Warning: Undefined array key "HTTP_ACCEPT_LANGUAGE" in /var/www/sportuni.ge/index.php on line 21

Deprecated: strtolower(): Passing null to parameter #1 ($string) of type string is deprecated in /var/www/sportuni.ge/index.php on line 21
გილოცავთ 2025/2026 სასწავლო წლის დაწყებას! - საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საქართველოს სპორტის
სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები
მთავარი ღონისძიებები გილოცავთ 2025/2026 სასწავლო წლის დაწყებას!

გილოცავთ 2025/2026 სასწავლო წლის დაწყებას!

პირველკურსელებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში!

გილოცავთ 2025/2026 სასწავლო წლის დაწყებას და გელოდებით, სპორტის უნივერსიტეტის პირველკურსელთა მიღების საზეიმო ცერემონიაზე

6 ოქტომბერი
12:00 საათი
ახალი სპორტის სასახლე (უნივერსიტეტის ქუჩა N15ა)

ღონისძიებას გახსნის და პირველკურსელებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ტრისტან გულბიანი მიულოცავს

ასევე გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან. შეხვედრის განმავლობაში განხილული იქნება სტუდენტური თვითმმართველობის. კარიერული განვითარების, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის – სამოქმედო გეგმები და მომავალში დაგეგმილი აქტივობები

სტუდენტებს მიეწოდებათ ზოგადი ინფორმაცია – სასწავლო პროცესთან დაკავშირებით, საერთაშორისო გაცვლით პროგრამებზე და საუნივერსიტეტო სტიპენდიებზე

კიდევ ერთხელ გილოცავთ სტუდენტობას, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპს თქვენს ცხოვრებაში!

სპორტის უნივერსიტეტში ჩაბარებით თქვენ მიიღებთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის განათლებას, შეიძენთ ცოდნას და განავითარებთ საჭირო უნარებს

გვჯერა, რომ თქვენი სტუდენტური ცხოვრება სავსე იქნება საინტერესო და ნაყოფიერი დღეებით

გთხოვთ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე: https://form.jotform.com/251682627896473