XI სტუდენტური საფაკულტეტო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია
საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი იწვევს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს XI სტუდენტურ საფაკულტეტო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად!
ძირითადი დეტალები:
თარიღი და დრო: 2026 წლის 28 აპრილი, 15:00 საათი.
ადგილი: ნინოშვილის №55.
მონაწილეობის უფლება აქვთ: როგორც სპორტის უნივერსიტეტის, ისე სხვა ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.
კონფერენციის მიზანი და თემატიკა:
ღონისძიების მთავარი მიზანია ფიზიკური მედიცინის, რეაბილიტაციისა და ფიტნესის სფეროებში არსებული აქტუალური გამოწვევების ანალიზი და გადაჭრის გზების ძიება.
განსახილველ თემატიკას შორისაა:
- ცხოვრების წესის კომპონენტებისა (კვება, ძილი, ფიზიკური აქტივობა) და სტრესის გავლენის შეფასება ჯანმრთელობასა და რეაბილიტაციაზე.
- ბიოსამედიცინო და კომპიუტერული ტექნოლოგიების ინტეგრაცია ფიზიკურ რეაბილიტაციასა და სპორტში.
- დარგობრივი უცხოური ენისა და პროფესიული ტერმინოლოგიის როლი, საერთაშორისო სამეცნიერო ლიტერატურის კრიტიკული ანალიზი და პროფესიული კომუნიკაციის ეთიკური ასპექტები.
დასაშვებია როგორც მიმოხილვითი, ასევე კვლევითი ხასიათის ნაშრომები. ტექსტის მოცულობა უნდა იყოს 3-5 გვერდი, შესრულებული APA სტილით. მოხსენებების დრო განისაზღვრება 10 წუთით, რასაც დაემატება 5 წუთი კითხვა-პასუხისთვის. საკონფერენციო მოხსენებები გატარდება ანტიპლაგის პროგრამაში (Duplichecker).
თითოეულ მომხსენებელს გადაეცემა კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი და გამოიცემა თეზისების კრებული (ელექტრონული და ბეჭდური ფორმატით). სპეციალური ჟიურის მიერ შერჩეული საუკეთესო მოხსენებები რეკომენდებული იქნება საუნივერსიტეტო კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად.
მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომები უნდა გამოაგზავნონ:
ელ-ფოსტა: phmrfaculty@sportuni.ge
ბოლო ვადა: 2026 წლის 23 აპრილის ჩათვლით.



