საქართველოს სპორტის
სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები
მთავარი სტუდენტური სპორტის უნივერსიტეტში ცხადდება სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები!

სპორტის უნივერსიტეტში ცხადდება სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები!

🗳️ სტუდენტური არჩევნები

გახდი უნივერსიტეტის ცვლილებების ნაწილი

თუ ხარ კრეატიული, გაქვს საინტერესო იდეები და გინდა, რომ სტუდენტური ცხოვრება უფრო აქტიური, საინტერესო და მრავალფეროვანი გახდეს — ეს შესაძლებლობა შენთვის არის.

შეგიძლია უნივერსიტეტში ცვლილებების ნაწილი გახდე და საკუთარი იდეებით მონაწილეობა მიიღო სტუდენტური გარემოს განვითარებაში.

📄 საბუთების მიღება
12 მარტი – 23 მარტი

საბუთები უნდა წარმოადგინოთ თქვენი ფაკულტეტის დეკანატში:

  • ✔️ განცხადება
  • ✔️ მხარდამჭერი სტუდენტების 5-კაციანი სია (ხელმოწერებით)
  • ✔️ ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ
  • ✔️ პირადობის ასლი
🗳️ არჩევნების დღე

📅 30 მარტი
⏰ 13:00 – 16:00
📍 ვაჟა-ფშაველას 76ბ