საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის
ბრძანება №01/745
2013 წლის 15 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის
წესდების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სპორტის მინისტრის 2025 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №1 – ვებგვერდი, 14.08.2025წ.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 8
5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, „საჯარო
სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და
„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო
უნივერსიტეტის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №64
დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
საქართველოს სპორტის მინისტრის 2025 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №1 – ვებგვერდი, 14.08.2025წ.
მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სპორტის სახელმწიფო
უნივერსიტეტის თანდართული წესდება.
საქართველოს სპორტის მინისტრის 2025 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №1 – ვებგვერდი, 14.08.2025წ.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სპორტისა და ახალგაზრდობის
საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი
დანართი
საქართველოს სპორტის მინისტრის 2025 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №1 – ვებგვერდი, 14.08.2025წ.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის
წესდება
თავი I
ზოგადი დებულებები
წესდების რეგულირების სფერო
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი
(შემდგომ − უნივერსიტეტი) ავტონომიური დაწესებულებაა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს
უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვა. იგი ახორციელებს აკადემიური უმაღლესი
განათლების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებს და პროფესიულ
საგანმანათლებლო პროგრამებს.
2. უნივერსიტეტის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლებრივ
ნორმებს, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს სხვა საკანონმდებლო
და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებსა და ამ წესდებას.
3. უნივერსიტეტის სრული სახელწოდებაა, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „საქართველოს
სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, ხოლო შემოკლებით – სსსუ; ლათინური ტრანსკრიფციაა −
„GEORGIAN STATE UNIVERSITY OF SPORT“, შემოკლებით − „GSUS“.
4. უნივერსიტეტს აქვს საანგარიშსწორებო და სავალუტო ანგარიშები საბანკო დაწესებულებაში,
ოფიციალური ვებგვერდი, გერბი, მრგვალი ბეჭედი და იურიდიული პირისათვის დადგენილი სხვა
ატრიბუტიკა.
http://www.matsne.gov.ge 04003000022055016031
5. უნივერსიტეტში სწავლების ენა არის ქართული (სხვა ენაზე სწავლება, გარდა ინდივიდუალური
სასწავლო კურსებისა, დაშვებულია, თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო
ხელშეკრულებით ან შეთანხმებულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
სამინისტროსთან).
6. უნივერსიტეტი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და
შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
7. უნივერსიტეტი თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე
და მის ფარგლებს გარეთ.
8. უნივერსიტეტის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №76.
მუხლი 2. უნივერსიტეტის მიზნები და საქმიანობა
1. უნივერსიტეტის ძირითადი მიზნებია:
ა) საქართველოში პროფესიული სპორტის განვითარების ხელშეწყობა, ქართული და მსოფლიო
კულტურის ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე
ორიენტირება;
ბ) პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების მიღების,
კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება;
გ) პიროვნული პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება, თანამედროვე
მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების მომზადება, შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე
უმაღლესი განათლების მქონე პირთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა, სტუდენტთა და
ფართო საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების შეთავაზება
დაინტერესებული პირებისათვის;
დ) საუნივერსიტეტო განათლებისა და კვლევითი პოტენციალის განვითარება;
ე) უნივერსიტეტში აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის
საგანმანათლებლო პროგრამების, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, უწყვეტი
განათლების, სხვა პროგრამებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა;
ვ) უნივერსიტეტის ინტეგრაცია ევროპულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში;
ზ) საქართველოსა და უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივი
საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება;
თ) სტუდენტზე ორიენტირებული საუნივერსიტეტო გარემოს შექმნა;
ი) პერსონალის პროფესიული განვითარება;
კ) აკადემიური თავისუფლების დაცვა;
ლ) სტუდენტისა და აკადემიური პერსონალის პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
მ) ცოდნის გენერირება და გადაცემა, კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება;
ნ) უნივერსიტეტის სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის წახალისება.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად უნივერსიტეტი:
ა) ამზადებს პიროვნებას ისეთი პროფესიული მოღვაწეობისათვის, რომელიც მოითხოვს აკადემიური
და სამეცნიერო ცოდნის გამოყენებას;
http://www.matsne.gov.ge 04003000022055016031
ბ) ზრუნავს თავისი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე;
გ) ხელს უწყობს სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას;
დ) ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტთათვის სწავლის პირობების
შესაქმნელად;
ე) თანამშრომლობს საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით
დაწესებულებებთან;
ვ) ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო
დაწესებულებებთან სტუდენტთა და პროფესორთა ურთიერთგაცვლას;
ზ) დადგენილი წესით მონაწილეობს სახელმწიფო ან/და სხვა სახის პროგრამების განხორციელებაში;
თ) ემსახურება მეცნიერების განვითარებას სწავლის, სწავლებისა და პროფესიული განვითარების
მეშვეობით თავისუფალ, დემოკრატიულ და სოციალურ სამართლებრივ გარემოში;
ი) ანიჭებს შესაბამის აკადემიურ ხარისხს (ხარისხებს) და კვალიფიკაციას;
კ) უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასა და ღიაობას, აკადემიურ
თავისუფლებას, აკადემიური პერსონალის და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებისა
და მისი შესრულების კონტროლის პროცესში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის
და ამ დაწესებულებაში კონკურსების საჯაროობასა და გამჭვირვალობას, უმაღლესი განათლების
სფეროში ყოველგვარი დისკრიმინაციის აკრძალვას, მათ შორის, აკადემიური, ეთნიკური, სოციალური
ან რელიგიური კუთვნილების ან/და შეხედულების, სქესისა და სხვა ნიშნით;
ლ) უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ მუხლის პირველი
პუნქტით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას;
მ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 3. უნივერსიტეტის სტატუსი და სახელმწიფო კონტროლი
უნივერსიტეტი დაფუძნებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით,
რომლის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს, ამ წესდებითა და კანონმდებლობით დადგენილი
წესით, ახორციელებს საქართველოს სპორტის სამინისტრო.
თავი II. სტრუქტურა და მართვა
მუხლი 4. უნივერსიტეტის სტრუქტურა
1. უნივერსიტეტის სტრუქტურა შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების –
ფაკულტეტებისაგან, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან:
რექტორის აპარატისაგან, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატის, კანცელარიის, მართვის
ორგანოების სამდივნოს და სხვა სტრუქტურული ერთეულებისაგან.
2. ფაკულტეტი წარმოადგენს უნივერსიტეტის ძირითად სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციულ
ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში მომზადებას და
მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას. ფაკულტეტის შემადგენლობაში შედის სასწავლო,
სამეცნიერო-კვლევითი და დამხმარე სტრუქტურული ერთეულები.
3. უნივერსიტეტის დამხმარე სტრუქტურული ერთეულების მიზანია უნივერსიტეტის
ადმინისტრირებისათვის აუცილებელი საქმიანობის განხორციელება და საგანმანათლებლო
საქმიანობის ხელშეწყობა.
http://www.matsne.gov.ge 04003000022055016031
4. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს საუნივერსიტეტო განათლებისა და სამეცნიერო
კვლევის პროცესის მხარდაჭერას, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის ბიბლიოთეკის
ფონდებში დაცულ და თანამედროვე საბიბლიოთეკო მოთხოვნის შესაბამისად განთავსებულ
საბიბლიოთეკო დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობას, უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო
მოთხოვნათა შესაბამისად ბიბლიოთეკის ფონდების ჩამოყალიბებას, საბიბლიოთეკო ერთეულების
აღრიცხვას, კატალოგიზაციას, კლასიფიკაციას და მათ დაცვას.
5. გადაწყვეტილებას დამხმარე სტრუქტურული ერთეულების შექმნისა და გაუქმების შესახებ იღებს
აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
6. გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის ფაკულტეტების შექმნის, რეორგანიზაციის და გაუქმების შესახებ
იღებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს მონაწილეობით.
მუხლი 5. უნივერსიტეტის მართვის ორგანოები
1. უნივერსიტეტის მართვის ორგანოებია (მმართველი სუბიექტებია):
ა) აკადემიური საბჭო;
ბ) წარმომადგენლობითი საბჭო;
გ) რექტორი;
დ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი);
ე) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
2. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია:
ა) ფაკულტეტის საბჭო;
ბ) დეკანი;
გ) ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
3. უნივერსიტეტის მართვის ორგანოების არჩევნებს წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ
დამტკიცებული წესის შესაბამისად ატარებს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია, რომლის შექმნის წესი
და უფლებამოსილებები განისაზღვრება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ.
მუხლი 6. უნივერსიტეტის მართვის პრინციპები
1. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს:
ა) უნივერსიტეტის გადაწყვეტილებების, უნივერსიტეტის მართვის ორგანოების ანგარიშებისა და
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროობას და ხელმისაწვდომობას
ყველა დაინტერესებული პირისათვის;
ბ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებას;
გ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღებასა და მათი
შესრულების კონტროლის პროცესში;
დ) თანასწორ მოპყრობას განურჩევლად პირის ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, სოციალური
წარმოშობისა, პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებებისა და სხვა;
ე) უნივერსიტეტში არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, კონკურსების საჯაროობას.
http://www.matsne.gov.ge 04003000022055016031
2. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ
პრინციპების შემზღუდავი ნორმები.
მუხლი 7. აკადემიური საბჭო
1. უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა აკადემიური საბჭო, რომლის წევრებიც
აირჩევიან ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ
სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით
პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. აკადემიური
საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედის რექტორი.
2. აკადემიური საბჭოს წევრი აირჩევა 4 წლის ვადით.
3. უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში თითოეულ ფაკულტეტს ჰყავს 3 წარმომადგენელი.
4. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი ან/და ასოცირებული პროფესორი. აკადემიური
საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
5. სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული
თანამდებობის დაკავების შემთხვევაში აკადემიური საბჭოს წევრს უწყდება აკადემიური საბჭოს
წევრობა.
6. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) უნივერსიტეტთან მისი შესაბამისი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა;
ბ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ
სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
გ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
დ) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული
თანამდებობის დაკავება;
ე) შესაბამისი ფაკულტეტის პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე
შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა;
ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.
7. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ვაკანტურ
ადგილზე შესაძლებელია ჩატარდეს არჩევნები. ვაკანტურ ადგილზე პირი აირჩევა აკადემიური საბჭოს
უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი უფლებამოსილების ვადით.
მუხლი 8. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება
1. კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ამ წესდებით განსაზღვრული მიზნების
განსახორციელებლად, აკადემიური საბჭო:
ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას;
ბ) ფაკულტეტის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამებს;
გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და
პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობისა
და ინტეგრირებული სწავლების პროგრამების შექმნას;
დ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი
http://www.matsne.gov.ge 04003000022055016031
შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს – რექტორს;
ე) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის
ხელმძღვანელის კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატურას;
ვ) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის
ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოტივირებულ წინადადებას;
ზ) წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში;
თ) მონაწილეობს უნივერსიტეტის წესდების, სტრუქტურული ერთეულების დებულებების,
ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიური ანგარიშის წარმომადგენლობით საბჭოში
განხილვაში;
ი) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის,
აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;
კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით ამტკიცებს სამაგისტრო
გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ
სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;
ლ) აწესებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით
გათვალისწინებულ გამოცდაში ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;
მ) ადგენს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარების, ასევე ერთი
კვალიფიკაციის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების სხვა კვალიფიკაციის მიზნებისთვის
აღიარების წესს;
ნ) წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის ხარისხის
უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურას;
ო) ადგენს აკადემიური პერსონალის, მასწავლებელთა და აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის
დაკავების გარეშე სასწავლო პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით
შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოწვეულ სპეციალისტთა სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის
ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით
საბჭოს;
პ) წლიურ ანგარიშს წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
ჟ) ირჩევს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს;
რ) უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და
სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს;
ს) შეიმუშავებს და წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის
სიმბოლიკას;
ტ) ფაკულტეტის წარდგინების საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას საპატიო დოქტორის წოდების
მინიჭების შესახებ;
უ) იღებს გადაწყვეტილებებს ფაკულტეტების შექმნის, რეორგანიზაციისა და გაუქმების შესახებ და
დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
ფ) იღებს გადაწყვეტილებას რექტორის სათათბირო ორგანოების შექმნისა და მათი რეგლამენტის
http://www.matsne.gov.ge 04003000022055016031
დამტკიცების შესახებ;
ქ) განსაზღვრავს აკადემიური პერსონალის დატვირთვის ზღვრულ ოდენობას და დასამტკიცებლად
წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
ღ) ამტკიცებს სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესს;
ყ) იღებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულებას და დასამტკიცებლად
წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
შ) ქმნის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევ საკონკურსო კომისიებს, ამტკიცებს მათ
შემადგენლობასა და კომისიის მუშაობის შედეგებს;
ჩ) აწესებს უნივერსიტეტის მედლებს, ჯილდოებსა და პრემიებს, ამტკიცებს მათი მიღების პირობებსა
და წესს;
ც) შეიმუშავებს კრიტერიუმებს უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე
ყოფილი თანამშრომლისთვის, რომელსაც უნივერსიტეტში ეკავა აკადემიური ან სამეცნიერო
თანამდებობა, საკუთარი ბიუჯეტიდან (უნივერსიტეტის მიერ ეკონომიკური საქმიანობით მიღებული
შემოსავლებიდან, გარდა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასურის
სახით მიღებული თანხებისა) ანაზღაურების გაცემის მიზნით;
ძ) უნივერსიტეტის რექტორის წარდგინებით ამტკიცებს „უნივერსიტეტის პროფესორის ატესტაციის
ჩატარების წესს“;
წ) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა
უფლებამოსილებას.
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღება
დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მის მისაღებად აუცილებელია
უნივერსიტეტის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ფინანსური და
სამართლებრივი დასაბუთების არსებობა.
3. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, რექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის,
რექტორისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და რექტორისათვის
შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ
1/3-ის მოთხოვნით განიხილოს რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი.
გადაწყვეტილება რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული
კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. რექტორი ამ პუნქტით გათვალისწინებულ
კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს
სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.
4. აკადემიური საბჭოს სხდომა მოიწვევა რექტორის ინიციატივით ან აკადემიური საბჭოს წევრების
არანაკლებ 1/3-ის მიერ.
5. რექტორს აკადემიური საბჭოს წევრობა უწყდება რექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის
შემთხვევაში.
მუხლი 9. აკადემიური საბჭოს სხდომების ჩატარების წესი
1. ახლად არჩეული აკადემიური საბჭოს პირველ სხდომაზე არჩეულ წევრთა უფლებამოსილების
დადასტურება ხდება იმავე მოთხოვნების დაცვით, რაც დადგენილია უნივერსიტეტის
წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის.
2. აკადემიურ საბჭოს თავმჯდომარეობს უნივერსიტეტის რექტორი. რექტორის, როგორც აკადემიური
საბჭოს თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით
http://www.matsne.gov.ge 04003000022055016031
შეუძლებლობის შემთხვევაში აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს საბჭოს
უხუცესი წევრი, რაც განისაზღვრება აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით.
3. აკადემიური საბჭოს ორგანიზაციულ და სამართლებრივ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აკადემიური
საბჭოს სამდივნო. აკადემიური საბჭოს სამდივნო, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარესთან
შეთანხმებით, ადგენს სხდომაზე განსახილველი საკითხების ნუსხას, რომელსაც წინასწარ გადასცემს
აკადემიური საბჭოს წევრებს.
4. აკადემიური საბჭოს მდივანი აირჩევა საბჭოს წევრთა შემადგენლობიდან, სიითი შემადგენლობის
უმრავლესობით, ღია კენჭისყრით.
5. აკადემიური საბჭოს თითოეული წევრი სარგებლობს ერთი ხმის უფლებით. სხდომაზე
დაუსწრებლობის მიზეზი ეცნობება სხდომის თავმჯდომარეს წერილობით. საბჭოს წევრები სხდომაზე
ცხადდებიან სპეციალური მოწვევის გარეშე. აკადემიური საბჭოს მუშაობის პერიოდში აკადემიური
საბჭოს წევრს უფლება აქვს დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ საკითხის განხილვაში,
რომელიც აკადემიური საბჭოს განხილვის საგანია, გამოთქვას თავისი აზრი, დასვას შეკითხვები,
ისარგებლოს კანონმდებლობითი და ამ წესდებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებით.
6. სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, აკადემიური
საბჭოს წევრთა მონაწილეობით შექმნას კონკრეტული საკითხების შემსწავლელი კომისიები, სამუშაო
ჯგუფები. შესაძლებელია კომისიები და სამუშაო ჯგუფები შეიქმნას აკადემიური საბჭოს მიერ
მოწვეული სპეციალისტების, ექსპერტების, საზოგადოების წარმომადგენლების, უნივერსიტეტის
თანამშრომლების და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით.
7. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება აკადემიური საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის
ნახევარზე მეტი. სხდომის გახსნისა და გადაწყვეტილებების მიღების წინ ხდება წევრთა რეგისტრაცია
აკადემიური საბჭოს მდივანთან (რეგისტრაციის მონაცემები თან ერთვის სხდომის ოქმს და
წარმოადგენს ოქმის განუყოფელ ნაწილს).
8. აკადემიური საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე
დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც, გარდა ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული შემთხვევებისა. აკადემიური საბჭოს წევრს არა აქვს ხმის მიცემისაგან თავის
შეკავების უფლება.
9. აკადემიური საბჭოს სამდივნო აკადემიური საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, სხდომის
ჩატარებამდე არანაკლებ სამი დღით ადრე (გარდა რიგგარეშე სხდომისა), ადგენს სხდომის დღის
წესრიგს. დღის წესრიგს მიკუთვნებულ საკითხებთან ერთად მიეთითება მომხსენებელი პირი.
10. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია სხდომის მიმდინარეობის პროცედურულ საკითხებზე
გადაწყვეტილებები მიიღოს ღია კენჭისყრით ან კენჭისყრის სხვა ფორმით, დამსწრეთა უმრავლესობით.
11. აკადემიური საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმით, რომლის რეგისტრაციის უწყვეტობას
უზრუნველყოფს აკადემიური საბჭოს სამდივნო. ოქმს თან ერთვის ყველა ის მასალა, რაც ამ სხდომის
დღის წესრიგის მიხედვით განხილვის საგანს უკავშირდება. ოქმის ნამდვილობას ხელმოწერით
ადასტურებენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი. ოქმის ბოლო გვერდზე დაისმება უნივერსიტეტის
ბეჭედი.
12. აკადემიური საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – დადგენილებით, რომელსაც ხელს აწერს აკადემიური
საბჭოს თავმჯდომარე – რექტორი.
მუხლი 10. წარმომადგენლობითი საბჭო
1. უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა წარმომადგენლობითი საბჭო, რომელიც აირჩევა
უნივერსიტეტის ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე სტუდენტებისა და აკადემიური
პერსონალის მიერ ცალ-ცალკე, ფაკულტეტებზე მათი რაოდენობის პროპორციულად.
http://www.matsne.gov.ge 04003000022055016031
2. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა ხდება 4 წლის ვადით, საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი
არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით. წარმომადგენლობითი საბჭო შედგება 19 წევრისაგან.
3. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა მინიმალური რაოდენობა არ შეიძლება იყოს აკადემიური
საბჭოს წევრთა ორმაგ რაოდენობაზე ნაკლები. სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობითი საბჭოს
სრული შემადგენლობის ერთ მესამედს. ასისტენტი არჩევნებში მონაწილეობს როგორც სტუდენტი.
სტუდენტთა რაოდენობის დასადგენად დამრგვალება ხორციელდება სტუდენტთა სასარგებლოდ.
4. წარმომადგენლობით საბჭოში შედის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი.
5. პროფესორისა და სტუდენტისთვის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტის
საფუძველია უნივერსიტეტთან მისი შესაბამისი აკადემიური ან/და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.
6. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში
წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი,
რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი
რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი
წარმომადგენლის ასარჩევად იმავე ვადით.
7. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იყვნენ ადმინისტრაციული და
დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები, აგრეთვე აკადემიური საბჭოს წევრები.
