საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია, სპორტული მედიცინისა და მეცნიერების აკადემიასთან თანამშრომლობით, ახორციელებს სამდღიან საერთაშორისო სტაჟირების პროგრამას თემაზე:
„ფუნქციური შეფასება, მოძრაობის ანალიზი და რეაბილიტაცია“
პროგრამა გაიმართება იტალიაში, ქალაქ ბერგამოში, მიმდინარე წლის 16-20 მარტს.
პროგრამა განკუთვნილია ფიზიოთერაპიის, რეაბილიტაციისა და სპორტული მედიცინის მიმართულების სტუდენტებისა და მოქმედი სპეციალისტებისთვის და მიზნად ისახავს თანამედროვე კლინიკური და პრაქტიკული კომპეტენციების განვითარებას ფუნქციური შეფასებისა და შეფასებაზე დაფუძნებული რეაბილიტაციის მიმართულებით.
სტაჟირების ფარგლებში მონაწილეები:
- ✔️ დაეუფლებიან ფუნქციური შეფასების თანამედროვე მეთოდოლოგიას
- ✔️ შეისწავლიან მოძრაობის ბიომექანიკური ანალიზის პრინციპებს
- ✔️ შეისწავლიან ინდივიდუალური რეაბილიტაციის დაგეგმვის მოდელებს
- ✔️ იმუშავებენ მაღალტექნოლოგიურ სარეაბილიტაციო სისტემებზე
- ✔️ მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას რეალურ კლინიკურ ქეისებზე მუშაობით
პროგრამა განხორციელდება სრულად პრაქტიკულ ფორმატში, რაც უზრუნველყოფს მონაწილეთა აქტიურ ჩართულობას და პროფესიულ გამოცდილებას საერთაშორისო გარემოში.
ღირებულებაში შედის:
- ✔️ სასწავლო პროცესში მონაწილეობა
- ✔️ საერთაშორისო სერტიფიკატის გაცემა
- ✔️ სასტუმროში განთავსება (16-20 მარტი)


