Warning: Undefined array key "HTTP_ACCEPT_LANGUAGE" in /var/www/sportuni.ge/index.php on line 21

Deprecated: strtolower(): Passing null to parameter #1 ($string) of type string is deprecated in /var/www/sportuni.ge/index.php on line 21
ცხადდება კონკურსი 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტიპენდიის მოსაპოვებლად. - საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საქართველოს სპორტის
სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები
მთავარი სტუდენტური ცხადდება კონკურსი 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტიპენდიის მოსაპოვებლად.

ცხადდება კონკურსი 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტიპენდიის მოსაპოვებლად.

სტიპენდიის კონკურსი — 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

ცხადდება კონკურსი 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტიპენდიის მოსაპოვებლად. საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტიპენდიების დანიშვნისა და გაცემის წესის თანახმად ცხადდება გაზაფხულის სემესტრის სტიპენდიის კონკურსი.

დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადები:
• 2025 წლის 4 მარტი – 10 მარტი ჩათვლით;
• წინასწარი შედეგების გამოქვეყნება – 13 მარტი;
• სააპელაციო განაცხადების მიღება – 18 მარტი (17:00 საათამდე);
აპელაციის შემთხვევაში განცხადება იგზავნება ფაკულტეტის ფოსტაზე
• coaches.faculty@sportuni.ge
• Phmrfaculty@sportuni.ge

კონკურსში მონაწილე სტუდენტებმა უნდა წარმოადგინოთ:
• განცხადების შევსებული ფორმა.
• პირადობის მოწმობის ასლი.
• საბანკო ანგარიშის რეკვიზიტი.

მწვრთნელთა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის
მისამართი: ვაჟა-ფშაველას 76. მე-2 სართული. მწვრთნელთა ფაკულტეტის დეკანატი ან გამოაგზავნოთ ფაკულტეტის ელ-ფოსტაზე coaches.faculty@sportuni.ge

ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის
ე. ნინოშვილის 55, მე-2 სართული, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანატი ან გამოაგზავნოთ ფაკულტეტის ელ-ფოსტაზე Phmrfaculty@sportuni.ge

სტიპენდია არ ენიშნებათ:
• სტიპენდიის დანიშვნის მომენტისთვის სხვა სტიპენდიის/საუნივერსიტეტო დაფინანსების მქონე სტუდენტს;
• სტუდენტს, რომელსაც სრულად არ აქვს ათვისებული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი ეტაპისათვის გათვალისწინებული კრედიტები;
• წინა სასწავლო სემესტრში მობილობით გადმოსულ სტუდენტს;
• სტატუს შეწყვეტილ და სტატუს შეჩერებულ სტუდენტებს;
• სტუდენტს, რომელსაც ერთ-ერთ რომელიმე სასწავლო კურსში აქვს 71 ქულაზე ნაკლები.

გისურვებთ წარმატებებს!

📎

განცხადების ფორმა

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ ჩამოტვირთოთ და შეავსოთ განცხადების ფორმა.