მუხლი 11. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილება
1. წარმომადგენლობითი საბჭო კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ამ წესდებით
განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად:
ა) შეიმუშავებს უნივერსიტეტის წესდებას აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად
წარუდგენს საქართველოს სპორტის სამინისტროს;
ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის შინაგანაწესს, ეთიკის კოდექსსა და დისციპლინური
პასუხისმგებლობის ნორმებს, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს
აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების არჩევის წესს;
გ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის წესსა და სტრუქტურული ერთეულების
დებულებებს;
დ) ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს ფაკულტეტის დებულებას;
ე) ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს;
ვ) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას აკადემიური საბჭოს წარდგინებით;
ზ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით და
კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს ბიუჯეტის ცვლილებებს;
თ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო ნუსხის პროექტს თანამდებობების დასახელების,
რაოდენობის და თანამდებობრივი სარგოს მითითებით;
ი) ამტკიცებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
წარდგინების საფუძველზე;
კ) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშს;
ლ) აკადემიური საბჭოს მოტივირებული წინადადებით ან საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილია
ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელს;
http://www.matsne.gov.ge 04003000022055016031
მ) ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და
პირობებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით;
ნ) აკადემიური საბჭოს წარდგინებით, ამტკიცებს აკადემიური პერსონალის, მასწავლებელთა და
აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე სასწავლო პროცესში მონაწილეობის
ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოწვეულ სპეციალისტთა
სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს;
ო) ამტკიცებს უნივერსიტეტის სიმბოლიკას, აკადემიური საბჭოს წარდგინებით;
პ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს, აკადემიური
საბჭოს წარდგინებით;
ჟ) აკადემიური საბჭოს წარდგინებით, ამტკიცებს უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული
დამსახურების მქონე ყოფილი თანამშრომლისთვის, რომელსაც უნივერსიტეტში ეკავა აკადემიური ან
სამეცნიერო თანამდებობა, საკუთარი ბიუჯეტიდან (უნივერსიტეტის მიერ ეკონომიკური საქმიანობით
მიღებული შემოსავლებიდან, გარდა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის
საფასურის სახით მიღებული თანხებისა) ანაზღაურების გაცემის წესსა და პირობებს;
რ) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა
უფლებამოსილებებს.
2. წარმომადგენლობითი საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს წარმომადგენლობითი საბჭოს სიითი
შემადგენლობის უმრავლესობით, გარდა კანონმდებლობითა და ამ წესდებით გათვალისწინებული
შემთხვევებისა.
მუხლი 12. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი
1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების ჩატარებას ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს
სპიკერი, რომელსაც ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭო თავისი რიგებიდან 4 წლის ვადით.
2. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი სურვილი;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
გ) გარდაცვალება;
დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ
სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ე) უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება.
3. სპიკერი:
ა) ორგანიზებას უწევს წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების ჩატარებას და თავმჯდომარეობს
საბჭოს სხდომებს;
ბ) უზრუნველყოფს აზრის თავისუფალ გამოხატვასა და საკითხის სრულყოფილ, ყოველმხრივ
განხილვას;
გ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;
დ) უფლებამოსილია წარმოადგინოს წინადადება დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის
რიგგარეშე განხილვისა და კენჭისყრის შესახებ;
http://www.matsne.gov.ge 04003000022055016031
ე) უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს წარმომადგენლობითი საბჭოს დროებითი სამუშაო
ჯგუფების სხდომებში;
ვ) ხელს აწერს საბჭოს სხდომების ოქმებს.
მუხლი 13. წარმომადგენლობითი საბჭოს მუშაობის წესი
1. წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომას იწვევს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია,
არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 დღისა. ახლად არჩეული
წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომას თავმჯდომარეობს სხდომის უხუცესი წევრი.
2. ახლად არჩეული წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომაზე უნივერსიტეტის საარჩევნო
კომისიის თავმჯდომარე საბჭოს მოახსენებს არჩევნების შედეგებს და სხდომის თავმჯდომარეს
გადასცემს საბჭოს წევრთა უფლებამოსილების დამადასტურებელ საჭირო დოკუმენტაციას (საარჩევნო
ოქმები, მასალები არჩევნების შედეგების, მისი მოწყობის სისწორის, შემოსული საჩივრების,
განცხადებებისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების და სხვა
საარჩევნო ინფორმაციის შესახებ).
3. სხდომის თავმჯდომარე სხდომის მონაწილეებს აცნობს საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ
ინფორმაციას და დოკუმენტაციას.
4. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების დადასტურების თაობაზე საბჭოს
გადაწყვეტილებაში შეიტანება ყველა ის პირი, რომლის არჩევა კანონიერად ჩათვალა უნივერსიტეტის
საარჩევნო კომისიამ და დადასტურებულად მიიჩნია სხდომის მონაწილეთა სრული შემადგენლობის
უმრავლესობამ.
5. თუ იმ პირთა რაოდენობა, რომლის უფლებამოსილებაც წარმომადგენლობითმა საბჭომ დაადასტურა,
სრული შემადგენლობის ნახევარზე ნაკლებია, მაშინ სხდომა წყდება. ახლად არჩეული
წარმომადგენლობითი საბჭოს მომდევნო სხდომას იწვევს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარე წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის, სულ ცოტა, ნახევარზე მეტის
არჩევიდან 10 დღის ვადაში.
6. წარმომადგენლობითი საბჭო თავისი შემადგენლობიდან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით,
ღია კენჭისყრით ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს. კენჭისყრას ატარებს უნივერსიტეტის
საარჩევნო კომისია. წარმომადგენლობითი საბჭოს არანაკლებ 3 წევრი, სპიკერის არჩევამდე
არაუგვიანეს 3 დღისა, უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიას წარუდგენს სპიკერის კანდიდატურებს.
არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელიც მიიღებს წარმომადგენლობითი საბჭოს სიითი შემადგენლობის
ნახევარზე მეტს. თუ ვერც ერთმა პრეტენდენტმა ვერ დააგროვა ხმების ეს რაოდენობა, გაიმართება
მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი პრეტენდენტი
და არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელიც მიიღებს წარმომადგენლობითი საბჭოს სიითი
შემადგენლობის ხმების ნახევარზე მეტს. თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა
გამარჯვებული, არა უგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი.
7. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა მოიწვევა წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის
ინიციატივით ან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მიერ.
8. წარმომადგენლობითი საბჭოს თითოეული წევრი სარგებლობს ერთი ხმით. სხდომაზე
დაუსწრებლობის მიზეზი ეცნობება სხდომის თავმჯდომარეს წერილობით. საბჭოს წევრები სხდომაზე
ცხადდებიან სპეციალური მოწვევის გარეშე. წარმომადგენლობითი საბჭოს მუშაობის პერიოდში წევრს
უფლება აქვს დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ საკითხის განხილვაში, რომელიც
წარმომადგენლობითი საბჭოს განხილვის საგანია, წამოაყენოს წინადადებები, შენიშვნები და
შესწორებები განსახილველ საკითხზე. შესთავაზოს კანდიდატურები და გამოთქვას თავისი აზრი
ასარჩევი, დასანიშნი ან წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დასამტკიცებელი კანდიდატურების
მიმართ, დასვას შეკითხვები, ისარგებლოს კანონმდებლობითი და ამ წესდებით მინიჭებული სხვა
უფლებამოსილებით.
9. სრული შემადგენლობის უმრავლესობით წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია შექმნას
http://www.matsne.gov.ge 04003000022055016031
კონკრეტული საკითხების შემსწავლელი კომისიები და/ან სამუშაო ჯგუფები, წარმომადგენლობითი
საბჭოს წევრთა მონაწილეობით. შესაძლებელია კომისიები და სამუშაო ჯგუფები შეიქმნას
წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ მოწვეული სპეციალისტების, ექსპერტების, საზოგადოების
წარმომადგენლების, უნივერსიტეტის თანამშრომელთა და სხვა დაინტერესებულ პირთა
მონაწილეობით.
10. წარმომადგენლობითი საბჭოს ორგანიზაციულ და სამართლებრივ მხარდაჭერას უზრუნველყოფს
წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნო, რომელიც აირჩევა საბჭოს წევრთა შემადგენლობიდან ხმათა
უმრავლესობით, ღია კენჭისყრით.
11. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა სიითი
შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სხდომის გახსნისა და გადაწყვეტილებების მიღების წინ ხდება
წევრთა რეგისტრაცია წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანთან (რეგისტრაციის მონაცემები თან
ერთვის სხდომის ოქმს და წარმოადგენს ოქმის განუყოფელ ნაწილს).
12. საკითხები, რომლებიც საიდუმლოების დაცვას საჭიროებენ, დამსწრეთა უმრავლესობით ცხადდება
მთლიანად ან ნაწილობრივ დახურულად. დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს განსაზღვრავს
საბჭოს სპიკერი.
13. სხდომის დროს წევრები, მოწვეული პირები ვალდებული არიან დაიცვან დადგენილი ეთიკის
ნორმები და სხვა მოთხოვნები.
14. სხდომაზე განსახილველი საკითხები დგინდება არანაკლებ 3 დღით ადრე (გარდა რიგგარეშე
სხდომის დღის წესრიგისა) დღის წესრიგს მიკუთვნებულ საკითხებთან ერთად მიეთითება
მომხსენებელი პირი.
15. წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნო, სპიკერთან შეთანხმებით, ადგენს სხდომაზე
განსახილველი საკითხების ნუსხას, რომელსაც წინასწარ გადასცემს საბჭოს წევრებს.
წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი სხდომის დაწყებისთანავე წარადგენს დღის წესრიგის პროექტს,
რომელსაც საბჭო ამტკიცებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.
16. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრები უფლებამოსილნი არიან, დღის წესრიგის პროექტში
დამატებით შეიტანონ განსახილველი საკითხი, რის შესახებაც წარმომადგენლობითი საბჭოს
სამდივნოს უნდა ეცნობოს სხდომის დაწყებამდე არაუგვიანეს 2 დღისა.
17. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია სხდომის მიმდინარეობის პროცედურულ
საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღოს ღია კენჭისყრით, დამსწრეთა უმრავლესობით.
18. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმით, რომლის რეგისტრაციის უწყვეტობას
უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნო. ოქმს თან ერთვის ყველა ის მასალა, რაც ამ
სხდომის დღის წესრიგის მიხედვით განხილვის საგანს უკავშირდება. ოქმის ნამდვილობას
ხელმოწერით ადასტურებენ წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი და მდივანი.
19. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება
წარმომადგენლობითი საბჭოს ოქმით და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტით – გადაწყვეტილებით.
მუხლი 14. რექტორი
1. რექტორი არის უნივერსიტეტის ხელმძღვანელი, უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი,
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს უნივერსიტეტს მესამე პირებთან ურთიერთობაში,
ქვეყნის შიგნითა და გარეთ აკადემიურსა და სამეცნიერო სფეროებში, რისთვისაც უფლებამოსილია
უნივერსიტეტის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები. გარიგებებს და შეთანხმებებს,
რომლებიც დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, რექტორთან ერთად ხელს აწერს
აგრეთვე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
2. რექტორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელსაც ავტორიზებულ უმაღლეს
http://www.matsne.gov.ge 04003000022055016031
საგანმანათლებლო დაწესებულებაში უჭირავს პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის
აკადემიური თანამდებობა და რომლის კვალიფიკაცია შეესაბამება უნივერსიტეტში არსებულ
საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებს და აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 8 წლის სტაჟი.
3. რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით,
4 წლის ვადით. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, გაიმართება
მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობენ პირველ ტურში პირველი და მეორე საუკეთესო შედეგის
მქონე კანდიდატები. თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არაუგვიანეს 10
დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი. საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებულ
საკითხებს ადგენს აკადემიური საბჭო.
4. რექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ
ორჯერ.
5. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის
შემთხვევაში, აგრეთვე რექტორის ვერარჩევის შემთხვევაში აკადემიური საბჭო 14 დღის ვადაში,
ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს რექტორის მოვალეობის
შემსრულებელს არაუმეტეს 6 თვის ვადით. ერთი და იგივე პირი რექტორის მოვალეობის
შემსრულებლად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ.
6. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ
განცხადებას აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1
თვით ადრე, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის,
თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. განცხადება კანდიდატების
რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე უნდა განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ
ვებგვერდზე და უნივერსიტეტში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე, მისი საჯაროობისა და
დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. კანდიდატების
რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ 2 და არაუმეტეს 3 კვირისა. რექტორის არჩევნები ტარდება
კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ 1 და არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში.
7. რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული
კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას.
8. კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მოწესრიგების მიზნით, რექტორი გამოსცემს
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას.
9. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული „აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების
წესის” შესაბამისად, რექტორი გამოსცემს ბრძანებებს აკადემიური პერსონალის თანამდებობაზე
დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ და საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს
შრომის კოდექსი“ შესაბამისად დებს ან წყვეტს მათთან შრომით ხელშეკრულებებს.
10. რექტორი შესაბამისი ბრძანებით სამსახურში იღებს და ათავისუფლებს მასწავლებელთა პერსონალს,
აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე სასწავლო პროცესში მონაწილეობის
ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოწვეულ სპეციალისტებს
და საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად დებს ან წყვეტს
მათთან შრომით ხელშეკრულებებს.
11. რექტორს ჰყავს მოადგილე/მოადგილეები, რომელთა უფლებამოსილებები რეგულირდება
რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
12. დაუშვებელია რექტორის მოადგილისათვის უმაღლესი განათლების დამადასტურებელ
დოკუმენტზე ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭება.
13. რექტორის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რექტორი.
14. მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე რექტორი:
http://www.matsne.gov.ge 04003000022055016031
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს უნივერსიტეტის მართვას;
ბ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით ადგენს უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო ნუსხის
პროექტს და დასამტკიცებლად გადასცემს წარმომადგენლობით საბჭოს;
გ) მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად სათათბირო ორგანოს სახით ქმნის
საკონსულტაციო საბჭოებს და კომისიებს, რომელთა საქმიანობა რეგულირდება რექტორის
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
დ) წყვეტს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო-სამეცნიერო, აკადემიური საქმიანობის ეფექტურად
წარმართვისათვის აუცილებელ სხვა საკითხებს, თუ ისინი არ წარმოადგენს უნივერსიტეტის მართვის
სხვა ორგანოს, სხვა სტრუქტურული ერთეულის ან თანამდებობის პირის უფლებამოსილებას;
ე) ფაკულტეტის საბჭოს დასაბუთებული წარდგინების საფუძველზე, წყვეტს უნივერსიტეტის
აკადემიური პერსონალის მიერ სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულებით სარგებლობის საკითხს;
ვ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
15. რექტორის მიერ თავისი უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის
შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე (გარდა იმ ფუნქციებისა, რომელიც
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად მხოლოდ რექტორის
უფლებამოსილებას წარმოადგენს). რექტორის სამუშაო ადგილის დროებით შეცვლა
(მივლინება)/შვებულება ფორმდება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით.
მუხლი 15. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არის უნივერსიტეტის უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველი
ფინანსური, მატერიალური და ადმინისტრაციული რესურსების სფეროში, რომელიც წარმოადგენს
უნივერსიტეტს საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში.
2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარმომადგენლობითი საბჭო ამტკიცებს აკადემიური საბჭოს
წარდგინებით, ფარული კენჭისყრით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ერთი და იგივე პირი
აკადემიურმა საბჭომ წარმომადგენლობით საბჭოს შეიძლება წარუდგინოს მხოლოდ ორჯერ.
წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში აკადემიური საბჭო წარადგენს
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას.
3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი.
4. ერთი და იგივე პირი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ
ორჯერ.
5. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ჰყავს მოადგილე, რომლის უფლებამოსილება რეგულირდება
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
6. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
7. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ თავისი უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით
შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე. ადმინისტრაციის
ხელმძღვანელის სამუშაო ადგილის დროებით შეცვლა (მივლინება)/შვებულება ფორმდება რექტორის
ბრძანებით.
მუხლი 16. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილება
1. კანონმდებლობითა და წესდებით დადგენილი წესით ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:
http://www.matsne.gov.ge 04003000022055016031
ა) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და სტრუქტურულ ერთეულებს კომპეტენციის
ფარგლებში;
ბ) უფლებამოსილია უნივერსიტეტის სახელით უნივერსიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად დადოს
ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები;
გ) ადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს
წარმომადგენლობით საბჭოს;
დ) წარუდგენს რექტორს უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო ნუსხის პროექტს თანამდებობების
დასახელების, რაოდენობის და თანამდებობრივი სარგოს მითითებით;
ე) ადგენს „დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის“ პროექტს, მისი შრომის
ანაზღაურების ოდენობისა და პირობების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს
წარმომადგენლობით საბჭოს;
ვ) ხელმძღვანელობს ფაკულტეტების მიერ საკუთარი ბიუჯეტის პროექტის შედგენასა და
წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენას, წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ უნივერსიტეტის
ერთიანი ბიუჯეტის პროექტის ფორმირებასა და დამტკიცებას;
ზ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს
წარმომადგენლობით საბჭოს;
თ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს თავისი კომპეტენციის
ფარგლებში;
ი) პასუხისმგებელია უნივერსიტეტის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და
ეფექტიანობაზე;
კ) გამოსცემს ბრძანებებს უნივერსიტეტის პერსონალის (გარდა აკადემიური და მასწავლებელთა
პერსონალისა) თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ და საქართველოს ორგანული
კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ შესაბამისად დებს ან წყვეტს მათთან შრომით
ხელშეკრულებებს. უფლებამოსილია, დამხმარე პერსონალის გარდა, გარკვეულ ამოცანათა
შესასრულებლად უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე,
მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირები, რომელთა მიღებისა და გათავისუფლების წესს,
შრომის ანაზღაურების წესსა და ოდენობას განსაზღვრავს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
ლ) ასრულებს წესდებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია აკადემიური საბჭოსა
და წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშე.
3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის
დამტკიცებაზე;
ბ) წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილება;
გ) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული შრომითი
ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები.
მუხლი 17. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
1. სასწავლო პროცესის, აგრეთვე, უნივერსიტეტის პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხი
ექვემდებარება სისტემატურ შეფასებას, რომელშიც მონაწილეობას იღებენ აგრეთვე უნივერსიტეტის
http://www.matsne.gov.ge 04003000022055016031
სტუდენტები და რომლის შედეგები საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული
პირისათვის.
2. უნივერსიტეტის სასწავლო პროცესი, აგრეთვე, პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის
სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
3. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ამტკიცებს
წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით. უნივერსიტეტის ხარისხის
უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი მტკიცდება 4 წლის ვადით. უნივერსიტეტის ხარისხის
უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისათვის წასაყენებელ მოთხოვნებს განსაზღვრავს
უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.
4. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მჭიდრო კავშირს ამყარებს და
თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან, ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა
და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.
5. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური კოორდინაციას უწევს უნივერსიტეტის
ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებს.
6. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უზრუნველყოფს:
ა) შეფასების შიდა და გარე პროცედურების შემუშავებას, რომელთა მიზანია უნივერსიტეტში
სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;
ბ) დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით უნივერსიტეტში სწავლების და კვლევის ხარისხის
მაჩვენებელთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას;
გ) ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებისათვის ხარისხის უზრუნველყოფასთან
დაკავშირებული ნორმატიული მოთხოვნების, ასევე, მასში განხორციელებული ცვლილებების
თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას;
დ) ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებიდან ამ სფეროს მიკუთვნებულ
საკითხებზე ინფორმაციის მიღებას შემდგომი დამუშავებისა და მონაცემთა ბაზაში მათი ასახვის
მიზნით;
ე) სხვა საქმიანობას, რომელიც უნივერსიტეტში უზრუნველყოფს სწავლების ხარისხის მაღალ დონეს
სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და
სხვა) დანერგვისა და ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებით.
აგრეთვე, უზრუნველყოფს კვლევის ხარისხის მაღალ დონეს კვლევის თანამედროვე მეთოდების
დანერგვით.
7. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია
აკადემიური საბჭოს და წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშე.
თავი III. ფაკულტეტი
მუხლი 18. ფაკულტეტის სტრუქტურა და ფაკულტეტის მართვის ორგანოები
1. ფაკულტეტი არის უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული, რომელიც
უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში და მათთვის შესაბამისი
კვალიფიკაციის მინიჭებას.
2. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია: ფაკულტეტის საბჭო, დეკანი, ფაკულტეტის ხარისხის
უზრუნველყოფის სამსახური.
3. ფაკულტეტის დებულებით დადგენილი წესით, ფაკულტეტის შემადგენლობაში სტრუქტურული
http://www.matsne.gov.ge 04003000022055016031
ერთეულის სახით შეიძლება შევიდეს დამხმარე სასწავლო და სასწავლო-სამეცნიერო (ბიბლიოთეკა და
სხვა) სტრუქტურული ერთეულები.
4. ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ფაკულტეტის დებულებას ამტკიცებს წარმომადგენლობითი
საბჭო.
მუხლი 19. ფაკულტეტის საბჭო
1. ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომლის შემადგენლობაში
შედიან ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და სტუდენტთა თვითმმართველობის
წარმომადგენლები.
2. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა
განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით, რომელიც არ შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს
შემადგენლობის 1/4-ზე ნაკლები.
მუხლი 20. ფაკულტეტის საბჭოს უფლებამოსილება
1. ფაკულტეტის საბჭო:
ა) ქმნის სწავლებისა და კვლევის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმს;
ბ) განსაზღვრავს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს ფაკულტეტის ბიუჯეტის პროექტს;
გ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი
შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს დეკანს;
დ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს
ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმის, საგანმანათლებლო პროგრამების პროექტებს;
ე) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას და
დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
ვ) საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების მიზნით აკადემიურ საბჭოს წარუდგენს განსაკუთრებული
დამსახურების მქონე მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს;
ზ) ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს;
თ) უფლებამოსილია, დეკანის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, დეკანისათვის
დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და დეკანისათვის შეუფერებელი
საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს
წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის
საკითხი. გადაწყვეტილება დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება
ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. დეკანი ამ პუნქტით
გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების
გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას;
ი) დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე დეკანის ვერარჩევის
შემთხვევაში ირჩევს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით,
ფარული კენჭისყრით;
კ) მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის შეიმუშავებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარების წესს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა
და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად;
ლ) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნით განსაზღვრავს
სპეციალობის/სპეციალობების ჩამონათვალს საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების
http://www.matsne.gov.ge 04003000022055016031
ფარგლებში;
მ) სასწავლო წლის დასაწყისში განსაზღვრავს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდისათვის;
ნ) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
2. ფაკულტეტის საბჭო უფლებამოსილია, თუ ფაკულტეტის საბჭოს სხდომას ესწრება წევრთა სრული
შემადგენლობის ნახევარი მაინც.
3. ფაკულტეტის საბჭოზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით, გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც ამ წესდებით გათვალისწინებულია გადაწყვეტილების მიღების განსხვავებული
წესი.
4. ფაკულტეტის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება ფაკულტეტის საბჭოს ოქმით
და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – გადაწყვეტილებით.
მუხლი 21. დეკანი
1. ფაკულტეტის საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს დეკანს 4 წლის ვადით,
გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. თუ
ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმავე დღეს გაიმართება მეორე
ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში პირველი და მეორე საუკეთესო შედეგის მქონე
კანდიდატი. თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არაუგვიანეს 5 დღის
განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი
შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
2. დეკანად შეიძლება აირჩეს უნივერსიტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.
3. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას
ფაკულტეტის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე,
რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ 10 სამუშაო დღისა. არჩევნები ტარდება კანდიდატების
რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ 2 კვირისა და არაუმეტეს სამი კვირისა. საარჩევნო
პროცედურასთან დაკავშირებულ საკითხებს ადგენს აკადემიური საბჭო. განცხადება უნდა
გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე, განთავსდეს ყველასათვის
ხელმისაწვდომ ადგილზე, მათ შორის, შესაბამის ფაკულტეტზე.
4. დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე დეკანის ვერარჩევის
შემთხვევაში ფაკულტეტის საბჭო 14 დღის ვადაში, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის
უმრავლესობით ირჩევს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს არაუმეტეს 6 თვის ვადით. ერთი და
იგივე პირი დეკანის მოვალეობის შემსრულებლად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ.
5. დეკანი:
ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას;
ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ
გეგმას, საგანმანათლებლო პროგრამებს;
გ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოსა
და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებისთვის;
ე) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ვ) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს;
http://www.matsne.gov.ge 04003000022055016031
ზ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესდების შესაბამისად,
პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივი გამოყენებისთვის;
თ) რექტორს დასანიშნად წარუდგენს დეკანის მოადგილის კანდიდატურას;
ი) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
მუხლი 22. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
1. ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე, აკადემიური პერსონალის
პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შიდა შეფასების მიზნით, განათლების ხარისხის
უზრუნველყოფის სისტემის მუდმივი განვითარებისათვის იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის
სამსახური, რომელიც მოქმედებს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად.
2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს
საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის
სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის
მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.
3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი
დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები,
საკრედიტო სისტემა და სხვა) გამოყენებისა და ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისათვის
თვითშეფასების მომზადების გზით. უნივერსიტეტი აგრეთვე უზრუნველყოფს კვლევის ხარისხის
მაღალ დონეს კვლევის თანამედროვე მეთოდების დანერგვით.
4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი აირჩევა 4 წლის ვადით.
5. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი რეგულარულად აცნობს
თავისი მუშაობის შედეგებს ფაკულტეტის საბჭოს.
თავი IV. უნივერსიტეტის პერსონალი
მუხლი 23. უნივერსიტეტის პერსონალი
1. უნივერსიტეტში არსებობს აკადემიური, ადმინისტრაციული, მასწავლებელთა და დამხმარე
თანამდებობები.
2. აკადემიური პერსონალის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს
აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
მუხლი 24. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი
1. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორისაგან, ასოცირებული
პროფესორისაგან, ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტისაგან.
2. პროფესორები მონაწილეობენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებში ან/და წარმართავენ
მათ.
3. ასისტენტი პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის
ხელმძღვანელობით ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს ძირითად საგანმანათლებლო
ერთეულში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში.
მუხლი 25. აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი
1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა
http://www.matsne.gov.ge 04003000022055016031
შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
2. კონკურსს აცხადებს რექტორი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს საკონკურსო კომისია, რომელიც იქმნება უნივერსიტეტის
აკადემიური საბჭოს მიერ რექტორის წარდგინებით. საკონკურსო კომისიის მიერ, შესაბამისი
აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებულები
(კონკურსის შედეგები) დასამტკიცებლად წარედგინება აკადემიურ საბჭოს.
3. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ
წესდებით დადგენილი წესით, საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე. საბუთების მიღება
გრძელდება არანაკლებ 2 და არაუმეტეს 3 კვირისა. კონკურსი ტარდება საბუთების მიღების
დასრულებიდან არანაკლებ 1 და არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში.
4. განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ
ვებგვერდზე და განთავსდეს უნივერსიტეტში ყველასთვის თვალსაჩინო ადგილებზე, მისი
საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.
5. განცხადებაში აღინიშნება კონკურსანტების რეგისტრაციის დაწყების თარიღი, განცხადებების
მიღების ბოლო ვადა და წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხა.
6. კონკურსის ჩატარების წესს განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი
საბჭო.
მუხლი 26. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები
1. პროფესორის თანამდებობაზე 6 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან
გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური
მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.
2. პროფესორის თანამდებობაზე უვადოდ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის
პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს განსაკუთრებული პროფესიული
მიღწევები ან/და სამეცნიერო მიღწევები (მაგალითად, აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან
ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა
ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა).
3. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან
მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური
მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
4. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან
გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი 3 ან 4 წლის ვადით.
5. ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი 3 ან 4 წლის ვადით.
6. ამ მუხლის პირველი – მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობა შეიძლება
დაიკავოს პირმა, რომელსაც არა აქვს მოპოვებული დოქტორის აკადემიური ხარისხი, მაგრამ მისი
კვალიფიკაცია დასტურდება პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და
პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით
გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.
მუხლი 27. პროფესორთა ატესტაცია
1. წესდების 26-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროფესორის თანამდებობაზე არჩეული
პირი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციის გავლას. ატესტაცია ტარდება ამისათვის
რექტორის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი კომისიის/კომისიების მიერ.
2. ატესტაცია ტარდება 2 ეტაპად – განხორციელებული აკადემიური საქმიანობის შეფასება და
http://www.matsne.gov.ge 04003000022055016031
გასაუბრება. პროფესორის აკადემიური საქმიანობის შეფასება ეფუძნება უნივერსიტეტის შესაბამის
სამართლებრივ აქტს, რომლითაც დადგენილია აკადემიური პერსონალის საქმიანობის პირობები.
3. ატესტაციის შედეგად შესაბამისი კომისია თითოეულ პროფესორზე ადგენს დასკვნას და აკადემიური
საბჭოს წინაშე, ატესტაციის შედეგებზე დაყრდნობით, შუამდგომლობს პროფესორი დარჩეს თუ
გათავისუფლდეს მის მიერ დაკავებული თანამდებობიდან.
4. ატესტაციის ჩატარების ერთიან წესსა და პირობებს შეიმუშავებს რექტორი, ფაკულტეტებთან
შეთანხმებით და განსახილველად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს.
5. ატესტაციის ჩატარების ერთიან წესსა და პირობებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს
წარმომადგენლობითი საბჭო.
მუხლი 28. აკადემიური პერსონალის უფლებები
1. აკადემიურ პერსონალს, კომპეტენციის შესაბამისად, უფლება აქვს:
ა) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის მართვაში, მათ შორის, მართვის ორგანოების არჩევნებში;
ბ) ჩარევის გარეშე განახორციელოს სწავლება, კვლევა, შემოქმედებითი საქმიანობა და სამეცნიერო
ნაშრომების გამოქვეყნება;
გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო კურსის
პროგრამების (სილაბუსების) შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები;
დ) პროფესიული განვითარების მიზნით, 5 წელიწადში ერთხელ, აკადემიური თანამდებობის
დაკავებიდან 1 აკადემიური წლის შემდეგ, აიღოს ანაზღაურებადი სამეცნიერო-შემოქმედებითი
შვებულება არა უმეტეს 10 თვის ვადით. იმ პერსონალის მიმართ, რომელიც აკადემიურ თანამდებობას
დაიკავებს ზედიზედ მეორე ან მომდევნო ვადით, ამ პუნქტით გათვალისწინებული ერთწლიანი
შეზღუდვა არ ვრცელდება;
ე) განახორციელოს ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული სხვა
უფლებამოსილება.
