საქართველოს სპორტის
სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჩვენს შესახებ
მთავარი ჩვენს შესახებ ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დებულება

ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დებულება

დებულება

დამტკიცებულია სსიპ – საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 26/09/2025 წლის სხდომის ოქმით N5

სსიპ საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დებულება თავი I
ზოგადი დებულებანი მუხლი 1. ფაკულტეტის სტატუსი

1. სსიპ – საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში –
„უნივერსიტეტი“) ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი (შემდგომში –
„ფაკულტეტი“) წარმოადგენს უნივერსიტეტის ძირითად სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციულ ერთეულს, რომელიც აკადემიური თავისუფლებისა და ინსტიტუციური ავტონომიის ფარგლებში ახორციელებს სასწავლო პროგრამებსა და კვლევებს აკადემიური უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამებზე ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის და სპორტის მიმართულებით, უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას შესაბამის სპეციალობებში და მათთვის სათანადო კვალიფიკაციის მინიჭებას.

2. ფაკულტეტის საქმიანობა ეფუძნება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას და წინამდებარე დებულებას.

3. ფაკულტეტის სამართლებრივი სტატუსი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებითა და წინამდებარე დებულებით.

4. ფაკულტეტს აქვს ფაკულტეტის ოფიციალური ბეჭედი და ბლანკი, რომლებსაც იყენებს ოფიციალური მიმოწერის დროს, საქართველოს კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის შიდასამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.

5. ფაკულტეტს აქვს უნივერსიტეტის ვებ-გვერდის ფარგლებში არსებული სპეციალური სივრცე.

6. ფაკულტეტის მისამართია: თბილისი, ———————————-

მუხლი 2. დებულების მოქმედების სფერო

1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს ფაკულტეტის სამართლებრივ სტატუსს, ძირითად ამოცანებს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს ფაკულტეტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2. ფაკულტეტის დებულება შესასრულებლად სავალდებულოა ფაკულტეტის ყველა სტრუქტურული ერთეულის, პერსონალისა და სტუდენტისათვის. ფაკულტეტის
დებულება მოქმედებს ნებისმიერი პირის მიმართ, რომელიც დაამყარებს სამართლებრივ ურთიერთობას ფაკულტეტთან, წინამდებარე დებულების ნორმებით განსაზღვრულ ან და ფაკულტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სხვა საკითხებზე.

მუხლი 3. ფაკულტეტის ამოცანები

ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ძირითადი ამოცანებია:
ა) თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი და ხელმისაწვდომი განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა; კონკურენტუნარიანი და მაღალკვალფიციური სპეციალისტების მომზადება სწავლების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე;
ბ) სტუდენტზე ორიენტირებული აკადემიური გარემოს შექმნა;
გ) აკადემიური უმაღლესი განათლების (ბაკალავრიატის და მაგისტრატურის) საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
დ) სტუდენტისა და პროფესორის პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა; ე) აკადემიური თავისუფლებისა კეთილსინდისიერბის დაცვა;
ვ) უნივერსიტეტის სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის წახალისება.
ზ) საქართველოსა და უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება;
თ) გამოყენებითი სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერა და წახალისება;
ი) სპორტის სფეროში ინოვაციური მიდგომების დანერგვა და მეცნიერული კვლევის შედეგების სასწავლო პროცესში ინტეგრირება.

თავი II
ფაკულტეტის სტრუქტურა და მართვა

მუხლი 4. ფაკულტეტის სტრუქტურა

1. ფაკულტეტის სტრუქტურა შედგება ფაკულტეტის მმართველი სუბიექტების ფაკულტეტის დეკანის, ფაკულტეტის დეკანის მოადგილის, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის, სასწავლო-სამეცნიერო ერთეულების (კათედრები) და დამხმარე სტრუქტურული ერთეულისაგან – დეკანატი (ადმინისტრაციული ოფისი).

2. დეკანატის თანამშრომლების რაოდენობა განისაზღვრება უნივერსიტეტის საშტატო განრიგით.

