/ ჩვენ შესახებ / ისტორია

ისტორია

ისტორია

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ამჟამად საქართველოში უალტერნატივო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა სპორტის ყველა სახეობაში.

უნივერსიტეტის ისტორია 1935 წლის 21 ივნისს იწყება, როდესაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკური კულტურის დეპარტამენტი ჩამოყალიბდა, მოგვიანებით კი ფიზიკური კულტურის ფაკულტეტი ეწოდა. ფაკულტეტის ჩამოყალიბებასა და მის შემდგომ განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის მის პირველ დეკანს, მედიცინის დოქტორსა და პროფესორს, თბილისის ფიზიკური კულტურის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შექმნის ინიციატორსა და ხელმძღვანელს, გიორგი მღებრიშვილს. ამ უკანასკნელს გვერდს უმაგრებდნენ საქართველოს დამსახურებული სპორტსმენები, მასწავლებელები და მწვრთნელები, მათ შორის, გიორგი მერკვილაძე, მიხეილ გორგაძე, ლევ გოლოვნია, ალექსანდრე ბაქრაძე, მიხეილ ტიკანაძე, გიგა მეუნარგია, ივანე ბერიტაშვილი (საქართველოში ფსიქოლოგიის სკოლის ფუძემდებელი) და სხვები.

1938 წელს ფიზიკური კულტურის ფაკულტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოეყო და დამოუკიდებელ ინსტიტუტად – ფიზიკური კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტად ჩამოყალიბდა. მისი პირველი დირექტორი თედო სხირტლაძე იყო. მიუხედავად უამრავი გამოწვევისა, მათ შორის, ყოფილი ქარხნის შენობაში არასაკმარისი აუდიტორიებისა და არასათანადო ინფრასტრუქტურისა, უნივერსიტეტმა დაძლია ხსენებული პრობლემები და განვითარების მომდევნო საფეხურზე გადავიდა.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში უნივერსიტეტმა საქმიანობის პროფილი შეიცვალა და უდიდესი ძალისხმევა გაიღო ომში დაშავებულთა დასახმარებლად. გადამზადნენ უნივერსიტეტის ლექტორები და ათასობით სტუდენტი, რათა ჰოსპიტლებში მოთავსებული ჯარისკაცებისათვის ტანვარჯიშსა და ფიზიოთერაპიაში ინდივიდუალური სესიები ჩაეტარებინათ.

1955 წელს სპორტის უნივერსიტეტი სპეციალურად მისთვის გამოყოფილ შენობაში გადავიდა. უნივერსიტეტი აღიჭურვა შესაბამისი სასწავლო ბაზით: ლაბორატორიები და სამეცნიერო საქმიანობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, დარბაზები სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის, მათ შორის, ტანვარჯიშის, ფრენბურთის და კალათბურთისათვის; ათლეტების სარბენი ბილიკი, ფრენბურთისა და ფეხბურთის სტადიონები, ჩოგბურთის კორტები და სხვ; ბაკურიანში სათხილამურო ბაზა და საცურაო აუზი მოეწყო. უნივერსიტეტის ფილიალები ფუნქციონირებდა ბათუმში, სოხუმში, ქუთაისსა და ცხინვალში.

დაარსებიდან დღემდე, სპორტის უნივერსიტეტის მთავარი მიზანია მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელებისა და მასწავლებლების მომზადება. არსებობის 80 წლის განმავლობაში სპორტის უნივერსიტეტმა 20 000-ზე მეტი მასწავლებელი, მწვრთნელი

 

და სპორტის მედიცინის სპეციალისტი მოამზადა, რომელთაგან ნაწილი საქართველოში, ნაწილი კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ეწევა საქმიანობას.

სპორტის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები მსოფლიო დონის ათლეტები და ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონატების რეკორდსმენები არიან. მათ შორის: დავით ციმაკურიძე, მედეა ჯუღელი, გივი კარტოზია, მირიან ცალკალამანიძე, ნუგზარ ასათიანი, ნინო დუმბაძე, ვიტალი დარასელია, რამაზ შენგელია და სხვები.

2007 წელს, მთავრობის გადაწყვეტილებით, სპორტის უნივერსიტეტი ილიას სახელწიფო უნივერსიტეტს შეუერთდა, თუმცა, იქ არსებული ინფრასტრუქტურა საკმარისი არ იყო უნივერსიტეტის სრულფასოვნად ფუნქციონირებისათვის. 2018 წელს სპორტის უნივერსიტეტი კვლავ დამოუკიდებელ ინსტიტუტად ჩამოყალიბდა და დღემდე ფუნქციონირებას საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სახელწოდებით აგრძელებს.

2014 წელს უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა ავტორიზაცია და 7-წლიანი პაუზის შემდეგ, სტუდენტების მიღება დაიწყო.

2015 წლიდან სპორტის უნივერსიტეტი ფიზიკური კულტურისა და სპორტის უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის (IASUNI) წევრია და მონაწილეობას იღებს ასოციაციის მიერ დაგეგმილ სამეცნიერო კონგრესებში.

