საქართველოს სპორტის
სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები
მთავარი სამეცნიერო საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია: „წვრთნის, რეაბილიტაციისა და მენეჯმენტის საკითხები სპორტში”

საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია: „წვრთნის, რეაბილიტაციისა და მენეჯმენტის საკითხები სპორტში”

2025 წლის 24-25 ნოემბერს, საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: „წვრთნის, რეაბილიტაციისა და მენეჯმენტის საკითხები სპორტში“.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 22 მოხსენება, რომლებიც მოიცავდა როგორც თეორიული საკითხების ანალიზს, ისე კვლევითი შედეგების განხილვას სპორტის სხვადასხვა აქტუალურ მიმართულებაზე. თემებმა დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც აქტიურ დისკუსიასა და კითხვა-პასუხის რეჟიმში გადაიზარდა.

მსგავსი სამეცნიერო კონფერენციების ჩატარება უნივერსიტეტში დამკვიდრებული ტრადიციაა. კონფერენციის მასალები საჯაროა და ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის ვებგვერდზე დარგის სპეციალისტებისა და დაინტერესებული პირებისთვის.