3. ფიზიკური მედიცინისა და რეაბილოტაციის ფაკულტეტის დეკანატის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უნივერსიტეტის კანცლერი დეკანის წარდგინებით. ისინი ანაგრიშვალდებულნი არიან დეკანის წინაშე. მათი ფუნქციები განსაზღვრულია მათი სამუშაო აღწერილობებით.

4. ფაკულტეტის დეკანატი უზრუნველყოფს:
ა) სტუდენტთა პირადი საქმის შექმნას; ბ) სტატისტიკის წარმოებას;
გ) სტუდენტთა მონაცემების შეტანას ელექტრონულ ბაზაში და მის სისტემატურ განახლებას;
დ) სიების, უწყისების და სტუდენტთა მობილობის შესახებ ინფორმაციის წარმოებას;
ე) სტუდენტებისათვის ცნობებისა და სხვა სახის ინფორმაციის (აკადემიური მოსწრების შესახებ და სხვა) გაცემას;
ვ) საგამოცდო უწყისების გაცემას/მიღებას/დამუშავებას;
ზ) დამამთავრებელი კურსების მონაცემების გადამოწმებას აკადემიური ხარისხის მინიჭების ბრძანების მოსამზადებლად და დანართის შესავსებად;
თ) საგამოცდო პერიოდში სტუდენტის აკადემიურ და ფინანსურ დავალიანებაზე კონტროლის განხორციელებას;
ი) სტუდენტთა პირადი საქმეების და სხვა დოკუმენტაციის სისტემატურ აღრიცხვას, საარქივო მასალის არქივისთვის გადაცემას;
კ) სხვა მითითებებისა და დავალებების შესრულებას.

5. ახალი სტრუქტურული ერთეულების შექმნის ან არსებულის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ფაკულტეტის საბჭო, რაც აისახება ფაკულტეტის დებულების ან მისი ცვლილების პროექტში, რომელიც დასამტკიცებლად წარედგინება უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს მოქმედი კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის შიდასამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.

6. ფაკულტეტზე მოქმედებს სტუდენტური თვითმმართველობა.

მუხლი 5. ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულის მართვა

1. ფაკულტეტის თითოეული სტრუქტურული ერთეული პასუხისმგებელია თავისი კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობასა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

2. ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეული თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, უნივერსიტეტში მოქმედი სამართლებრივი აქტებისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად.

3. სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელობა გულისხმობს პასუხისმგებლობას სტრუქტურულ ერთეულში შემავალი ყველა თანამშრომლის კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან და უნივერსიტეტში მოქმედ სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაზე.

4. ფაკულტეტის ყველა თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას უნივერსიტეტში მოქმედი სამართლებრივი აქტები და შეასრულოს, მასზე, ამ დებულებით და უნივერსიტეტის სხვა შესაბამისი შიდასამართლებრივი აქტებით, საკუთარი სამუშაოთა აღწერილობითა და შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული, კომპეტენციის შესაბამისი უფლება- მოვალეობები.

5. ფაკულტეტის ადმინისტრაციულ ოფისში შემავალი სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები, უფლებამოსილებები და ვალდებულებები განისაზღვრება წინამდებარე დებულებით, მათი სამუშაო აღწერილობებითა და შრომითი ხელშეკრულებით.

თავი III
ფაკულტეტის მართვის ორგანოები მუხლი 6. მართვის ორგანოები
ფაკულტეტის მართვის ორგანოებია (მმართველი სუბიექტები):
ა) ფაკულტეტის საბჭო; ბ) ფაკულტეტის დეკანი;
გ) ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

მუხლი 7. ფაკულტეტის საბჭო

1. ფაკულტეტის საბჭო არის ფაკულტეტის კოლეგიური, წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის შემადგენლობაში შედის: ფაკულტეტის დეკანი, ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები.

2. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა შეადგენს საბჭოს შემადგენლობის ¼-ს.

