/ სიახლე / ვაკანსია ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე...

ვაკანსია ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე

სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდის და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე 

განაკვეთი-სრული

სამუშაო დღეები - კვირაში 5 დღე (ორშაბათიდან -პარასკევი)

გამოსაცდელი ვადა - 6 თვე

 

ჩვენს შესახებ :

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ავტორიზებული, სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსის მქონე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამებს და გასცემს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს.

მისამართი: თამარაშვილის 4ა

ადგილების რაოდენობა :1

ხელფასი: 1000 ლარი

 

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  1. პროგრამების შემუშავების, შეფასების, განახლებისა და რეაკრედიტაციის პროცესების ორგანიზება;
  2. უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი პროცესების ხარისხის შეფასებისათვის საჭირო ინსტრუმენტებისა და მეთოდების შემუშავებაში მონაწილეობა, მათ შორის – საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების გზით;
  3. ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  4. ავტორიზაციისა და აკრედიტაციისათვის თვითშეფასების პროცესების ორგანიზება;
  5. საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ეტაპზე საგანმანათლებლო პროგრამებისა და სილაბუსების შეფასება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი აქტივობების განხორციელება;
  6. სამსახურში შემოსულ კორესპონდენციებს პასუხის მომზადება;
  7. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  8. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის, სტუდენტების, კურსდამთავრებულების კმაყოფილების კვლევის ჩატარება, მონაცემების დამუშავება და ანგარიშის მომზადება;
  9. შრომის ბაზრის კვლევა;
  10. პოტენციური დამსაქმებლების და პრაქტიკის ობიეტქების კვლევის ჩატარება და ანგარიშის მომზადება.

 

ცოდნა /საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება - არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი (პრიორიტეტი მიენიჭება სოციალური მეცნიერებების მიმართულებას) ;
  • ქართული ენაზე მეტყველებისა და წერის ძალიან კარგი უნარები;
  • ინგლისურ ან  სხვა უცხო ენაზე მეტყველებისა და წერის კარგი უნარები;
  • SPSS ცოდნა;
  • კვლევის რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდების ცოდნა;
  • კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms. Word, Ms. Power Point) ცოდნა.

 

უნარ ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

  • ეფექტური კომუნიკაციის (ვერბალური და წერილობითი);
  • ინფორმაციის/ მონაცემთა ანალიზი
  • შედეგზე ორიენტაციის უნარი;
  • პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.
  •  მაღალი პასუხისმგებლობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტაცია;
  • ორგანიზებულობა.

 

დამატებითი მოთხოვნები:

  1. საქართველოს კანონი ,,უმაღლესი განათლების შესახებ”;
  2. საქართველოს კანონი ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“;

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა განცხადების წარდგენის დროს   აუცილებლად წარმოადგინოს:

  1. რეზიუმე (CV)
  2. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომის ასლი )

 

კონკურსის გამოცხადების ვადები:

რეზიუმის  მიღება დაიწყება 2024 წლის 11 ივლისიდან  2024 წლის 19 ივლისის ჩათვლით.

კონკურსი გაიმართება 2024 წლის 22 ივლის  თამარაშვილის 4 ა.  მე- III სად. III სართ. N 50.

 

 

კონკურსი მოიცავს შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

 

  1. განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა (კანდიდატის შეფასების ეტაპზე - გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან - გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს ამ ფორმით განსაზღვრულ მოთხოვნებს და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას).
  2. კანდიდატის შეფასება მოიცავს გასაუბრებას საკონკურსო კომისიასთან (საკონკურსო კომისიასთან გასაუბრებისას კომისიის მიერ, შეფასდება განსაზღვრული პროფესიული ცოდნა, მოტივაცია, სამსახურის სისტემის  და საქმიანობის ცოდნა. შეფასებისას ხორციელდება  საკონკურსო კომისიის მიერ ქულათა სისტემის საფუძველზე.
  3. კონკურსის შედეგების გამოცხადება (შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა თითოეულ კანდიდატს ელექტრონულად ან/და წერილობით , მის მიერ რეზიუმეში მითითებულ ელ. ფოსტაზე ეცნობება მიღებული გადაწყვეტილება).

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელ-ფოსტაზე hr.sportuni.ge . გთხოვთ, გამოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი.  დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

 

მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს, სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მიერ, პერსონალის შერჩევის მიზნებისთვის. კონკურსანტის  მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები უნივერსიტეტში  ინახება კონკურსის  დასრულებამდე, ხოლო, იმ კანდიდატების პერსონალური მონაცემები ვინც ვერ გადალახა შერჩევის I ეტაპი უნივერსიტეტი ადგილზე ინახავს ორი თვის ვადით, რის შემდეგადაც ნადგურდება.