პრაქტიკის ანგარიშების წარმატებული დაცვა
მიმდინარე წლის 4 ივნისს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სპორტის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების დამამთავრებელი კურსის სტუდენტთა პრაქტიკის ანგარიშების დაცვა.
პრაქტიკის ანგარიში წარადგინა 19-მა სტუდენტმა, რომლებმაც სამთვიანი პრაქტიკა გაიარეს 17 პარტნიორ სპორტულ ორგანიზაციაში.
პრაქტიკის დაცვის ფარგლებში სტუდენტებმა პრეზენტაციის ფორმატში კომისიას წარუდგინეს პრაქტიკის ობიექტებზე განხორციელებული საქმიანობის ამსახველი დეტალური ანგარიშები, ისაუბრეს მიღებულ პროფესიულ გამოცდილებასა და შეძენილ კომპეტენციებზე და ამომწურავად უპასუხეს კომისიის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს, რომლებიც პრაქტიკის პერიოდში შესრულებულ საქმიანობას შეეხებოდა.
სტუდენტმა წარმატებით დაიცვეს პრაქტიკის ანგარიში და დაიმსახურეს დადებითი შეფასება.
ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს წარმატებას და ვუსურვებთ წინსვლას შემდგომ საქმიანობასა და კარიერულ განვითარებაში.
მადლობას ვუხდით კომისიის წევრებსა და პარტნიორ სპორტულ ორგანიზაციებს სტუდენტების პროფესიული განვითარებისა და პრაქტიკული უნარების გაღრმავების პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.



