საქართველოს სპორტის
სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები
მთავარი სხვადასხვა ბიალისტოკის აღმოსავლეთ ევროპის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ბიალისტოკის აღმოსავლეთ ევროპის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული ვიზიტი სპორტუნიში

საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ბიალისტოკის (პოლონეთი) აღმოსავლეთ ევროპის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის წარმომადგენელი, ალიაქსანდრ ჟურაუსკი ეწვია. ოფიციალური ვიზიტი 18 და 19 მაისს მიმდინარეობდა.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ალიაქსანდრ ჟურაუსკიმ საინფორმაციო შეხვედრები გამართა სტუდენტებთან.

მან დეტალურად ისაუბრა საკუთარი უნივერსიტეტის, იქ არსებული საგანმანათლებლო პროგრამების, თანამედროვე ინფრასტრუქტურისა და სტუდენტური ცხოვრების შესახებ, რითაც უკეთ გააცნო საერთაშორისო გაცვლითი პროგრამებით დაინტერესებულ სტუდენტებს ახალი პერსპექტივების შესახებ.

სტუდენტებთან შეხვედრის გარდა, ვიზიტმა კარგი შესაძლებლობა მისცა საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და ადმინისტრაციას სტრატეგიული დიალოგისთვის. მხარეებმა დეტალურად განიხილეს სამომავლო ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტები, მობილობის შესაძლებლობები და ორ უნივერსიტეტს შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერების გზები.