ამჟამად სპორტის უნივერსიტეტი ახორციელებს საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურების, ასევე, ერთწლიან (60-კრედიტიანი) აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებს.

 

ჩვენ შესახებ

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ავტორიზებული, სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსის მქონე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამებს და გასცემს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს.

აკრედიტებული საბაკალავრო პროგრამები

  • ფიზიკური აღზრდა და სპორტი (მწვრთნელი ყველა სახეობაში)
  • ფიზიური მედიცინა და რეაბილიტაცია

ერთწლიანი (60-კრედიტიანი) საგანმანათლებლო პროგრამა

  • ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა
  • მასწავლების მომზადების პროგრამა

ავტორიზებული საბაკალავრო პროგრამა

  • ბიზნესის ადმინისტრირება

ავტორიზებული სამაგისტრო პროგრამები

  • სპორტის მენეჯმენტი
  • ფიზიკური აღზრდა და სპორტი (მწვრთნელი ყველა სახეობაში)
  • ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია

მისია

სასწავლო უნივერსიტეტის მისიას წარმოადგენს საქართველოში სამოყვარულო და პროფესიული სპორტის განვითარების ხელშეწყობა ფიზიკური აღზრდისა და სპორტული წვრთნის, სპორტის  მენეჯმენტისა და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სფეროში ღრმა კომპეტენციის მქონე სპეციალისტების მომზადების გზით, რისთვისაც იგი, როგორც ეროვნულ, ისევე საერთაშორისო დონეზე შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით, ახორციელებს აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებს და გამოყენებით სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, ხელს უწყობს სტუდენტების ჰარმონიულ განვითარებას და მათ სწრაფ ადაპტაციას შრომით ბაზარზე. სასწავლო უნივერსიტეტი სრულად აცნობიერებს სოციალური პასუხიმგებლობის მნიშვნელობას, მათ შორის მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოს მოსახლეობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას.

ღირებულებები

  • ავტონომიურობა – თავისი საგანმანათლებლო საქმიანობის სრულყოფილად წარმართვის მიზნით,კანონის ფარგლებში, უნივერსიტეტი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს
  • ეროვნული ინტერესების დაცვა და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების პატივისცემა –უნივერსიტეტი ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც იცავს ქართულ ტრადიციებს, მის მემკვიდრეობას, პატივს სცემს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს და სტანდარტებს.
  • ოლიმპიური და პარაოლიმპიური მოძრაობის პრინციპების ერთგულება – უნივერსიტეტისრულიად იზიარებს და ხელს უწყობს საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობის ქარტიით განსაზღვრული პრინციპების გავრცელებასა და დანერგვას.
  • საზოგადოებისა და დაინტერესებული ჯგუფების წინაშე მაღალი პასუხისმგებლობა –უნივერსიტეტი ითვალისწინებს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებებს,სტუდენტებისა და თანამშრომლების აქტიური ჩართულობით, წვლილი შეაქვს ქვეყნის განვითარებაში
  • აკადემიური თავისუფლება – აკადემიური პერსონალის, სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტთა უფლება, დამოუკიდებლად განახორციელონ სწავლება, სამეცნიერო კვლევა და სწავლა.
  • მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა – უნივერსიტეტი მუდმივ განახლებაზე ორიენტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა და ხელს უწყობს საუნივერსიტეტო საზოგადოების პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას.
  • განათლებისა  და  კვლევის მაღალი ხარისხისაკენ  მუდმივი  სწრაფვა – უნივერსიტეტი ისწრაფვის  საერთაშორისო  საგანმანათლებლო  ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად, სწავლა/სწავლების ,სამეცნიერო და საუნივერსიტეტო სერვისების  მიწოდებისას მაღალი  ხარისხის  უზრუნველსაყოფად.
  • აკადემიური კეთილსინდისიერება – უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სწავლა/სწავლებისა დაკვლევის პროცესში აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვას და ცნობიერების ამაღლებას.
  • გამჭვირვალობა და ღიაობა - უნივერსიტეტი ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე, პრაქტიკულად ავრცელებს ინფორმაციას საქმიანობის თაობაზე და ღიაა თანამშრომლობისათვის.
  • სამართლიანობა – სპორტის უნივერსიტეტში მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება,  ყველადაინტერესებული მხარის უფლებებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით, ეყრდნობა სამართლიან არგუმენტებს და გადაწყვეტილების მიღების ობიექტურ კრიტერიუმებს.
  • სოციალური პასუხიმგებლობა – უნივერსიტეტი ითვალისწინებს საზოგადოების სხვადასხვაჯგუფის საჭიროებებს, სტუდენტებისა და თანამშრომლების აქტიური ჩართულობით, წვლილიშეაქვს ქვეყნის განვითარებაში, სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური და სპორტული პრობლემების მოგვარებაში.





    .