Warning: Undefined array key "HTTP_ACCEPT_LANGUAGE" in /var/www/sportuni.ge/index.php on line 21

Deprecated: strtolower(): Passing null to parameter #1 ($string) of type string is deprecated in /var/www/sportuni.ge/index.php on line 21
ბულგარეთის ვასილ ლევსკის ეროვნული სპორტის აკადემიის პროფესორების ვიზიტი სპორტის უნივერსიტეტში - საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საქართველოს სპორტის
სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები
მთავარი სასწავლო ბულგარეთის ვასილ ლევსკის ეროვნული სპორტის აკადემიის პროფესორების ვიზიტი სპორტის უნივერსიტეტში

ბულგარეთის ვასილ ლევსკის ეროვნული სპორტის აკადემიის პროფესორების ვიზიტი სპორტის უნივერსიტეტში

12 და 15 ოქტომბერს ERASMUS + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სპორტის უნივერსიტეტს ბულგარეთის ვასილ ლევსკის ნაციონალური სპორტის აკადემიის პროფესორები ტატიანა ჰრისტაკიევა და ელეონორა მილევა ესტუმრნენ. პროფესორებმა სპორტის უნივერსიტეტში პროგრამით გათვალისწინებული ლექციები ჩაატარეს, რომელიც შეეხებოდა ზოგად ინფორმაციას ბულგარეთის ნაციონალური სპორტის აკადემიის, სწავლის მეთოდებს და ასევე ინგლისური ენის სწავლების სპეციფიკას. ვასილ ლევსკის სახელობის ეროვნული სპორტის აკადემია სპორტის უნივერსიტეტის პარტნიორია 2017 წლიდან და ორ უნივერსიტეტს აქტიურად ხორციელდება ERASMUS + პროგრამით გათვალისწინებული აქტივობები.