სპორტის უნივერსიტეტში გამოცხადდა მწვრთნელთა ფაკულტეტის დეკანის არჩევნები
საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცხადდა არჩევნები მწვრთნელთა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად — შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულია ფაკულტეტის საბჭოს 2025 წლის 20 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №9).
არჩევნების ჩატარების თარიღი
2026 წლის 5 თებერვალი
14:00 – 17:00 საათი
განცხადებების მიღების პერიოდი
2025 წლის 22 დეკემბრიდან — 2026 წლის 16 იანვრის ჩათვლით
ყოველდღე 10:00 – 17:00 საათამდე
მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №76-ბ, მეორე სართული, ოთახი N22
(შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა)
მონაწილეობის პირობები
- უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი
- სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება — არანაკლებ 5 წელი
არჩევის პროცედურა
- დეკანს ირჩევს ფაკულტეტის საბჭო
- ფარული კენჭისყრით
- უმრავლესობის მხარდაჭერით
- საარჩევნო კომისია შედეგებს აცხადებს არჩევნების დღეს
აუცილებელი დოკუმენტები
- პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი
- ავტობიოგრაფია (CV)
- ორი ფოტოსურათი (3×4)
- ცნობა დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ
- ცნობა სამედიცინო ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ
- სამოქმედო გეგმა (კონცეფცია)
65 წელს გადაცილებული კანდიდატები
აკადემიური საბჭო ინდივიდუალურად წყვეტს მონაწილეობის საკითხს (ფარული კენჭისყრით, 2/3-ით). შესაბამისი თანხმობის წარდგენა შესაძლებელია 2026 წლის 5 იანვრის ჩათვლით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ დეპარტამენტში: ქ. თბილისი, ეგნატე ნინოშვილის №55, ადმინისტრაციული კორპუსი, მე-3 სართული. კანდიდატის დასწრება განხილვაზე სავალდებულოა.


