საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფ ...
საქართველოს პირველი გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში უ ...
ყურადღება! ცხადდება კონკურსი
უნივერსიტეტი ულოცავს ქართველ მოჭიდავეებს ევროპის ჩემპიონატებზე მედლების მოპოვებას!
საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ულოცავს ქართველ მოჭიდავეებს ევროპის ჩემპიონატზე მედლების მოპოვებას!
მიმდინარე წლის 10-16 თებერვლის ჩათვლით, იტალიის დედაქალაქ რომში, ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობის სამ დისციპლინაში (თავისუფალი, ბერძნულ-რომაული და ქალთა) გაიმართება, სადაც ქართველი მოჭდავეებიც იღებენ მონაწილეობას. ქართველები 10-10 ადამიანით იქნებიან წარდგენილნი თავისუფალ და ბერძნულ-რომაული სტილის წონით კატეგორიებში, ქალთა ნაკრები კი არ იასპარეზებს.
პირველებმა მედლების მოპოვება, ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) - ბრინჯაო და ლევან არაბულმა (130 კგ) - ვერცხლი, შეძლეს. წურწუმიამ, რომელიც მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში რუმინელი ფლორინ ტიტა დაამარცხა, ხოლო არაბული კი ფინალში რუმინელ ალექს ალექსუცთან დამარცხდა.
წყარო: საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია, მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანება