Erasmus+ სამუშაო ვიზიტი სპორტის უნივერსიტეტში
Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით იოზეფ პილსუდსკის სახელობის ვარშავის ფიზიკური აღზრდის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, პატრიცია ვიდლაკი ეწვია. ოფიციალური ვიზიტი 11-დან 15 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა.
ვიზიტის ფარფლებში, 14 მაისს გაიმართა პატრიცია ვიდლაკის საჯარო ლექცია თემაზე: „სპორტული დაზიანებების პრევენცია და რისკების შეფასება“.
მომხსენებელმა აუდიტორიას გაუზიარა თანამედროვე მიდგომები დაზიანებების პრევენციისა და რისკების შესახებ.
საჯარო ლექციისა და ოფიციალური შეხვედრების პარალელურად, ვიზიტმა ხელი შეუწყო აკადემიური დიალოგის გაღრმავებას უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და მკვლევრებს მიეცათ შესაძლებლობა, პოლონელ კოლეგასთან ერთად დეტალურად განეხილათ სამომავლო სამეცნიერო თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების ინიციატივები.



