საქართველოს სპორტის
სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები
მთავარი სხვადასხვა სპორტული ორიენტირების მწვრთნელთა საგანმანათლებლო პროგრამა

სპორტული ორიენტირების მწვრთნელთა საგანმანათლებლო პროგრამა

საგანმანათლებლო პროგრამა

სპორტული ორიენტირების მწვრთნელთა საგანმანათლებლო პროგრამა იწყება სპორტის უნივერსიტეტში

საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროექტ „ორიენტირება – საქართველოს“ ფარგლებში, იწყება სპორტული ორიენტირების მწვრთნელთა საგანმანათლებლო პროგრამა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მოქმედი მასწავლებლებისთვის.

პროგრამას ახორციელებენ: „სპორტი განვითარებისთვის — საქართველო“, „საქართველოს ორიენტირებისა და როგეინის ასოციაცია“, საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შვედეთის სპორტული ორიენტირების კლუბი “Idrefjällen’s Orientation Club” და თურქეთის სპორტული კლუბი “Pikolo Sports Club”.

პროგრამის I ეტაპი ჩატარდება 2026 წლის 21–24 მაისსა და 5–7 ივნისს, ხოლო II ეტაპი გაიმართება 2026 წლის 4–9 ნოემბერსა და 19–22 ნოემბერს.

პროგრამა მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და სერტიფიცირების შესაძლებლობას.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 14 მაისი