საქართველოს სპორტის
სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები
მთავარი სტუდენტური ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის კონკურსი 2025/2026 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის!

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის კონკურსი 2025/2026 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის!

გაცნობებთ, რომ ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 2025/2026 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრისთვის გამოცხადდა კონკურსი მობილობისათვის

კონკურსის ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ ERASMUS-ის სტიპენდიასა და მგზავრობის დაფინანსებას.

მობილობა ცხადდება შემდეგ პარტნიორ უნივერსიტეტებში:

  • ლიეტუვის სპორტის უნივერსიტეტში (კაუნასი, ლიეტუვა) - 2 ადგილი (ბაკალავრი და მაგისტრი)
  • ვასილ ლევსკის სახელობის ეროვნული სპორტის აკადემია (სოფია, ბულგარეთი) - 4 ადგილი (ბაკალავრი და მაგისტრი)

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • სპორტის უნივერსიტეტის აქტიური სტუდენტის სტატუსი;
  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
  • მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA მინიმუმ 2.5).

კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია გაიაროთ შიდა საუნივერსიტეტო შერჩევა, რომელიც მოიცავს 3 საფეხურს:

  1. დოკუმენტაციის წარმოდგენა:
    • CV და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე;
    • ნიშნების ამონაწერი;
    • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ.
  2. ინგლისური ენის გამოცდა (ინგლისური ენის B2 დონის საერთაშორისო სერტიფიკატის ქონის შემთხვევაში აპლიკანტი არ გადის გამოცდის ეტაპს);
  3. გასაუბრება ინგლისურ ენაზე.

დამატებითი გრანტის შესაძლებლობა მათთვის, ვისაც სურვილი აქვს ისწავლოს ლიეტუვის სპორტის უნივერსიტეტში:

ლიეტუვის სპორტის უნივერსიტეტი სთავაზობს დამატებით გრანტს სტუდენტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ქვემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს (ნაკლები შესაძლებლობების მქონე სტუდენტთა ჯგუფები):

  • სტუდენტები, რომლებიც იღებენ სოციალური დახმარებას (საჭიროა ცნობა სოციალური დახმარების მიღების შესახებ);
  • სტუდენტები, რომელთა შრომისუნარიანობის დონე შეადგენს 45%-ს ან ნაკლებს (საჭიროა: შშმ პირის მოწმობა ან სამედიცინო დაწესებულების ცნობა);
  • 25 წლის ან უფროსი ასაკის სტუდენტები, რომლებიც სრულწლოვანების მიღწევამდე იმყოფებოდნენ მეურვეობის ქვეშ, ან რომელთა მშობლები (ან ერთ-ერთი მშობელი) გარდაცვლილია (საჭიროა: შესაბამისი დოკუმენტაცია);
  • სტუდენტები, რომლებიც არიან მცირეწლოვანი შვილ(ებ)ის (7 წლამდე) ან შშმ შვილ(ებ)ის (14 წლამდე) მშობლები/მეურვეები (საჭიროა: დაბადების მოწმობა, შშმ პირის მოწმობა);
  • იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებმაც განიცადეს პოლიტიკური რეპრესიები (საჭიროა: თავშესაფრის მინიჭების გადაწყვეტილება ან მუდმივი ბინადრობის ნებართვა);
  • სტუდენტები ჯანმრთელობის პრობლემებით (საჭიროა: ოფიციალური სამედიცინო ცნობა).

ყველა ზემოაღნიშნული დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე.

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: erasmus@sportuni.ge