საქართველოს სპორტის
სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები
მთავარი სხვადასხვა Erasmus+ გაცვლითი პროგრამა!

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა!

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებითა და Erasmus+ ტრენინგ მობილობის პროგრამის ფარგლებში, 19 ივნისს ჩვენს უნივერსიტეტს თურქი კოლეგა, მემედ აქიფ ერსოის უნივერსიტეტის წარმომადგენელი, ემინე ბუსრა ილმაზი ეწვია.

კვლევის მიმართულება

ჩვენი სტუმრის კვლევის მიმართულება განსაკუთრებით საინტერესო და აქტუალურია — იგი მუშაობს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე შშმ პირებისთვის განკუთვნილ თამაშებსა და აქტივობებში. შეხვედრამ აჩვენა, თუ რამდენად დიდი პოტენციალი აქვს თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებას ინკლუზიურ განათლებასა და ადაპტურ სპორტში.

ვიზიტი შესანიშნავი პლატფორმა აღმოჩნდა გამოცდილების გაზიარებისთვის. შეხვედრაზე დაისახა სამომავლო გეგმები და საფუძველი ჩაეყარა ახალ ერთობლივ პროექტებს, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესს.