საქართველოს სპორტის
სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჩვენს შესახებ
მთავარი ჩვენს შესახებ ხედვა, მისია, ღირებულებები

ხედვა, მისია, ღირებულებები

ხედვა
საქართველოს სპორტის სახელმწიფო  უნივერსიტეტის (შემდგომში „უნივერსიტეტი“) 2026–2031 წლების სტრატეგიული ხედვა:

  • სასპორტო განათლების სფეროში აღიარება – უნივერსიტეტი გახდება აღიარებული საგანმანათლებლო დაწესებულება როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე, რაც განაპირობებს განათლების ხარისხს, მართვის ეფექტურობას, სამეცნიერო კვლევების განვითარებას და საზოგადოებრივ ჩართულობას.
  • პიროვნული და პროფესიული ზრდის ხელშეწყობა – უნივერსიტეტი შექმნის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის პიროვნული და პროფესიული ზრდის ხელშემწყობ გარემოს, რაც წვლილს შეიტანს საზოგადოებრივი ღირებულებების განვითარებასა და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის პრინციპების რეალიზებაში.
  • ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა – უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის განათლების ხელმისაწვდომობას, რაც დაფუძნებული იქნება სწავლების ინოვაციურ მეთოდებზე.
  • წვლილი საზოგადოების განვითარებაში – უნივერსიტეტი ყოველდღიური საქმიანობით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნისა და საზოგადოების სოციალური, კულტურული და ეკონომიკური მომავლის განვითარებაში, მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და ჯანსაღი ცხოვრების  წესის დამკვიდრებაში.

 

მისია 
„საქართველოში სამოყვარულო და პროფესიული სპორტის განვითარების ხელშეწყობა ფიზიკური აღზრდისა და სპორტული წვრთნის, სპორტის მენეჯმენტის, ფიტნესის,  ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის  სფეროში ღრმა კომპეტენციის მქონე სპეციალისტების მომზადების გზით, რისთვისაც იგი, როგორც ეროვნულ, ისევე საერთაშორისო დონეზე შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით, ახორციელებს აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებს და გამოყენებით სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, ხელს უწყობს სტუდენტების ჰარმონიულ განვითარებას და მათ სწრაფ ადაპტაციას შრომით ბაზარზე“.

უნივერსიტეტი სრულად აცნობიერებს სოციალური პასუხიმგებლობის მნიშვნელობას, მათ შორის მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებასა და სპორტის განვითარებას. 

 

ღირებულებები
უნივერსიტეტის საქმიანობა ეფუძნება ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომლებიც განსაზღვრავს მის მისიასა და სტრატეგიულ მიზნებს:

  • ავტონომიურობა-უნივერსიტეტი არის ავტონომიური საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც კანონის ფარგლებში დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტი-ლებებს თავისი ძირითადი საქმიანობის სრულყოფილად წარმართვისთვის;
  • ეროვნული იდენტობა და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობები – უნივერსიტეტი არის ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც იცავს ქართულ ტრადიციებსა და კულტურულ მემკვიდრეობას. ამავდროულად, იგი პატივს სცემს და იზიარებს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებსა და საერთაშორისო აკადემიურ სტანდარტებს.
  • აკადემიური თავისუფლება უნივერსიტეტი უზრუნველყოფს აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის, ასევე სტუდენტების აკადემიურ საქმიანობასთან დაკავშირებული არჩევანისა და მისი განხორციელების თავისუფლებას. ეს პრინციპი ხელს უწყობს შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებას.
  • სამართლიანობა – სპორტის უნივერსიტეტში მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, ყველა დაინტერესებული მხარის უფლებებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით, ეყრდნობა სამართლიან არგუმენტებს და გადაწყვეტილების მიღების ობიექტურ კრიტერიუმებს.
  • ინკლუზიურობა -პატივს სცემს თითოეული ადამიანის, როგორც ინდივიდის, უნიკალურ შესაძლებლობებსა და ფასეულობებს, ქმნის ინკლუზიურ სასწავლო გარემოს სხვადასხვა საჭიროების მქონე პირებისთვის, სადაც განათლება ყველასათვის განურჩევლად და თანაბარად ხელმისაწვდომია.
  • გამჭვირვალობა და ღიაობა – უნივერსიტეტი არის ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე. იგი პროაქტიულად აქვეყნებს ინფორმაციას თავისი საქმიანობის შესახებ და ღიაა ყველა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობისთვის.
  • მუდმივი განვითარება – უნივერსიტეტი ორიენტირებულია მუდმივ განახლებასა და წინსვლაზე. ის ხელს უწყობს საუნივერსიტეტო საზოგადოების თითოეული წევრის პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას.
  • ოლიმპიური და პარაოლიმპიური მოძრაობის პრინციპების ერთგულება -უნივერსიტეტი სრულად იზიარებს და ხელს უწყობს საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობის ქარტიითა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დებულებით განსაზღვრული პრინციპების გავრცელებასა და დანერგვას.
  • ინოვაცია – ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით ორიენტირებულია სასწავლო, სამეცნიერო სიახლეების, თანამედროვე მეთოდების, ახალი მიდგომების დანერგვასა და ინტერნაციონალიზაციაზე.
  • სოციალური პასუხისმგებლობა – პატივს სცემს დემოკრატიულ და ეთიკურ პრინციპებს, წვლილი შეაქვს სამოქალაქო საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებაში, სოციალური პასუხისმგებლობის, საზოგადოების საჭიროებებისა და მთელი სიცოცხლის განმავ-ლობაში სწავლის გათვალისწინებით.