშორისო პარტნიორობა – უცხოურ უნივერსიტეტებთან აკადემიური, გაცვლითი და ერთობლივი კვლევების წახალისება, საგრანტო პროექტებში ჩართულობა;
სლოგანი
მწვრთნელთა ფაკულტეტი – კონკურენტუნარიანი, მდგრადი საგანმანათლებლო ცენტრია, რომელიც ამზადებს მაღალკვალიფიციურ, პასუხისმგებლიან და ეროვნული სპორტული სისტემის განვითარებაზე ორიენტირებულ პროფესიონალ კადრებს.


