საქართველოს სპორტის
სახელმწიფო უნივერსიტეტი

ირაკლი დოლაბერიძე
მთავარი აკადემიური პერსონალი ირაკლი დოლაბერიძე
საკონტაქტო

ირაკლი დოლაბერიძე

განათლება

1994-1998 წლებში ირაკლი დოლაბერიძემ წარჩინებით დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია, სპეციალობით ფიზიკური აღზრდა და სპორტი.
მიღებული აქვს მწვრთნელის კვალიფიკაცია კარატეში, ასევე პარალელურად ის სწავლობდა სპორტულ ჟურნალისტიკას.
სტუდენტობის პერიოდში იყო სპორტის აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
მოგვიანებით სწავლა გააგრძელა საქართველოს ღია ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში, სადაც ასევე წარჩინებით მიიღო განათლება ფინანსების და კრედიტების სპეციალობით და მიენიჭა საფინანსო საქმის მენეჯერის კვალიფიკაცია.
1998-2001 წლებში გააგრძელა სწავლა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის ასპირანტურაში.
2005-2006 წლებში გაიარა სპეციალიზაცია გერმანიის ლაიფციგის უნივერსიტეტში სპორტის ფსიქოლოგიის მიმართულებით. ასევე მონაწილეობდა TACIS-ის სახელმწიფო მოხელეთა კოლეჯის პროექტში, რომელიც მოიცავდა საბაზრო ეკონომიკის, ინფორმაციული სისტემების, საგადასახადო ადმინისტრირების, მართვისა და სამართლის კურსებს.
2004-2005 წლებში სწავლობდა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლაში, სადაც პროგრამა მოიცავდა ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოების საკითხებს.

სამუშაო გამოცდილება

2000 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიაში, სადაც სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა, მათ შორის იყო კათედრის უფროსი მასწავლებელი, მაგისტრატურის და ასპირანტურის უფროსი, განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხოლო 2006 წელს არჩეულ იქნა კანცლერის თანამდებობაზე.
2002-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის კომიტეტში მოწვეულ სპეციალისტად, ხოლო 2010-2011 წლებში იყო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი და სპორტის ექსპერტი.
2012-2022 წლებში ირაკლი დოლაბერიძე ხელმძღვანელობდა სპორტის დეპარტამენტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საბოლოოდ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფარგლებში. 2024 წლიდან არის საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის წევრი.
2014 წლიდან მოღვაწეობს სპორტის უნივერსიტეტში, როგორც ასოცირებული პროფესორი. 2023 წლის მაისში არჩეულ იქნა მწვრთნელთა ფაკულტეტის დეკანად.

დამატებითი ინფორმაცია

1997 წელს გახდა სტუდენტთა რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენციის გამარჯვებული, ხოლო 1999-2000 წლებში — საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი და გრანტის მფლობელი.
1997 წლიდან მოყოლებული სხვადასხვა პერიოდიკაში გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები, ასევე გამოქვეყნებულია საგაზეთო პუბლიკაციები.
მისი სპორტული კარიერა კარატეში დაიწყო 1992 წელს. იყო მრავალგზის საქართველოს ჩემპიონი, საერთაშორისო ტურნირების პრიზიორი, საქართველოს ნაკრების წევრი და 1999 წელს ტოკიოში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. არის შავი ქამრის მფლობელი, მე-3 დანის დონით. მას აქვს საერთაშორისო კატეგორიის მსაჯისა და მწვრთნელის გამოცდილება.
2004-2006 წლებში სპორტის აკადემიის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.
2014 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება კონტაქტურ კარატეში.
2016 წლიდან არის ევროპის კარატეს ორგანიზაციის ბორდის წევრი და წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო ფედერაციაში. ასევე იყო ევროპის კარატეს ჩემპიონატების ორგანიზატორი თბილისში 2016 და 2021 წლებში. მონაწილეობა აქვს მიღებული რიო დე ჟანეიროს (2016), ტოკიოს (2021) ოლიმპიურ და პიონჩანგის (2018) ზამთრის პარალიმპურ თამაშებში, როგორც საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრს.