საქართველოს სპორტის
სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები
მთავარი სხვადასხვა სპორტის უნივერსიტეტი მხარს უჭერს – სუფთა სპორტს!

სპორტის უნივერსიტეტი მხარს უჭერს – სუფთა სპორტს!

22 ოქტომბერს, საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობდა იუნესკოს ანტი-დოპინგური კონვენციის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც გაიმართა საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ორგანიზებით. ღონისძიება ესწრებოდნენ განათლებისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

ღონისძიების გახსნის შემდეგ მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შოთა ხაბარელი, და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი.

შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის, უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, მედიცინის დოქტორის თეიმურაზ უკლებას პრეზენტაციას — „UNESCO-ს სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციის ფონდთან თანამშრომლობა და კონვენციის მოთხოვნების იმპლემენტაცია“

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი ჯემალ ძაგანია, რომელმაც წარმოადგინა უნივერსიტეტის ახალი ინიციატივა — „სუფთა სპორტის მხარდამჭერი საგანმანათლებლო დაწესებულებისსტატუსის მინიჭების შესახებ.

უნივერსიტეტი 2017 წლიდან აქტიურად ახორციელებს ანტი-დოპინგურ საგანმანათლებლო საქმიანობას იუნესკოს კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად. ამ პერიოდში სასწავლო პროგრამებში ინტეგრირდა 4-კრედიტიანი საგანი დოპინგთან ბრძოლის საფუძვლები, ასევე მომზადდა და ითარგმნა მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) ელექტრონული სასწავლო მოდული ქართულ ენაზე, რომელიც დღეს ხელმისაწვდომია როგორც სტუდენტებისთვის, ისე ფართო საზოგადოებისთვის.

გარდა ამისა, უნივერსიტეტმა 2024 წელს ჩაატარა კვლევა დოპინგის პრევენციის სამეცნიეროკვლევითი და საგანმანათლებლო მხარდაჭერა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, ხოლო 2025 წლის ბოლომდე დაგეგმილია ახალი სოციალური კვლევა დოპინგის პრევენციის თემაზე, რაც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწას და სუფთა სპორტის იდეის განმტკიცებას.

ღონისძიება დასრულდა უნივერსიტეტის წარმომადგენელთა ინიციატივით — ყოველწლიურად განხორციელდეს სუფთა სპორტის პოპულარიზაციისკენ მიმართული აქტივობები და კვლევითი პროექტები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთგულებას სუფთა სპორტის, ეთიკისა და განათლების მიმართ.