საქართველოს სპორტის
სახელმწიფო უნივერსიტეტი

დღე: მაისი 19, 2026
მთავარი დღე: მაისი 19, 2026

სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია: „წვრთნის, რეაბილიტაციისა და მენეჯმენტის საკითხები სპორტში“

2026 წლის 16 მაისს, საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „წვრთნის, რეაბილიტაციისა და მენეჯმენტის საკითხები სპორტში“. კონფერენციაზე 25 მოხსენება იქნა წარმოდგენილი. ღონისძიებას უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. წარმოდგენილმა საინტერესო მოხსენებებმა და კვლევითმა შრომებმა დიდი ინტერესი გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში, რის შედეგადაც შეხვედრა აქტიურ კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. […]