შიდა მობილობა!
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიუ ...
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიუ ...
სპორტის უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუმრების მიღება გრძელდება
18 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით სპორტის უნივერსიტეტს ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უნგრეთის სპორტის მეცნიერებების უნივერსიტეტის ვიცე რექტორი აკოს ცერნი ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში პროფესორი ცერნი შეხვდა რექტორს პროფესორ ჯემალ ძაგანიას, ასევე უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს და გაიმართა საქმიანი საუბარი სამომავლო გეგმებზე და ურთიერთანამშრომლობის გაფართოებაზე. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის გაზაფხულში ჩვენ სამ სტუდენტს: სოფო გორგოძეს, მარიამ ხუტუნიშვილს და ნინო ხუტუნიშვილს სწორედ ბუდაპეშტში, ჩვენი უნივერსიტეტის პარტნიორ - უნგრეთის სპორტის მეცნიერებების უნივერსიტეტში ერთი სემესტრის განმავლობაში შესაძლებლობა მიეცათ გაცვლით პროგრამაში მიეღოთ მონაწილეობა. როგორც ვიცე რექტორმა ბრძანა - ჩვენს ორ უნივერსიტეტს შორის გაგრძელდება თანამშრომლობა და უფრო მეტი სიხშირით განხორციელდება მობილობა, როგორც სტუდენტების ისე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.