„სამეცნიერო გრანტის მოპოვებისა და განხორციელების გზები“
2026 წლის 26 თებერვალს, საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „სამეცნიერო გრანტის მოპოვებისა და განხორციელების გზები“. სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი, ქალბატონი ნინო პავლიაშვილი.
ძირითადი საკითხები და საერთაშორისო ფონდები
მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა „ღია მეცნიერების“ (Open Science) თანამედროვე კონცეფციასა და იმ საერთაშორისო თუ ადგილობრივ საგრანტო შესაძლებლობებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია ქართველი მკვლევრებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შემდეგ პროგრამებს:
- ევროკომისიის პროგრამები (Horizon Europe): MSCA Postdoctoral Fellowship; MSCA Staff Exchanges და Erasmus+ Cooperation Partnership.
- ადგილობრივი ფონდები: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
- სპეციალიზებული ამერიკული ფონდები: NSCA Foundation (Graduate Research Grant / Coaching Advancement) და ACSM Foundation (Research Endowment Grants).
ციფრული ინსტრუმენტები და აკადემიური სტანდარტები
- ციფრული რეპოზიტორიუმები და პორტალები: openscience.ge, openlibrary.ge და სამეცნიერო ჟურნალების პორტალი openjournals.ge.
- მონაცემთა მართვა: გრანტის მომზადების პროცესში FAIR პრინციპების (მონაცემთა მოძიებადობა, ხელმისაწვდომობა, თავსებადობა და მრავალჯერადი გამოყენება) დაცვის მნიშვნელობა.
- მკვლევრის იდენტიფიცირება: ORCID-ის (Open Researcher and Contributor ID) გამოყენების აუცილებლობა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისთვის.
სპეციფიკური რეკომენდაციები
შეხვედრის დასასრულს, ქალბატონმა ნინომ განიხილა სპორტის უნივერსიტეტის პროფილური მიმართულებები და დარგობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, გამოკვეთა ის მთავარი კონკურენტული უპირატესობები, რომლებიც ჩვენს მკვლევრებს საგრანტო კონკურსებში წარმატების მიღწევაში დაეხმარება.
Class name – კურსის სახელი: სპორტული წვრთნის თეორია და მეთოდოლოგია 2
Section – სავალდებულო თუ არჩევითი
Subject – პროგრამის სახელწოდება: სამაგისტრო პროგრამა „ფიზიკური აღზრდა და სპორტი (მწვრთნელი“).
Room – რომელ აუდიტორიაში უტარდებათ, თუმცა არ ვავსებთ


