2011-2016 წლებში სწავლობდა სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მიიღო სპორტის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
2016-2018 წლებში გააგრძელა სწავლა სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, სადაც მიენიჭა სპორტის მენეჯმენტის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2019-2022 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის ხარისხი
2014-2015 წლებში იკავებდა სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტული კლუბის ხელმძღვანელისა და უნივერსიტეტის ფეხბურთის გუნდის მენეჯერის თანამდებობას.
2015-2019 წლებში მუშაობდა შპს ახალი უმაღლესი სასწავლებლის სპორტისა და კულტურის სამსახურის უფროსად.
2016-2017 წლებში იყო შპს წმინდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სპორტული ღონისძიებების კოორდინატორი.
2018-2019 წლებში ასწავლიდა სპორტს შპს თბილისის საშუალო სკოლა „ლამპარში“.
2019-2022 წლებში იკავებდა შპს ახალი უმაღლესი სასწავლებლის ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას.
2019 წლიდან მუშაობს სსიპ ქალაქ თბილისის №151 საჯარო სკოლაში სპორტის პედაგოგად.
2018 წლიდან არის მოწვეული ლექტორი საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 2022 წლიდან მუშაობს ასოცირებული პროფესორის სტატუსით.
2023 წლიდან ასრულებს ზოგადი განათლების საგნობრივი ექსპერტის მოვალეობას სპორტის მიმართულებით საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.
2023 წლიდან მუშაობს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში სპორტის მუზეუმის მეცნიერ-მკვლევარად.
2017 წელს, სომხეთში, ერევნის ფიზიკური კულტურისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებით გაიარა სპორტის მენეჯმენტის საერთაშორისო კურსი და მიენიჭა სპორტის მენეჯერის წოდება.
2019 წელს, რუმინეთში, ქ. ბუქარესტში გაიარა ევროპის უსაფრთხოების კოლეჯის საერთაშორისო კურსი თემაზე „სამოქალაქო უსაფრთხოება და კატასტროფების მართვა სპორტულ ობიექტებზე“.
2020 წელს, იტალიაში, ქ. ბოლონიაში წარმატებით გაიარა საერთაშორისო ტრენინგ-კურსი თემაზე- „ტექნოლოგიებზე დაფუძნებული აქტიური სწავლება“.
2022 წელს წარმატებით დაასრულა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის „სპორტის მენეჯმენტის“ საერთაშორისო ტრენინგ-კურსი.
აქვს მრავალწლიანი გამოცდილება როგორც უმაღლეს, ისე ზოგად განათლების სფეროში. პროფესიული საქმიანობა მოიცავს როგორც აკადემიურ საქმიანობას, ასევე სპორტულ მენეჯმენტსა და ადმინისტრირებას. საქმიანობა ეფუძნება სპორტის განათლებასა და განვითარების ხელშეწყობას როგორც უნივერსიტეტებსა და სკოლებში, ასევე სპორტულ ორგანიზაციებში. მის მიერ განხორციელებული პროექტები და მენეჯმენტში მიღებული მონაწილეობა მოიცავს როგორც სპორტულ ღონისძიებებს, ისე ინფრასტრუქტურულ და ადმინისტრაციულ მენეჯმენტს. აქტიურად მონაწილეობს კვლევით და საგნობრივ ექსპერტიზის საქმიანობებში, მათ შორის განათლების ხარისხის მიმართულებით. მურად ფახურიძე არის ავტორი მრავალი სამეცნიერო სტატიის და თემის, სპორტის მენჯმენტის, ადმინისტრირების, ადამიანური რესურსების მართვის, ინოვაციური მენეჯმენტის და სპორტული განათლების მიმართულებით.