World Rugby U20 Championship საქართველოში — მოწვევა სტუდენტებისთვის
მოგესალმებით სტუდენტებო,
საქართველოში ტარდება World Rugby U20 Championship, რომელსაც უკვე მეორედ მასპინძლობს ჩვენი ქვეყანა ამ მასშტაბის საერთაშორისო ტურნირს.
ჩემპიონატში მონაწილეობს მსოფლიოს 16 საუკეთესო ახალგაზრდული ნაკრები, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში ჩამოდიან მომავალი ვარსკვლავები და მსოფლიო რაგბის ელიტის წარმომადგენლები. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, ცოცხლად ვიხილოთ უმაღლესი დონის რაგბი, მხარი დავუჭიროთ ჩვენს ნაკრებს და მივაწვეთ გამარჯვებას.
ტურნირი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სპორტული კუთხით, არამედ ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისა და სტუდენტური ჩართულობის თვალსაზრისითაც. მსგავსი მასშტაბის ღონისძიებები აერთიანებს ახალგაზრდებს, ქმნის განსაკუთრებულ ატმოსფეროს და აძლიერებს ქვეყნის პოზიციას მსოფლიო სპორტულ რუკაზე.
ერთად შევქმნათ დაუვიწყარი ჩემპიონატი საქართველოში.
დეტალური ინფორმაცია თარიღებისა და მატჩების შესახებ გამოქვეყნდება ოფიციალურ არხებზე.
პატივისცემით,
საქართველოს რაგბის კავშირი



