საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, 5 მაისს საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ლიეტუვის სპორტის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, ანდრიუს სატა ეწვია. ვიზიტის ფარგლებში სტუმარი შეხვდა რექტორს, ბატონ ტრისტან გულბიანსა და სამეცნიერო-კვლევითი სამსახურის უფროსს, გიორგი ზუბიტაშვილს.
შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო ურთიერთობებზე, ორ ინსტიტუციას შორის მყარი კავშირების ჩამოყალიბებასა და ერთობლივი სამეცნიერო კვლევების წარმოების პერსპექტივებზე. სტუმარი ასევე გაეცნო ფაკულტეტების საქმიანობას და იმ კვლევით აქტივობებს, რომლებიც უნივერსიტეტში ხორციელდება. ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სტუდენტებში Erasmus+ მობილობის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაა.
აღნიშნული ვიზიტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესში, რაც ხელს უწყობს ჩვენი აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას



