2026 წლის 16 მაისს, საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „წვრთნის, რეაბილიტაციისა და მენეჯმენტის საკითხები სპორტში“.
კონფერენციაზე 25 მოხსენება იქნა წარმოდგენილი.
ღონისძიებას უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
წარმოდგენილმა საინტერესო მოხსენებებმა და კვლევითმა შრომებმა დიდი ინტერესი გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში, რის შედეგადაც შეხვედრა აქტიურ კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
მსგავსი კონფერენციები უნივერსიტეტში ყოველწლიურად ტარდება. ისინი მიზნად ისახავს სტუდენტების აქტიურ ჩაბმას სამეცნიერო-კვლევით აქტივობებში, სიახლეების გაზიარებასა და მათ აკადემიურ და პროფესიულ ზრდას.
კონფერენციის პროგრამას იხილავთ ბმულზე: https://docs.google.com/document/d/1Z0a5MMtXUg_V-iFHhUkRKrltNnsJgXiIrpYiGq_VybY/edit?usp=sharing