2. აკადემიური პერსონალი ვალდებულია:
ა) დაიცვას ეთიკის კოდექსი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები;
ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები;
გ) კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული სამუშაოების შესახებ;
დ) დაიცვას წინამდებარე წესდებითა და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;
ე) სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების დასრულების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში
ჩატარებული მუშაობის შესახებ.
3. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალის სწავლებისა და კვლევის თავისუფლებას
და ქმნის მისი საქმიანობისათვის შესაბამის პირობებს.
მუხლი 29. აკადემიური წოდებები
1. აკადემიურ საბჭოს უფლება აქვს, მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული
დამსახურებისათვის მიანიჭოს საპატიო დოქტორის წოდება.
2. აკადემიურ საბჭოს უფლება აქვს, 65 წელს მიღწეულ პროფესორს მიანიჭოს ემერიტუსის წოდება. თუ
პირი დანიშნულია აკადემიურ თანამდებობაზე, მას ემერიტუსის წოდება მიენიჭება აკადემიურ
http://www.matsne.gov.ge 04003000022055016031
თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ.
3. ემერიტუსის წოდების მქონე პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის
საგანმანათლებლო საქმიანობაში აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე.
4. ემერიტუსის წოდების მქონე პირს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო ან სამეცნიერო-კვლევით
დაწესებულებაში აკადემიური, ადმინისტრაციული ან სხვა სამეცნიერო თანამდებობის დაკავების
შემთხვევაში ჩამოერთმევა ემერიტუსის წოდება და შეუწყდება ამ მუხლის მე-5 პუნქტით
გათვალისწინებული ანაზღაურება.
5. ემერიტუსის წოდების მქონე პირისთვის შესაბამის ფინანსურ სარგოს განსაზღვრავს აკადემიური
საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
6. უნივერსიტეტის 65 წლის ან მეტი ასაკის პროფესორი უფლებამოსილია; მიიღოს გადაწყვეტილება და
გააკეთოს განაცხადი ემერიტუსის წოდების მისანიჭებლად ან უნივერსიტეტის აკადემიური
თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. იმ შემთხვევაში,
თუ შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების შესახებ
განაცხადის გაკეთების შემდგომ პირი ვერ დაიკავებს პროფესორის თანამდებობას, იგი კარგავს
ემერიტუსის წოდების მინიჭებაზე განაცხადის გაკეთების უფლებას.
მუხლი 30. ჯილდოები
1. უნივერსიტეტს შეუძლია აგრეთვე დააწესოს ჯილდოები.
2. გადაწყვეტილებას ჯილდოების მინიჭების თაობაზე იღებს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს
წარმომადგენლობითი საბჭო.
მუხლი 31. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლება
1. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;
გ) ეთიკის კოდექსისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების უხეში ან სისტემატური
დარღვევა;
დ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა;
ე) ემერიტუსის წოდების მინიჭება;
ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.
2. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებას გამოსცემს რექტორი.
მუხლი 32. ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი
1. უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, ადმინისტრაციის
ხელმძღვანელი, ფაკულტეტის დეკანი და მათი მოადგილეები, უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელები.
2. უნივერსიტეტში:
ა) რექტორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება პროფესორის თანამდებობრივი სარგოს
მაქსიმალური ოდენობის არანაკლებ 1,15 კოეფიციენტზე და არაუმეტეს 1,35 კოეფიციენტზე ნამრავლის
http://www.matsne.gov.ge 04003000022055016031
ფარგლებში;
ბ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება პროფესორის
თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის არანაკლებ 1,10 კოეფიციენტზე და არაუმეტეს 1,30
კოეფიციენტზე ნამრავლის ფარგლებში;
გ) უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისა და ძირითადი
საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის
თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება ასოცირებული პროფესორის თანამდებობრივი სარგოს
მაქსიმალური ოდენობის არანაკლებ 1,10 კოეფიციენტზე და არაუმეტეს 1,30 კოეფიციენტზე ნამრავლის
ფარგლებში;
დ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება
დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური
ოდენობის არანაკლებ 1,10 კოეფიციენტზე და არაუმეტეს 1,30 კოეფიციენტზე ნამრავლის ფარგლებში;
ე) რექტორის მოადგილის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება პროფესორის თანამდებობრივი
სარგოს მაქსიმალური ოდენობის არანაკლებ 1,1 კოეფიციენტზე და არაუმეტეს 1,25 კოეფიციენტზე
ნამრავლის ფარგლებში;
ვ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება
პროფესორის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის არანაკლებ 1,1 კოეფიციენტზე და
არაუმეტეს 1,20 კოეფიციენტზე ნამრავლის ფარგლებში;
ზ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანის მოადგილის თანამდებობრივი სარგო
განისაზღვრება ასოცირებული პროფესორის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის
არანაკლებ 1,10 კოეფიციენტზე და არაუმეტეს 1,15 კოეფიციენტზე ნამრავლის ფარგლებში.
3. უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე 65 წელს მიღწეული პირის დანიშვნისა და
არჩევის, ასევე გათავისუფლების საკითხს წყვეტს უშუალოდ ამ თანამდებობაზე არჩევის/დანიშვნის
გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების მქონე სუბიექტი.
4. მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება მასწავლებელი და უფროსი მასწავლებელი.
მასწავლებელთა პერსონალთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს რექტორი.
5. მასწავლებელი უფლებამოსილია, გაუძღვეს პრაქტიკულ და ლაბორატორიულ სამუშაოებს
აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე.
6. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული, ასევე ხელშეკრულების
საფუძველზე მოწვეული შტატგარეშე, უნივერსიტეტის საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა
პერსონალი.
7. უნივერსიტეტი უფლებამოსილია აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე
მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო პროცესში მონაწილეობის ან/და
ამ პროცესის წარმართვის მიზნით. მოწვეულ სპეციალისტთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს
რექტორი.
მუხლი 33. ადმინისტრაციული თანამდებობიდან გათავისუფლება
უნივერსიტეტის ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების საფუძვლებია:
ა) პირადი სურვილი;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
გ) გარდაცვალება;
http://www.matsne.gov.ge 04003000022055016031
დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ
სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ე) 65 წლის ასაკის მიღწევა, გარდა წესდების 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა;
ვ) უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება, თუ ამ აკადემიურ თანამდებობაზე
ყოფნა შესაბამისი ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების წინაპირობაა;
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.
მუხლი 34. თანამდებობრივი შეუთავსებლობა
1. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს სხვა
ადმინისტრაციული თანამდებობა, ან იყოს უნივერსიტეტში სხვა სტრუქტურული ერთეულის
ხელმძღვანელი.
2. თუ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების ან მართვის ორგანოს წევრობის წინაპირობაა
აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა, აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლა იწვევს
შესაბამის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ან მართვის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტას
აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების
დამტკიცებისთანავე, თუ პირი არ აირჩა შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე.
3. აკადემიური საბჭოს წევრს არ შეიძლება უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული
თანამდებობა, გარდა რექტორისა, ან იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი.
4. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს არ შეიძლება უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს
ადმინისტრაციული თანამდებობა.
5. აკადემიური, მასწავლებელთა და დამხმარე პერსონალის სამსახურებრივი შეუთავსებლობა
განისაზღვრება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული „აკადემიური პერსონალისა და
დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესით“ და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი V. სტუდენტი
მუხლი 35. უნივერსიტეტის სტუდენტი
1. უნივერსიტეტის სტუდენტი არის პირი, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს
კანონით, ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და უნივერსიტეტის წესდებით
განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უნივერსიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო
პროგრამის, ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად.
2. უნივერსიტეტის მაგისტრატურაში მიღების წესს ადგენს შესაბამისი ფაკულტეტის დებულება.
მუხლი 36. სტუდენტის სტატუსი და უფლებები
1. პირს უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსი ენიჭება უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ რექტორის
ბრძანების საფუძველზე და მოქმედებს უნივერსიტეტთან სამართლებრივი ურთიერთობის
შეწყვეტამდე.
2. სტუდენტის სტატუსი სტუდენტს უფლებას აძლევს ისარგებლოს სტუდენტისათვის განსაზღვრული
უფლება-მოვალეობებით.
3. სტუდენტს უფლება აქვს:
ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;
ბ) მონაწილეობა მიიღოს მეცნიერულ კვლევაში;
http://www.matsne.gov.ge 04003000022055016031
გ) ამ წესდებით, შინაგანაწესითა და დებულებებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში
ისარგებლოს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა
საშუალებებით. ასევე ისარგებლოს ელექტრონული სწავლებით საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად;
დ) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიოს
წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტურ თვითმმართველობაში, ასევე უნივერსიტეტისა და
ფაკულტეტის მართვის ორგანოებში ამ წესდების შესაბამისად;
ე) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების
შესაბამისად;
ვ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე,
რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;
ზ) საქართველოს კანონმდებლობითა და მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
წესდებით განსაზღვრული წესით სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს სხვა უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ხოლო სახელმწიფო დაფინანსების გადატანის წესს განსაზღვრავს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი;
თ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით დადგენილი
წესით გადავიდეს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის
საგანმანათლებლო პროგრამაზე; საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, მათ შორის,
პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, გამოყოფილი სახელმწიფო
სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო
სამაგისტრო გრანტი გადაიტანოს მაგისტრატურის სხვა აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე
გადასვლისას, თუ სწავლას გააგრძელებს იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე ან
პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე იმ უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით გაერთიანებულია ერთიან სამაგისტრო
საგამოცდო ქსელში;
ი) საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად, სახელმწიფოსგან,
უნივერსიტეტისგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება,
სხვა სახის შეღავათები;
კ) აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამა;
ლ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში;
მ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება;
ნ) განახორციელოს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა
უფლებამოსილება.
4. უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის აწესებს შეღავათებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის
აუცილებელი პირობების შესაქმნელად, რაც შეიძლება გამოიხატოს მათთვის სტიპენდიის დანიშვნის,
სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნისა თუ სხვა შეღავათების დადგენაში.