3. ფაკულტეტის საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია: ა) აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება;
ბ) სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელი სტუდენტის სტატუსის შეჩერება/შეწყვეტა;
გ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
დ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

მუხლი 8. ფაკულტეტის საბჭოს უფლებმოსილება ფაკულტეტის საბჭო:

ა) განსაზღვრავს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს ფაკულტეტის ხარჯების (ბიუჯეტის) პროექტს;
ბ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის დეკანს;
გ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმის, საგანმანათლებლო პროგრამების, აგრეთვე მათში ცვლილებ(ებ)ის პროექტებს;

დ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
ე) ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს;
ვ) შეიმუშავებს მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარების წესს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
ზ) განსაზღვრავს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნით სპეციალობ(ებ)ის ჩამონათვალს საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების ფარგლებში;
თ) სასწავლო წლის დასაწყისში განსაზღვრავს საგამოცდო საგნების კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდისათვის;
ი) სასწავლო წლის დასაწყისში აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას;
კ) აკადემიურ საბჭოს წარუდგენს მინიმალურ კომპეტენციის ზღვარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში;
ლ) წარდგინებით მიმართავს აკადემიურ საბჭოს საპატიო დოქტორის, ემერიტუსის წოდების და საფაკულტეტო მედლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად; მ) რექტორს მიმართავს დასაბუთებული წარდგინებით აკადემიური პერსონალის მიერ სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულებით სარგებლობის შესახებ;
ნ) წყვეტს სტუდენტის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს, მის მიერ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, შინაგანაწესის, ეთიკის კოდექსისა თუ უნივერსიტეტის სხვა შესაბამისი შიდასამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში;
ო) უფლებამოსილია დეკანის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, დეკანისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და 8 დეკანისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, ფაკულტეტის საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. დეკანი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას;
პ) დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში თავისი შემადგენლობიდან ნიშნავს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს;
ჟ) მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით განსაზღვრული წესით იღებს გადაწყვეტილებას ცენტრების, ლაბორატორიებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა სტრუქტურული ერთეულების შექმნის შესახებ და ამტკიცებს მათ დებულებას.
რ) უფლებამოსილია კონკრეტული საკითხის შესასწავლად შექმნას სპეციალური კომისიები, სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით;

ს) იღებს გადაწყვეტილებას აკადემიური უმაღლესი განათლების საფეხურების – ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის – დამთავრებისას პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე;
ტ) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას.

მუხლი 9. ფაკულტეტის საბჭოს სხდომის ჩატარების წესი და საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა

1. ფაკულტეტის საბჭო, როგორც წესი, იკრიბება თვეში ერთხელ ან საჭიროებისამებრ. ფაკულტეტის საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება აქვს ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარეს საკუთარი ინიციატივით ან ფაკულტეტის საბჭოს წევრების სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით.

2. ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარეობს და სხდომებს წარმართავს ფაკულტეტის დეკანი (დეკანის არარსებობის შემთხვევაში დეკანის მოვალეობის შემსრულებელი. დეკანის და დეკანის არარსებობის პირობებში, მისი მოვალეობის შემსრულებლის არყოფნის შემთხვევაში ფაკულტეტის საბჭოს სხდომის თავმჯდომარეს ირჩევს ფაკულტეტის საბჭო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილებები მიიღება ღია კენჭისყრით თუ კანონმდებლობით ან უნივერსიტეტის წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით და სათანადო დასაბუთებით, დასაშვებია ფარული კენჭისყრის ჩატარება.

4. ფაკულტეტის საბჭო პირველ სხდომაზე საბჭოს წევრი აკადემიური პერსონალის შემადგენლობიდან ღია კენჭისყრით ირჩევს ფაკულტეტის საბჭოს მდივანს. ფაკულტეტის საბჭოს მდივნის ფუნქციაა ფაკულტეტის საბჭოს საქმისწარმოების ორგანიზება. ფაკულტეტის საბჭოს მდივნის სხდომაზე არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქციას ასრულებს ფაკულტეტის საბჭოს მიერ დამსწრეთა უმრავლესობით არჩეული საბჭოს წევრი აკადემიური პერსონალის შემადგენლობიდან.

