განათლების საერთაშორისო გამოფენა – 26 ოქტომბერი, Holiday Inn Tbilisi
მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს ტარდება განათლების საერთაშორისო გამოფენა, თბილისში, სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ში (26 მაისის მოედანი #1).
გამოფენა ტარდება მათთვის, ვინც დაინტერესებულია საზღვარგარეთ სწავლით, სტიპენდიებისა და გრანტების მიღებით, საზაფხულო სკოლებით, მოკლევადიანი კურსებით და სხვადასხვა სასწავლო პროგრამით. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სასწავლებლები, ასევე საქართველოში არსებული საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც გამოფენაზე მისულ დაინტერესებულ პირებს შეთავაზებენ სტიპენდიებს და სასწავლო პროგრამებს — როგორც გრძელვადიანს, ასევე მოკლევადიანს.
გამოფენაზე გექნებათ უნიკალური შესაძლებლობა პირისპირ გაესაუბროთ საზღვარგარეთ არსებული უმაღლესი სასწავლებლების, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.
📌 გამოფენაზე დასწრება უფასოა!
გამოფენაზე დასასწრებად მნიშვნელოვანია რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე:
👉 რეგისტრაციის ფორმა
განათლების საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორია საგანმანათლებლო ორგანიზაცია Edu-Guide.Ge (www.edu-guide.ge).
📅 ჩატარების თარიღი და დრო:
2025 წლის 26 ოქტომბერი | 12:00-დან 17:00-მდე
Facebook ღონისძიება იხილეთ აქ: Facebook Event Link


