საქართველოს სპორტის
სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები
მთავარი სტუდენტური ტრენინგი „კარიერული განვითარება“ –  საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ტრენინგი „კარიერული განვითარება“ –  საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ტრენინგი „კარიერული განვითარება“

სპორტუნი გიწვევთ ტრენინგზე თემაზე „კარიერული განვითარება“, რომელიც მიზნად ისახავს მონაწილეთა პროფესიული ხედვის გაფართოებას და კარიერული ზრდის მიმართულებების უკეთ გაცნობას.

ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც უკავშირდება კარიერული განვითარების პროცესს და მის ეფექტიან წარმართვას, მათ შორის:

  • როდის იწყება და როდის სრულდება ადამიანის კარიერა
  • კარიერული განვითარების ძირითადი მიმართულებები
  • კარიერის შეფასების კრიტერიუმები
  • წარმატებული კარიერის არსი და ძირითადი მახასიათებლები
  • რა განსაზღვრავს კარიერულ კმაყოფილებას და როგორ შეიძლება მისი გაუმჯობესება

ტრენინგი მონაწილეებს დაეხმარება საკუთარი პროფესიული მიზნების მკაფიოდ ჩამოყალიბებასა და სამომავლო კარიერული ნაბიჯების სტრუქტურირებულ დაგეგმვაში.

დეტალები:

თარიღი: 11 ივნისი

ადგილი: ე. ნინოშვილის ქუჩა N55, აუდიტორია N501

დასაწყისი: 11:00 საათი