შიდა მობილობა!
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიუ ...
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიუ ...
სპორტის უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები გამოცხადდა
მიმდინარე წლის 24 თებერვალს გაიმართება სსიპ „ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის“ სტუდენტუური თვითმმართველობის გამოთვისუფლებულ და დამატებით ადგილებზე წევრების არჩევნები. მათი უფლებამოსილება 16 იანვრის N 01-03 ბრძანების საფუძველზე განისაზღვრა მოქმედი სუდენტური თვითმმართველობის დარჩენილი ვადით;
მწვრთნელთა ფაკულტეტიდან სტუდენტების რაოდენობა განისაზღვრა 9 სტუდენტით, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტიდნ 5 სტუდენტით.
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მსურველებმა, საარჩევნო კომისიას უნდა მიმართონ მიმდინარე წლის 6 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით (10 დღე) უნივერსიტეტის კანცელარიას და წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
1. განცხადება;
2.მხარდამჭერ სტუდენტთა 5 კაციანი სია ხელმოწერებით- ფაკულტეტების მიხედვით, რომელ ფაკულტეტიდანაც იყრის კენჭრს;
3.ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
4. პირადობის მოწმობის ასლი.