/ სიახლე / ...

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მსურველთათვის, რომლებმაც შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის (სპორტული ტურის) შედეგების რანჟირების საფუძველზე ვერ მოიპოვეს სწავლის უფლება სახელმწიფო გრანტის ფარგლებში დაფინანსებით, უნივერსიტეტის საერთო ქვოტის ფარგლებში თვითდაფინანსებით სწავლის მსურველებისთვის განისაღზღვრა 30 ვაკანტური ადგილი.

თვითდაფინანსებით სწავლის მსურველმა პირებმა (რომელსაც გავლილი აქვს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული სპორტული ტური) 6-8 ოქტომბერს განცხადებით უნდა მიმართონ უნივერსიტეტს. დისტანციურად, ელექტრონულ ფორმატში განაცხადის გაკეთება შესაძლებელია 6 - 7 ოქტომბერს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: teachers@sportuni.ge

ჩარიცხვა განხორციელდება შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის (სპორტული ტური) შედეგების საფუძველზე. კონკურსის არსებობის შემთხვევაში თუ შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის (სპორტული ტურის) ქულა არის თანაბარი, გათვალისწინებული იქნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგნის გამოცდის ქულა. შიდა საუნივერსიტეტო (სპორტული ტური) და საგნის გამოცდაში თანაბარი ქულის არსებობის შემთხვევაში დამატებით საკონკურსოდ განიხილება ნორმატივებში მიღებული ნედლი მონაცემები.

თვითდაფინანსების სწავლის ულება მინიჭებული პირი ვალდებულია უნივერსიტეტთან გააფორმოს ხელშეკრულება 11-12 ოქტომბრს (მის. ი. ჭავჭავაძის გამზ. N49. დაწესებულების კანცელარიაში 12:00-დან 16 საათამდე). პირი, რომელიც ვერ ახერხებს ხელშეკრულების გაფორმების მიზნით ადგილზე მოსვლას, უფლებამოსილია ელექტრონულად გააფორმოს ხელშეკრულება (იხ. ფაილი ), რისთვისაც დადგენილ ვადაში უნდა მიმართოს უნივერსიტეტს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: teachers@sportuni.ge

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა დაიწყება 18 ოქტომბერს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 599 55 61 16