5. სტუდენტის მიერ აკადემიური პერსონალის თანდასწრებით გამოთქმული პირადი ინფორმაცია,
ასევე ინფორმაცია საკუთარი შეხედულებების, რწმენისა და პოლიტიკური მრწამსის შესახებ, რომელიც
ამ უკანასკნელისათვის ცნობილი გახდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, აგრეთვე ინფორმაცია
სტუდენტის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გატარების შესახებ კონფიდენციალურია, გარდა იმ
შემთხვევისა, თუ არსებობს სტუდენტის ნებართვა, ან ადმინისტრაციის კანონიერი ინტერესი დაიცვას
სხვისი უსაფრთხოება და კანონით დაცული უფლებები. ინფორმაცია სტუდენტის აკადემიური
მოსწრებისა და მის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარების შესახებ უნდა ინახებოდეს
http://www.matsne.gov.ge 04003000022055016031
განცალკევებულად. სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შენახვისას ადმინისტრაცია ვალდებულია
იხელმძღვანელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
6. უნივერსიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სტუდენტის ცოდნის სამართლიანი შეფასება,
რისთვისაც შეიმუშავებს სათანადო პროცედურებს.
7. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობა;
გ) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე;
დ) ავადმყოფობა, თუ დოკუმენტურად დასტურდება სტუდენტის უუნარობა ხანგრძლივი დროის
განმავლობაში;
ე) ორსულობა, თუ დოკუმენტურად დასტურდება ორსულობის პათოლოგიური მიმდინარეობა;
ვ) უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა, გარდა გაცვლითი
საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე
სტუდენტისა;
ზ) სტუდენტის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის ნებაყოფლობითი მოხდის სურვილის
შემთხვევაში სტუდენტის სამხედრო სამსახურში გაწვევა, რომელიც გამორიცხავს სასწავლო პროცესში
მონაწილეობას;
თ) კვალიფიკაციის მოსაპოვებლად საგანმანათლებლო პროგრამით დადგენილ ვადაში პროგრამის
მოთხოვნების შეუსრულებლობა, თუ სტუდენტი სწავლის ვადის გაგრძელების მიზნით
საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან არაუგვიანეს მომდევნო სასწავლო სემესტრის
დაწყებიდან 10 დღის განმავლობაში შესაბამისი განცხადებით არ მიმართავს ფაკულტეტის დეკანს.
8. სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის შემდეგ პირს უწყდება სტუდენტის სტატუსი.
9. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) ხუთ წელზე მეტი ხნით სტუდენტის სტატუსის შეჩერება;
გ) საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება მოცემულ საფეხურზე;
დ) კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც გამორიცხავს სასწავლო პროცესში
მონაწილეობას;
ე) უხეში დამოკიდებულება, ძალადობა და შეურაცხყოფა სტუდენტების, აკადემიური,
ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის მიმართ;
ვ) შეფასების მიღების მცდელობა გამომცდელზე მუქარით, ფიზიკური ან ფსიქოლოგიური
ზემოქმედებით, მოტყუებით, თაღლითობითა თუ სხვა დაუშვებელი ხერხებითა და ქმედებით;
ზ) ფაკულტეტის საბჭოს მიერ სტუდენტის მიმართ განხორციელებული დისციპლინური დევნის
შედეგად მიღებული გადაწყვეტილება უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსის, შინაგანაწესისა და
დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების საფუძველზე;
თ) გარდაცვალება;
http://www.matsne.gov.ge 04003000022055016031
ი) სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლა.
მუხლი 37. სტუდენტის ვალდებულებები
სტუდენტი ვალდებულია უნივერსიტეტის მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა
ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა, დაიცვას ეს
წესდება და შინაგანაწესი.
მუხლი 38. სტუდენტის დისციპლინური პასუხისმგებლობა
1. სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნა უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის
პროპორციული და შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ წესდებით, უნივერსიტეტის
შინაგანაწესით, ეთიკის კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით, „უმაღლესი
განათლების შესახებ” საქართველოს კანონის გათვალისწინებითა და სამართლიანი პროცედურის
გზით. უნივერსიტეტი შეიმუშავებს სტუდენტის ეთიკის კოდექსს, რომელიც შესაძლებელია აწესებდეს
შეზღუდვას სტუდენტის ქცევაზე, თუ ეს დაკავშირებულია საგანმანათლებლო პროცესის
წარმართვასთან. უნივერსიტეტი დეტალურად განსაზღვრავს ქცევის წესს, რომელიც იწვევს
სტუდენტის დისციპლინურ პასუხისმგებლობას.
2. სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნის წამოწყება არ უნდა ზღუდავდეს სტუდენტის
უფლებას, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა ამ წესდებითა და უნივერსიტეტის
შინაგანაწესით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თუ ეს საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების,
ჯანმრთელობის, უნივერსიტეტის საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას. სტუდენტის
დისციპლინური დევნის საკითხს წყვეტს ფაკულტეტის საბჭო. სტუდენტს უფლება აქვს, დაესწროს
თავისი საქმის განხილვას.
3. დისციპლინური წარმოების განხორციელებისას სტუდენტს უფლება აქვს:
ა) წერილობითი ფორმით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მის მიმართ დისციპლინური
წარმოების დაწყების შესახებ;
ბ) დაესწროს დისციპლინური წარმოების საკითხის განხილვას და ისარგებლოს დაცვის უფლებით;
გ) მიაწოდოს უნივერსიტეტის შესაბამის ორგანოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია და
მტკიცებულებები;
დ) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებების
გამოკვლევაში;
ე) მოითხოვოს, მის მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხი განხილულ იქნეს საჯარო სხდომაზე.
4. სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნის საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი აწევს
ბრალდების მხარეს. დისციპლინური დევნის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს
დასაბუთებული და ემყარებოდეს საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებით,
შინაგანაწესითა და ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული წესით მოპოვებულ მტკიცებულებებს.
ყველა მტკიცებულება, რომელიც დისციპლინური დევნის საფუძველია, უნდა გამოიკვლიოს
ფაკულტეტის საბჭომ.
5. სტუდენტს უფლება აქვს, სასამართლოში გაასაჩივროს ფაკულტეტის საბჭოს მიერ მის მიმართ
მიღებული გადაწყვეტილება.
მუხლი 39. სტუდენტთა თვითმმართველობა
1. უნივერსიტეტში ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების
საფუძველზე იქმნება ფაკულტეტების მიხედვით არჩეული სტუდენტური თვითმმართველობები.
2. ფაკულტეტებზე არჩეული სტუდენტური თვითმმართველობების ერთობლიობა წარმოადგენს
http://www.matsne.gov.ge 04003000022055016031
უნივერსიტეტის თვითმმართველობას, რომელიც შეიმუშავებს სტუდენტური თვითმმართველობის
დებულებას.
3. სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად:
ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას უნივერსიტეტის მართვაში;
ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას;
გ) ირჩევს თავის წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოში;
დ) უფლებამოსილია შეიმუშაოს წინადადებები ფაკულტეტის ან უნივერსიტეტის მართვის სისტემისა
და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს,
წარმომადგენლობით საბჭოსა და აკადემიურ საბჭოს;
ე) განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის
საქმიანობაში.
თავი VI. ელექტრონული და დისტანციური სწავლება
მუხლი 40. ელექტრონული სწავლება
1. ელექტრონული სწავლება ითვალისწინებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამაზე
სასწავლო პროცესის ან მისი ნაწილის კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალების −
სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის გამოყენებით წარმართვას.
2. სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფს თანამედროვე,
ლიცენზირებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის
ორგანიზებასა და წარმართვას, აგრეთვე სასწავლო მასალების მიწოდებისთვის, სტუდენტის (გარდა
პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული სტუდენტისა) სტუდენტთან ან/და უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალთან კომუნიკაციისთვის, ინტერაქციისთვის,
სტუდენტთა შეფასებების ობიექტურად, გამჭვირვალედ და სამართლიანად განხორციელებისთვის,
მათი კონსულტირებისთვის, სტუდენტთა პროგრესის მონიტორინგისა და სხვა მიზნებისთვის
გამოყენებას.
3. ელექტრონული სწავლება ხორციელდება სინქრონული კომუნიკაციის ფორმით, რომელიც
ითვალისწინებს კომუნიკაციის ერთსა და იმავე დროს განხორციელებას.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული სწავლების
განსახორციელებლად უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ელექტრონული სწავლების თანამედროვე,
ლიცენზირებული აპლიკაციის/პლატფორმის შერჩევასა და გამართულად, სასწავლო პროცესის
ინტერაქტიურად წარმართვისთვის გამოყენებას.
5. უნივერსიტეტი, კანონით დადგენილი წესით, უფლებამოსილია სტუდენტს შესთავაზოს,
ელექტრონული სწავლების ფორმით გაიაროს სასწავლო კურსი/საგანი, რომელიც მოიცავს თეორიულ
კომპონენტს და არ მოიცავს პრაქტიკულ კომპონენტს (სასწავლო/საწარმოო პრაქტიკა,
ლაბორატორიული მეცადინეობა, კლინიკური სწავლება და სხვა), რომელიც სასწავლო კურსის/საგნის
სწავლის შედეგების მისაღწევად სტუდენტისა და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის
განმახორციელებელი პერსონალის ერთ გარემოში ერთდროულად, ფიზიკურად ყოფნას საჭიროებს.
ასეთ შემთხვევაში შუალედური, დასკვნითი და დამატებითი გამოცდები ტარდება უნივერსიტეტში.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უნივერსიტეტი იმ სტუდენტისთვის,
რომელიც არ აირჩევს თეორიული შინაარსის სასწავლო კურსის/საგნის ელექტრონული სწავლების
ფორმით გავლას, სასწავლო პროცესის დაგეგმვას და არაელექტრონული ფორმით, ადგილზე −
უნივერსიტეტში მისვლით განხორციელებას უზრუნველყოფს.
http://www.matsne.gov.ge 04003000022055016031
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უნივერსიტეტი ვალდებულია
თეორიული შინაარსის სასწავლო კურსის/საგნის გავლის ელექტრონული სწავლების ფორმით
განხორციელების დაწყებამდე არაუგვიანეს 60 დღისა აცნობოს ამის თაობაზე განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნულ ცენტრს.
8. უნივერსიტეტი უფლებამოსილია შეიმუშაოს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა,
რომელიც სასწავლო პროცესის მთლიანად ელექტრონული სწავლების ფორმით წარმართვას
გულისხმობს. ასეთ შემთხვევაში შუალედური, დასკვნითი და დამატებითი გამოცდები შეიძლება
ჩატარდეს ელექტრონული ფორმით ან ადგილზე − უნივერსიტეტში მისვლით.
