შიდა მობილობა!
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიუ ...
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიუ ...
ღია ლექციების სერია სპორტის უნივერსიტეტში
2019 წლის 4 დეკემბერს, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრის ინიციატივით, დაიწყო შიდა საუნივერსიტეტო ღია ლექციების სერია. ამ წამოწყების მთავარი არსი, უნივერსიტეტის კვალიფიკაციის ამაღლების კურსებში ჩართული წამყვანი პროფესურის მიერ, უახლესი ინფორმაციის გაზიარებაა კოლეგებისათვის.
ამავე დღეს ღია ლექცია ჩაატარა სპორტის დოქტორმა (PhD), პროფესორმა გიორგი ზუბიტაშვილმა. აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ სპორტის უნივერსიტეტის სხვადასხვა კათედრის წარმომადგენელი პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.
ლექცია ჩატარდა საგანში - სპორტული წვრთნის თეორია და მეთოდოლოგია. თემის სახელწოდება იყო „საწვრთნელი ცვლადები, საწვრთნელი ციკლები და წვრთნის პრინციპები“. აღნიშნული თემატიკა სრულად იყო დამუშავებული უახლესი ინგლისურენოვანი ლიტერატურიდან.
საკითხმა პოზიტიური გამოხმაურება ჰპოვა სპორტის უნივერსიტეტის პროფესურის მხრიდან. მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, სპორტული წვრთნის საკვანძო საკითხების ირგვლივ, და კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორის, ასისტენტ-პროფესორ მერაბ მეტრეველის მხრიდან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში უნივერსიტეტის რამოდენიმე სხვა პროფესორის მიერ, წარმოდგენილი იქნება თემატიკები სპორტის პედაგოგიკაში, სპორტის ფიზიოლოგიაში, სპორტის ფსიქოლოგიაში და ა.შ.