საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო
უნივერსიტეტი 2025-2026 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას შემდეგ
სამაგისტრო პროგრამებზე:
ფიზიკური აღზრდა და სპორტი (მწვრთნელი)
ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია
სპორტის მენეჯმენტი
საბუთების წარმოდგენის ვადა: 1 სექტემბრიდან 19 სექტემბერის ჩათვლით 11:00 სთ-დან 17:00 საათამდე
წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი
სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
· განცხადება (ივსება ადგილზე);
· პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
· ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (შესაძლებელია ნოტარიულად დამტკიცებული ასლის წარმოდგენა) ან ცნობა შესაბამისი საფეხურის დამთავრებისა და კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე;
· საერთო სამაგისტრო გამოცდის საგამოცდო ბარათი;
· ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
· სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის);
· ფოტოსურათი 3×4 (CD) დისკთან ერთად.
შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების საკითხები:
- სპორტის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა
- სამაგისტრო პროგრამა „ფიზიკური აღზრდა და სპორტი (მწვრთნელი)“
- ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაციის სამაგისტრო პროგრამა
- მაგისტრანტობის კანდიდატის განცხადება
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ლინკს:ცხადდება მიღება სამაგისტრო პროგრამებზე!


