Warning: Undefined array key "HTTP_ACCEPT_LANGUAGE" in /var/www/sportuni.ge/index.php on line 21

Deprecated: strtolower(): Passing null to parameter #1 ($string) of type string is deprecated in /var/www/sportuni.ge/index.php on line 21
ტრენინგი სპორტის უნივერსიტეტში - საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საქართველოს სპორტის
სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები
მთავარი სტუდენტური ტრენინგი სპორტის უნივერსიტეტში

ტრენინგი სპორტის უნივერსიტეტში

„სამეცნიერო გრანტის მოპოვებისა და განხორციელების გზები“

საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ტრენინგი: „სამეცნიერო გრანტის მოპოვებისა და განხორციელების გზები“.

ტრენინგს გაუძღვება ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი — ქალბატონი ნინო პავლიაშვილი.

შეხვედრა განკუთვნილია უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის და დაეთმობა საგრანტო შესაძლებლობების მიმოხილვას, განაცხადის მომზადების პრაქტიკულ პრინციპებსა და პროექტის ეფექტიანი განხორციელების ეტაპებს.

თუ გსურთ თქვენი კვლევითი იდეა რეალურ პროექტად აქციოთ — ეს ტრენინგი ზუსტად თქვენთვის არის!

თარიღი: 26 თებერვალი
დრო: 16:00 საათი
მისამართი: საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ვაჟა ფშაველას გამზ. 76ბ)