შიდა მობილობა!
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიუ ...
სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიუ ...
უნივერსიტეტი ულოცავს ქართველ ძიუდოისტებს პარიზის გრან სლემზე მედლების მოპოვებას!
საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ულოცავს ქართველ ძიუდოისტებს პარიზის გრან სლემზე მედლის მოპოვებას!
მიმდინარე წლის 8-9 თებერვალს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ძიუდოს საერთაშრისო ფედერაციის ეგიდით, გაიმართა პარიზის გრან სლემი, რომელიც ზემოთ ნახსენები ფედერაციის საერთაშორისო ტურის ციკლში შედის. ტურნირში მონაწილეობა 115 ქვეყნის 680-მა სპორტსმენმა მიიღო, მათ შორის გახლდათ 17 ქართველიც, აქედან 12 ვაჟი და 5 ქალი: თორნიკე ნაგლიაშვილი, ბექა წიფიანი, თორნიკე გვიჭიანი, ალეკო მამიაშვილი, ვლადიმირ ახალკაცი, გიორგი კაციაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, ონისე სანებლიძე, ვარლამ, ლიპარტელიანი, ლევანი მატიაშვილი, გელა ზაალიშვილი, ტატიანა ლევიცკა-შუკვანი, მარიამ ჯანაშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, მარიამ ჭანტურია და სოფიო სომხიშვილი.
სპორტსმენთა ასპარეზობა 2 დღეზე გადანაწილდა, რომელთაგანაც პირველი დღე ქართველებისთვის უშედეგო აღმოჩნდა, ხოლო მეორე კი ვარლამ ლიპარტელიანმა საქართველოს ნაკრები უმედლო ასპარეზობისგან იხსნა და ვერცხლი მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ქალთა შემადგენლობას თუ არ ჩავთვლით, საქართველოს მამაკაცთა ნაკრები, ამ ტურნირზე, ძირითადად ნაკრების მეორე ნომრებით იყო დაკომპლექტებული.
წყარო: საერთაშორისო ძიუდოს ფედერაცია, საქართველოს ძიუდოს ფედერაცია