5. ფაკულტეტის საბჭოს მდივანი დეკანის მითითებით ამზადებს ფაკულტეტის საბჭოს სხდომის დღის წესრიგის პროექტს, რომელსაც წინასწარ არაუგვიანეს 2 კალენდარული დღით ადრე აცნობს ფაკულტეტის საბჭოს წევრებს. ფაკულტეტის საბჭოს მდივანი ასევე უზრუნველყოფს საჯარო გაცნობისათვის ფაკულტეტის შენობაში დღის წესრიგის განთავსებას საჯარო სივრცეში, ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას.

6. ფაკულტეტის საბჭოს წევრები უფლებამოსილნი არიან დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეიტანონ განსახილველი საკითხი, რის შესახებაც უნდა აცნობონ ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარესა და მდივანს სხდომის ჩატარებამდე, გონივრულ ვადაში.

7. ფაკულტეტის საბჭო სხდომის დაწყებისთანავე ამტკიცებს დღის წესრიგს ღია კენჭისყრით.

8. ფაკულტეტის საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ფაკულტეტის საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სხდომის გახსნის წინ ხდება წევრთა
რეგისტრაცია ფაკულტეტის საბჭოს მდივანთან. რეგისტრაციის მონაცემები თან ერთვის სხდომის ოქმს და წარმოადგენს ოქმის განუყოფელ ნაწილს.

9. ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი თუ კანონმდებლობით ან უნივერსიტეტის წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ფაკულტეტის საბჭოს თითოეული წევრი სარგებლობს ერთი ხმის უფლებით. ფაკულტეტის საბჭოს წევრს არ აქვს ხმის მიცემისაგან თავის შეკავების უფლება.

10. ფაკულტეტის საბჭოს ყველა სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს/სხდომის თავმჯდომარე და მდივანი. ფაკულტეტის საბჭოს სხდომის ოქმი უნდა განთავსდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდის ფაკულტეტისათვის გათვალისწინებულ სივრცეში.

11. ოქმი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) სხდომის თარიღი, დრო და ადგილი;
ბ) სხდომაზე გამოცხადებულ ფაკულტეტის საბჭოს წევრთა რაოდენობა; გ) დღის წესრიგი;
დ) სიტყვით გამომსვლელთა ვინაობა და ტექსტის მოკლე შინაარსი; ე) კენჭისყრის შედეგები;
ვ) მიღებული გადაწყვეტილება.

მუხლი 10. ფაკულტეტის დეკანის არჩევის წესი

1. ფაკულტეტს ხელმძღვანელობს და მესამე პირებთან ურთიერთობებში წარმოადგენს ფაკულტეტის დეკანი.

2. დეკანის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.

3. ფაკულტეტის საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის დეკანს 4 წლის ვადით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. თუ ვერც ერთმა პრეტენდენტმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში პირველი და მეორე საუკეთესო შედეგის მქონე პრეტენდენტი. თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არაუგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი. საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებულ საკითხებს ადგენს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.

4. დეკანის არჩევის მიზნით გამართულ ფაკულტეტის საბჭოს სხდომას ხსნის ასარჩევი კანდიდატის სტატუსის არმქონე ფაკულტეტის საბჭოს უხუცესი წევრი. ფაკულტეტის საბჭო ღია კენჭისყრით ირჩევს სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც უზრუნველყოფს ფაკულტეტის საბჭოს სხდომის მიმდინარეობის ფორმალურ და ორგანიზაციულ გამართულობას, გარდა დეკანის არჩევის პროცედურების უზრუნველყოფისა.

5. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ფაკულტეტის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე. რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ
10 სამუშაო დღისა. არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ 2 კვირისა და არაუმეტეს სამი კვირისა. საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებულ საკითხებს ადგენს აკადემიური საბჭო. განცხადება უნდა გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე განთავსდეს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე, მათ შორის შესაბამის ფაკულტეტზე.

6. დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე დეკანის ვერარჩევის შემთხვევაში ფაკულტეტის საბჭო 14 დღის ვადაში, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს არაუმეტეს 6 თვის ვადით. ერთი და იგივე პირი დეკანის მოვალეობის შემსრულებლად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ.

მუხლი 11. ფაკულტეტის დეკანის უფლებამოსილებები

1. ფაკულტეტის დეკანი:
ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას;
ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
გ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოს, ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებებისა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების შესრულებაზე;
ე) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს;
ვ) უნივერსიტეტის რექტორს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს დეკანის მოადგილის კანდიდატურებს;
ზ) უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს ფაკულტეტის პერსონალს;
თ) უნივერსიტეტის რექტორს წარუდგენს აკადემიური თანამდებობების ნუსხის პროექტს; ი) პასუხისმგებელია ფაკულტეტის ხარჯების (ბიუჯეტის) მიზნობრივ გამოყენებაზე;
კ) კოორდინირებას უწევს და ხელმძღვანელობს დეკანის (ადმინისტრაციულ) ოფისს; ლ) ამტკიცებს საატესტაციო და კრედიტების აღიარების კომისიების შემადგენლობას;
მ) ახორციელებს უნივერსიტეტის წესდებით და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

2. დეკანი, თავისი კომპეტენციის შესაბამისად ინდივიდუალური საკითხების გადასაწყვეტად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს ბრძანებებს, რომლითაც რეგულირდება ფაკულტეტის ფარგლებში სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი საკითხი.

3. ფაკულტეტის ან უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, დეკანისათვის სამუშაო ადგილის დროებით შეცვლის (მივლინება), ასევე შვებულების მიცემის გადაწყვეტილებას იღებს რექტორი, რაც ფორმდება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით.

4. დეკანის მიერ თავისი უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში, დეკანის მოვალეობის შემსრულებლის განსაზღვრის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის არარსებობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ავტომატურად ასრულებს დეკანის მოადგილე (გარდა ფაკულტეტის საბჭოს სხდომების თავმჯდომარეობისა).

მუხლი 12. დეკანის მოადგილე

1. დეკანს ჰყავს მოადგილე სასწავლო და სამეცნიერო სფეროში.

2. ფაკულტეტის დეკანის მოადგილის თანამდებობის დაკავების უფლება აქვს ფაკულტეტის პროფესორს ან ასოცირებულ პროფესორს.

3. დეკანის მოადგილეს დეკანის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი.

4. დეკანის მოადგილე უზრუნველყოფს:
ა) სასწავლო პროცესის წარმართვას, სასწავლო პროცესის განრიგისა და აკადემიური პერსონალის დატვირთვების მონიტორინგს;
ბ) ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზებას, სტუდენტთა სამეცნიერო კვლევით საქმიანობის ხელმძღვანელობას, მათ შორის საფაკულტეტო კონფერენციების ორგანიზებას;
გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დეკანის დავალებების შესრულებას.

მუხლი 13. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

1. ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე, აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შიდა შეფასების მიზნით, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მუდმივი განვითარებისათვის იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უფლებამოსილია ითანამშრომლოს საზღვარგარეთის ქვეყნებთან და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.

3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და სხვა) გამოყენების გზით და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას.

4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ახორციელებს ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულებთან კომუნიკაციას, რომელიც გულისხმობს ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაში მათ მონაწილეობას და სხვ.

5. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური წარმოადგენს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ერთიანი საუნივერსიტეტო სისტემის ნაწილს.

6. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წინაშე;

7. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისათვის წასაყენებელ მოთხოვნებს განსაზღვრავს ფაკულტეტის საბჭო. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის არჩევნები რეგულირდება უნივერსიტეტში მოქმედი შესაბამისი წესით.

8. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური თავისი საქმიანობის შესახებ ანგარიშს წელიწადში ერთხელ წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს.

მუხლი 14. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი

1. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც 4 წლის ვადით, ღია კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის ნახევზე მეტით ირჩევს ფაკულტეტის საბჭო.

