Warning: Undefined array key "HTTP_ACCEPT_LANGUAGE" in /var/www/sportuni.ge/index.php on line 21

Deprecated: strtolower(): Passing null to parameter #1 ($string) of type string is deprecated in /var/www/sportuni.ge/index.php on line 21
მწვრთნელთა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები - საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საქართველოს სპორტის
სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები
მთავარი სასწავლო მწვრთნელთა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები

მწვრთნელთა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები

მწვრთნელთა ფაკულტეტის საბჭოს 2025 წლის 3 ნოემბრის
№7 სხდომის გადაწყვეტილება

სსიპ საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მწვრთნელთა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების გამოცხადების შესახებ

მწვრთნელთა ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე დეკანის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად დაინიშნოს არჩევნები 2025 წლის 7 ნოემბერს 12:00 საათიდან 16:00 საათამდე. მსურველებს (პროფესორს ან ასოცირებულ პროფესორს) შეუძლიათ წარმოადგინონ განცხადება 2025 წლის 4 ნოემბრის 16:00 საათიდან 6 ნოემბრის 15:00 საათამდე.
განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთი — პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების ცოდნა (დადასტურებული გამოცდილებით);
  • ავტობიოგრაფია (CV);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიას
მისამართი: თბილისი, ეგნატე ნინოშვილის 55
ტელ.: 032 2 56 05 01

საფუძველი:
მწვრთნელთა ფაკულტეტის დეკანის ი. დოლაბერიძის თანამდებობის ვადამდე ადრე დატოვება (2025 წლის 1 ნოემბერი) და ფაკულტეტის საბჭოს 2025 წლის 3 ნოემბრის №7 სხდომის გადაწყვეტილება.