🌍 საერთაშორისო აღიარება
SportUni-ს მიენიჭა EUSA-ს ასოცირებული წევრის დროებითი სტატუსი
საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიენიჭა EUSA-ს ასოცირებული წევრის დროებითი სტატუსი.
ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია უნივერსიტეტის საერთაშორისო აღიარებისა და განვითარების გზაზე, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს მის პოზიციებს ევროპულ საგანმანათლებლო და სპორტულ სივრცეში.