2. სამსახურის უფროსი:
ა) პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის თანამშრომლებს შორის;
გ) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადებასა და წარდგენას ფაკულტეტის საბჭოს წინაშე;
დ) ახორციელებს უნივერსიტეტის წესდებით, წინამდებარე დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისათვის წასაყენებელ მოთხოვნებს განსაზღვრავს უნივერსიტეტი.

თავი IV

სასწავლო-სამეცნიერო და დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულები

მუხლი 15. კათედრა

1. სასწავლო-სამეცნიერო ერთეულები (კათედრები) ორგანიზებას უწევენ და ახორციელებენ საგანმანათლებლო პროგრამებს და კვლევებს ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის, ასევე სასპორტო მიმართულებით.

2. კათედრა წარმოადგენს პროგრამის ან მომიჯნავე, მონათესავე ერთმანეთთან მჭიდრო საგანმანათლებლო-სამეცნიერო კავშირში მყოფი პროგრამების განხორციელებისთვის აუცილებელი ადამიანური, ტექნიკური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო რესურსების ერთობლიობას.

3. ფაკულტეტის შემადგენლობაში შედის შემდეგი სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულები (კათედრები):
ა) ბიომექანიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების კათედრა; გ) სპორტული მედიცინისა და კინეზოლოგიის კათედრა;
დ) ქართული და უცხო ენების კათედრა;
ე) ადამიანის ანატომიის, ფიზიოლოგიის, ბიოლოგიისა და ბიოქიმიის კათედრა.

4. კათედრის შექმნისა და გაუქმების შესახებ არგუმენტირებული ინიციატივა შეიძლება გამოთქვას ფაკულტეტის დეკანმა/ფაკულტეტის საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/3-მა. კათედრის შექმნისა და გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ფაკულტეტის საბჭო, რაც აისახება ფაკულტეტის დებულების/დებულების ცვლილების პროექტში და კანონმდებლობით დადგენილი წესით დასამტკიცებლად წარედგინება უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.

5. კათედრა შედგება სულ მცირე 4 წევრისგან.

6. კათედრის სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება კათედრის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი, გადაწყვეტილება მიიღება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა ნახევარზე მეტი. კათედრაზე კენჭისყრა არის ღია, კათედრის წევრთა გადაწყვეტილებით დასაშვებია გადაწყვეტილების მისაღებად ფარული კენჭისყრის ჩატარება. კათედრის თითოეული წევრი სარგებლობს ერთი ხმის უფლებით, თუ წინამდებარე დებულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. კათედრის წევრს არ აქვს ხმის მიცემისაგან თავის შეკავების უფლება.

7. კათედრას ხელმღვანელობს პროფესორი, რომელიც აირჩევა კათედრის პირველ სხდომაზე. კათედრის პირველ სხდომად მიიჩნევა კათედრის შექმნიდან ან უახლოესი აკადემიური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის შემდეგ დანიშნული სხდომა. კათედრის ხელმძღვანელი უზრუნველყოფს კათედრის ფუნქციონირებას და საქმიანობის წარმართვას ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმის შესაბამისად.

8. იმ შემთხვევაში თუ კათედრის შემადგენლობაში შედის მხოლოდ ერთი პროფესორი, ის ავტომატურად ხდება კათედრის ხელმძღვანელი, თუ ორი ან ორზე მეტი პროფესორია კათედრაზე ტარდება კენჭისყრა. არჩეულად ჩაითვლება პირი რომელიც მიიღებს ხმების უმრავლესობას. კანდიდატებს შორის ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში ტარდება განმეორებითი კენჭისყრა. განმეორებით კენჭისყრაში მონაწილეობენ ის კანდიდატები, რომლებმაც დააგროვეს ხმათა ყველაზე მეტი და თანაბარი რაოდენობა. თუ განმეორებით კენჭისყრაშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული ხმების თანაბრად გაყოფის გამო, გადაწყვეტილებას განმეორებით კენჭისყრაში მონაწილე პირთაგან კათედრის ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ იღებს ფაკულტეტის დეკანი და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

9. ასოცირებული პროფესორი კათედრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად შეიძლება აირჩეს კათედრაზე პროფესორის არარსებობის შემთხვევაში, შესაბამის კათედრაზე პროფესორის არჩევამდე, არაუმეტეს 12 თვემდე ვადით.

