/ სიახლე / ცხადდება მიღება სამაგისტრო პროგრამებზე!...

ცხადდება მიღება სამაგისტრო პროგრამებზე!

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2024-2025 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:

  • ფიზიკური აღზრდა და სპორტი (მწვრთნელი) 
  • ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია 
  • სპორტის მენეჯმენტი 

 

 

საბუთების წარმოდგენის ვადა:

2 სექტემბრიდან  20 სექტემბერის ჩათვლით 11:00 სთ-დან 17:00 საათამდე.

სწავლის საფასური - 2250 ლარი

 

წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი

სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა კანდიდატებმა   უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განცხადება (ივსება ადგილზე)
  •   პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
  • ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (შესაძლებელია ნოტარიულად დამტკიცებული ასლის წარმოდგენა) ან ცნობა შესაბამისი საფეხურის დამთავრებისა და კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის საგამოცდო ბარათი
  • ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის)
  • ფოტოსურათი 3x4 (CD)

 

საუნივერსიტეტო მისაღები გამოცდები ჩატარდება ორ ეტაპად:

      გამოცდა სპეციალობაში 23 სექტემბერი 11:00 სთ-დან სამივე საგანმანათლებლო პროგრამაზე;

 

საგამოცდო საკითხები იხილეთ შემდეგ ბმულზე:

 

  •     გამოცდა ინგლისურ ენაში:

24 სექტემბერი 11:00 სთ-დან;

პირი, რომელიც წარმოადგენს ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს (CEFR B2, IELTS exam – 5.5, BEC exam and CELS exam – Vantage,  Cambridge exam – FCE, TOEIC – 785, TOEFL iBT – 72, TOEFL ITP – 543), განთავისუფლებულია შესაბამისი გამოცდიდან.

 

შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 26 სექტემბრისა

სააპელაციო განაცხადის წარმოდგენა იწარმოებს 27 სექტემბერს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე.

აპელაციის და საბოლოო შედეგები გამოცხადება 30 სექტემბერს.

ხელშეკრულებები გაფორმება 1-2 ოქტომბერს.

დოკუმენტების წარმოდგენა:

 თბილისი, ვაჟა-ფშველას გამზ. 76 ბ.