📢 ტრენინგი
„სამეცნიერო გრანტის მოპოვებისა და განხორციელების გზები“
საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ტრენინგი: „სამეცნიერო გრანტის მოპოვებისა და განხორციელების გზები“.
ტრენინგს გაუძღვება ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი — ქალბატონი ნინო პავლიაშვილი.
შეხვედრა განკუთვნილია უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის და დაეთმობა საგრანტო შესაძლებლობების მიმოხილვას, განაცხადის მომზადების პრაქტიკულ პრინციპებსა და პროექტის ეფექტიანი განხორციელების ეტაპებს.
თუ გსურთ თქვენი კვლევითი იდეა რეალურ პროექტად აქციოთ — ეს ტრენინგი ზუსტად თქვენთვის არის!
თარიღი: 26 თებერვალი
დრო: 16:00 საათი
მისამართი: საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ვაჟა ფშაველას გამზ. 76ბ)