10. კათედრის სხდომებს თავმჯდომარეობს კათედრის ხელმძღვანელი. მისი არყოფნის შემთხვევაში კათედრის სხდომის თავმჯდომარის ფუნქციას ასრულებს კათედრის მიერ ღია კენჭისყრით კათედრის შემადგენლობიდან არჩეული პროფესორი, ასეთის არარსებობის შემთხვევაში ასოცირებული პროფესორი.

11. კათედრის თითოეული სხდომის შესახებ ოქმს აწარმოებს სხდომის მდივანი, რომელიც აირჩევა კათედრის შემადგენლობიდან ან პროფესორის ასისტენტი, რომელსაც შესაბამისი გადაწყვეტილებით კათედრა ავალებს სხდომის მდივნობას.

მუხლი 16. საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი

1. საგანმანათლებლო პროგრამა (კურიკულუმი) არის უმაღლესი განათლების კვალიფიკაციის მისაღებად აუცილებელი სასწავლო კურსების/მოდულების ერთობლიობა, რომელშიც მოცემულია პროგრამის მიზნები, სწავლის შედეგები, სასწავლო კურსები/მოდულები შესაბამისი კრედიტებით, სტუდენტთა შეფასების სისტემა და სასწავლო პროცესის ორგანიზების თავისებურებები.

2. ფაკულტეტზე მოქმედებს საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები.

3. პროგრამას შეიძლება ჰყავდეს ერთი ან რამდენიმე ხელმძღვანელი. პროგრამის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს ფაკულტეტის შესაბამისი დარგის პროფესორი, ასოცირებული პროფესორი.

4. პროგრამას შეიძლება უხელმძღვანელოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოწვეულმა პირმა. გადაწყვეტილება პროგრამის ხელმძღვანელის მოწვევის შესახებ უნდა მიიღოს ფაკულტეტის საბჭომ შესაბამისი წარდგინების საფუძველზე, რომელშიც უნდა დასაბუთდეს პროგრამის ხელმძღვანელის მოწვევის აუცილებლობა. ასეთ შემთხვევაში მოწვეულ პირთან ერთად პროგრამას ასევე უნდა უხელმძღვანელოს ფაკულტეტის პროფესორმა ან ასოცირებულმა პროფესორმა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აკადემიური საბჭო ფაკულტეტის საბჭოს წარდგინების საფუძველზე სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

5. პროგრამის ხელმძღვანელები პასუხისმგებლები არიან სილაბუსების ხარისხსა და ზოგადად ხარისხის სტანდარტებთან პროგრამის შესაბამისობაზე.

თავი V

ფაკულტეტის ხარჯები (ბიუჯეტი) და ფინანსები მუხლი 17. ფაკულტეტის ხარჯები (ბიუჯეტი)

1. ფაკულტეტის ხარჯები (ბიუჯეტი) წარმოადგენს უნივერსიტეტის ბიუჯეტის შემადგენელ ნაწილს.

2. ფაკულტეტი ხარჯების (ბიუჯეტის) შემუშავებაში მონაწილეობს უნივერსიტეტის წესდებითა და წინამდებარე დებულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

მუხლი 18. ფაკულტეტის ფინანსები

ფაკულტეტი მიერ მოზიდული ფინანსებისა და მის განკარგულებაში არსებული ქონების ფლობასა და სარგებლობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს, ფაკულტეტის
წარდგინებით წყვეტს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მოქმედი კანონმდებლობითა უნივერსიტეტის შიდასამართლებრივი აქტებით განსაზღვრული წესით.

თავი VI
ფაკულტეტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი მუხლი 19. დებულების მიღების, გაუქმების, მასში ცვლილებებისა და დამატებების
შეტანის წესი

1. ფაკულტეტის საბჭო დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.

2. ფაკულტეტის დებულების მიღება, გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.