საქართველოს სპორტის
სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტუდენტებისთვის
მთავარი სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის გადახდის პირობები

სწავლის საფასურის გადახდის პირობები

სსიპ საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამის წლიური ღირებულება შეადგენს 2250 (ორი ათას ორას ორმოცდაათ) ლარს.
სტუდენტის მიერ სემესტრულად გადასახდელი სწავლის საფასურის ოდენობა შეადგენს 1125 (ათას ას ოცდახუთი) ლარს, რომელსაც სტუდენტი იხდის შესაბამის სემესტრში ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში (გარდა იმ სტუდენტებისა, ვინც ფლობს 100% გრანტს). რესგიტრაციისთვის ვადებს წინასწარ საზღვრავს უნივერსიტეტი.
სწავლის საფასურის გადახდა სტუდენტს შეუძლია უნაღდო ანგარიშსწორებით “საქართველოს ბანკის”, “TBC ბანკის”, “ლიბერთი ბანკის” ნებისმიერ ფილიალში, შემდეგი რეკვიზიტებით:

სწავლის საფასურის სახაზინო კოდი 709027289
ა/ნ GE24NB0330100200165022
ბანკის კოდი TRESGE22

სპორტული ტურის სახაზინო კოდი 709027519,
ა/ნ GE24NB0330100200165022
ბანკის კოდი TRESGE22

იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ვერ ახერხებს მიმდინარე დავალიანების სრულად გადახდას (1125 ლარი), მას შეუძლია განცხადებით მიმართოს ფაკულტეტის დეკანს (გარდა პირველი სემესტრის სტუდენტებისა).