საქართველოს სპორტის
სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები
მთავარი სასწავლო სპორტის უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ხორვატიის, ქ.ზაგრების უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია

სპორტის უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ხორვატიის, ქ.ზაგრების უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია

2018 წლის 18 მაისს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერისტეტს სამუშაო ვიზიტით ხორვატიის, ქ. ზაგრების უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია.

დელეგაციის წევრები იყვნენ უნივერსიტეტის კინეზიოლოგიის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ტომისლავ კრისტიჩევიჩი და მისი ორი მოადგილე. ვიზიტის ფარგლებში პროფესორმა კრისტიჩევიჩმა სპორტის უნივერსიტეტში წაიკითხა მოხსენება კინეზიოლოგიის მეცნიერების შესახებ და წარმოადგინა პრეზენტაცია ზაგრების უნივერსიტეტის კინეზიოლოგიის ფაკულტეტის საქმიანობის შესახებ.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სპორტის უნივერსიტეტსა და ზაგრების უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის სასწავლო პროცესების განვითარებას და პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას გაცვლითი პროგრამების ფარგლებში. აღნიშნული მემორანდუმი ასევე გაამყარებს ხორვატია–საქართველოს მეგობრულ და თანამშრომლურ ურთიერთობებს.


სტუდენტთა საუნივერსიტეტთაშორისო კონფერენცია სპორტის უნივერსიტეტში

2018 წლის 23 მაისს, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია (ორგანიზატორები: ქეთევან ბერიძე და გიორგი ზუბიტაშვილი), რომელიც მიეძღვნა სპორტის უმაღლესი სასწავლებლის დაარსებიდან 80 წლის იუბილეს.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ მწვრთნელთა ფაკულტეტის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტები, ასევე სპორტის კოლეჯის, გორის უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტები და მაგისტრანტები.