მუხლი 41. დისტანციური სწავლება
1. დისტანციური სწავლება ითვალისწინებს სასწავლო პროცესის დისტანციური/ელექტრონული
ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით წარმართვას.
2. დისტანციური სწავლება ხორციელდება სინქრონული ან ასინქრონული კომუნიკაციის ფორმით.
სინქრონული კომუნიკაცია გულისხმობს ისეთ ინტერაქციას, როდესაც ინფორმაციის გამგზავნსა და
მიმღებს შორის კომუნიკაცია ერთსა და იმავე დროს ხორციელდება, ხოლო ასინქრონული კომუნიკაცია
− ისეთ ინტერაქციას, როდესაც ინფორმაციის გამგზავნსა და მიმღებს შორის კომუნიკაცია ერთსა და
იმავე დროს არ ხორციელდება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისტანციური სწავლების განხორციელების
მიზნით უნივერსიტეტი უზრუნველყოფს დისტანციური სწავლების აპლიკაციის/პლატფორმის
შერჩევასა და გამართულად გამოყენებას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება სასწავლო
პროცესის ინტერაქტიურად წარმართვა.
4. დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად უნივერსიტეტი შეიმუშავებს
შერჩეული დისტანციური სწავლების აპლიკაციის/პლატფორმის გამოყენების
ინსტრუქციას/ვიდეოგზამკვლევს და უზრუნველყოფს სტუდენტებისა და უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალისთვის მის გაცნობას.
თავი VII. უნივერსიტეტის ბიუჯეტი და ქონება და სახელმწიფო კონტროლი
მუხლი 42. უნივერსიტეტის ბიუჯეტი
1. უნივერსიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას კოორდინაციას უწევს
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
2. უნივერსიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი შემუშავდება ფაკულტეტებთან და
უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კონსულტაციით.
3. უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, აკადემიურ საბჭოსთან
შეთანხმებით, დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.
4. წარმომადგენლობითი საბჭო განიხილავს წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს და ამტკიცებს მას ან
შესაბამისი შენიშვნებით უბრუნებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.
5. თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დაეთანხმება წარმოდგენილ შენიშვნებს, ბიუჯეტის პროექტს
შენიშვნების გათვალისწინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
6. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არ ეთანხმება წარმომადგენლობითი საბჭოს
შენიშვნებს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უფლება აქვს ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი
ვარიანტი სათანადო დასაბუთებული დასამტკიცებლად დაუბრუნოს წარმომადგენლობით საბჭოს.
წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენილ დასაბუთებას უნდა ერთოდეს აკადემიური საბჭოს
წინადადებები.
http://www.matsne.gov.ge 04003000022055016031
7. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ბიუჯეტის პროექტის განმეორებით დაუმტკიცებლობა იწვევს
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტას და ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება
მოხდება ახალდანიშნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით.
მუხლი 43. უნივერსიტეტის დაფინანსება
უნივერსიტეტის დაფინანსების წყაროებს წარმოადგენს:
ა) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო გრანტითა და სახელმწიფო სასწავლო
სამაგისტრო გრანტით (მხოლოდ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე);
ბ) გრანტის, შემოწირულების სახით ან ანდერძით მიღებული შემოსავლები;
გ) სამინისტროების მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება;
დ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
ე) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით
მიღებული შემოსავლები.
მუხლი 44. უნივერსიტეტის ქონება და სახელმწიფო კონტროლი
1. უნივერსიტეტის ქონება შედგება მისთვის სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოების, იურიდიული პირებისა და ფიზიკური პირების მიერ გადაცემული, ასევე საკუთარი
სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.
2. უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სპორტის სამინისტრო,
რომელიც ზედამხედველობას უწევს უნივერსიტეტის საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობას,
ეფექტიანობასა და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას. საქართველოს სპორტის სამინისტრო
უფლებამოსილია მოსთხოვოს უნივერსიტეტს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი
მასალისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
3. საქართველოს სპორტის სამინისტროს თანხმობით, უნივერსიტეტს შეუძლია განახორციელოს
შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და
დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) სხვა გადაწყვეტილებები უნივერსიტეტის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება
ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
4. უნივერსიტეტი, საქართველოს სპორტის სამინისტროს თანხმობის გარეშე, უფლებამოსილია
განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;
ბ) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო
სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების
ლიმიტების განსაზღვრა.
http://www.matsne.gov.ge 04003000022055016031
5. საქართველოს სპორტის სამინისტროს უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების
განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო
ორგანოში ან/და სასამართლოში.
6. უნივერსიტეტის უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება ან იჯარით გაცემა, ასევე
ქონებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, თუ იგი სცილდება
საგანმანათლებლო საქმიანობის ფარგლებს, შეიძლება მხოლოდ წარმომადგენლობითი საბჭოს
გადაწყვეტილებით, საქართველოს სპორტის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა
და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. უნივერსიტეტის მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, თუ იგი
სცილდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებს, შეიძლება მხოლოდ
წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით
დადგენილი წესით.
8. უნივერსიტეტი უფლებამოსილია საქართველოს სპორტის სამინისტროს თანხმობით, ისე, რომ
არსებითად არ გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრული დამხმარე სამეწარმეო/არასამეწარმეო საქმიანობა, მათ შორის, ამ მიზნით საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს სამეწარმეო (კომერციული) და არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირები.
9. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა
განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 45. საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობა
1. უნივერსიტეტის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ძირითად ამოცანებს შეადგენს:
ა) თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად, საფინანსო რესურსების საკმარისი პოტენციალის შექმნა,
რაც ადეკვატური იქნება უნივერსიტეტის სასწავლო საქმიანობის უზრუნველსაყოფად;
ბ) საინვესტიციო ეფექტურობის კრიტერიუმებიდან გამომდინარე, საფინანსო რესურსების
განაწილების ოპტიმიზაცია;
გ) ფინანსური სტრატეგიის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად საფინანსო დაგეგმარებისა და
ანალიზის სისტემის სრულყოფა.
2. უნივერსიტეტის ბიუჯეტი ყალიბდება კანონმდებლობით ნებადართული ყველა წყაროს
გათვალისწინებით და მოიცავს საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილებს.
მუხლი 46. უნივერსიტეტის ბალანსის შედგენა და შემოწმება
უნივერსიტეტი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს
საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და თავის მიერ
შერჩეული დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დამოწმებული ბალანსი წარუდგინოს საქართველოს
სპორტის სამინისტროს.
თავი VIII. რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია
მუხლი 47. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება „უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს
კანონებით გათვალისწინებული წესით.
http://www.matsne.gov.ge 04003000022055016031
2. უნივერსიტეტის რეორგანიზაციას ან/და ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს მთავრობა
საქართველოს სპორტის სამინისტროს წარდგინებით.
თავი IX. წესდებაში ცვლილების შეტანა
მუხლი 48. წესდებაში ცვლილების შეტანის წესი
1. წესდების ცვლილების პროექტის შემუშავება ხდება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ.
წარმომადგენლობით საბჭოში წესდების შემუშავებაში მონაწილეობს აკადემიური საბჭო.
2. წესდების ცვლილების პროექტი დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს სპორტის
სამინისტროს.
კონფიდენციალურობის & ქუქი ფაილების პოლიტიკა
ბოლო განახლება: 2025-08-18
შინაარსი
1) ვინ ამუშავებს თქვენს მონაცემებს?
მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელია სსიპ საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
ელ. ფოსტა: pdpo@sportuni.ge
მისამართი: საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი
2) ტერმინთა განმარტება
- პერსონალური მონაცემი — ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იძლევა პირის იდენტიფიკაციას.
- დამუშავება — მონაცემებზე განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია: შეგროვება, შენახვა, გამოყენება, გადაცემა, წაშლა და სხვ.
3) რა მონაცემებს ვაგროვებთ
3.1 თქვენი მიერ მოწოდებული მონაცემები
- სახელი და გვარი
- ელ. ფოსტა
- ტელეფონი
- დამატებითი ინფორმაცია საჭიროებისამებრ
3.2 ტექნიკური მონაცემები
- მოწყობილობა და ბრაუზერი
- IP მისამართი
- ნახვების სტატისტიკა & სესიის ინფორმაცია
5) მონაცემების გაზიარება
- ტექნიკურ სერვის პროვაიდერებთან
- ღონისძიებების ორგანიზატორებთან — მხოლოდ თქვენი წინასწარი თანხმობის საფუძველზე, რაც აფიქსირდება რეგისტრაციის ფორმაში მონიშნვადი ველის საშუალებით
- კანონით გათვალისწინებულ ორგანოებთან
6) ქუქი ფაილები
ვებსაიტი იყენებს ქუქი ფაილებს საიტის სტაბილური მუშაობისთვის, უსაფრთხოებისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებისთვის.
ქუქების ტიპები
- აუცილებელი ქუქები — საიტის ფუნქციონირებისთვის
- ანალიტიკური ქუქები — მხოლოდ თანხმობით
- მარკეტინგული ქუქები — მხოლოდ თანხმობით
დეტალურად იხილეთ ქუქის პოლიტიკა.
7) ხელოვნური ინტელექტი
- ჩათბოტი მუშაობს მხოლოდ საიტის შიდა ინფორმაციის საფუძველზე
- მომხმარებლის ტექსტი არ ინახება გრძელვადიანად
- გამოიყენება უსაფრთხოების ლოგირება და კონტროლი
8) სამართლებრივი საფუძველი
- თქვენი თანხმობა
- ლეგიტიმური ინტერესი
- კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები
- პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესები
9) მონაცემების შენახვის ვადები
- რეგისტრაციის მონაცემები — ღონისძიების დასრულებამდე
- ჩეთის მონაცემები — მხოლოდ სესიის განმავლობაში
- ქუქები — განსაზღვრული ვადით
10) თქვენი უფლებები
- მონაცემებზე წვდომა
- გასწორება
- წაშლა („დავიწყების უფლება“)
- დამუშავების შეზღუდვა
- თანხმობის გაუქმება
- საჩივრის შეტანა ზედამხედველ ორგანოში
11) უსაფრთხოება
- HTTPS დაშიფვრა
- წვდომის კონტროლი
- სარეზერვო კოპირება
12) პოლიტიკის ცვლილებები
ყველა განახლება გამოქვეყნდება ამავე გვერდზე.
13) კონტაქტი
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი:
pdpo@sportuni.ge